imedi /  22 აპრილი 2019, 20:27 / სანდო წყარო

ბახტაძემ, სერგეენკომ და გახარიამ პანკისის დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

გიორგი გახარია და დავით სერგეენკო

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულეს.

პრემიერის განცხადებით, ის, რაც პანკისის ხეობაში ხდებოდა, არის სრულიად მიუღებელი, რადგან ვცხოვრობთ თავისუფალ სახელმწიფოში და ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია და კანონდარღვევას შესაბამისი სამართლებრივი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ ვიხილეთ აგრესია სამართალდამცველებზე და ეს არის სრულიად მიუღებელი. ბუნებრივია, პასუხიც კანონის შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს არცერთ რეგიონში არ განუხორციელებია რაიმე ტიპის პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის და დოალოგის გარეშე. 

პრემიერმა მაღალი დონის თავშეკავებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაკეთდა უსაფუძვლო კომენტარები, თითქოს საქართველოს არ სჭირდება ეკონომიკა.

ბახტაძის თქმით, საქართველოს ჰყავს ორი მტერი - სიღარიბე და ოკუპაცია, და სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის გზა სწორედ ჰესების მშენებლობაზე გადის. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ დაეყრდნობიან გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

„ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დროისთვის პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული 2 სამართალდამცველი, ერთი პოლიციელი და ერთი სპეცრაზმელი იმყოფება.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

15 აპრილი 2026, 19:16

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 19:09

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბაჩო ოდიშარია

15 აპრილი 2026, 18:57

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

15 აპრილი 2026, 18:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:51

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

15 აპრილი 2026, 18:45

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 18:43

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება

გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.

15 აპრილი 2026, 18:41

პოლიტიკა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:31

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში

„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

15 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

15 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.