imedi /  25 აპრილი 2019, 11:46 / სანდო წყარო

პროფკავშირები მთავრობას პენსიის ოდენობის განსაზღვრის მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებენ

პენსია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივ კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საბაზისო პენსია და მისი ინდექსაცია იყო. საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ, გაითვალისწინოს საერთაშორისო ექსპერტებთან, იურისტებთან და ეკონომისტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტული მოთხოვნები პენსიის ინდექსაციის აუცილებლობაზე, ფორმებზე და სოციალური დაცვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის.

"პენსია საქართველოში 90-იან წლებში სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. მისი ათვლა ქვეყნის დამოუკიდებლობის ​მოპოვებისა და ეროვნულ ვალუტად ლარის შემოღების შემდეგ 7 ლარიდან დაიწყო. თუმცა, მაშინ, რა თქმა უნდა, ფასების დონეც განსხვავებული იყო. ყველაზე ძველი მონაცემი, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მოიპოვება 2000 წლის მონაცემია. მაშინ ფასების დონე 2,4-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე დღეს. დროთა განმავლობაში ფასებთან ერთად გაიზარდა პენსიაც, თუმცა ისე ვერა, რომ პენსიონერის ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს. დღევანდელი ასაკობრივი პენსია რეალურად სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე ის, რასაც განვითარებულ ქვეყნებში პენსიას ეძახიან. 200-ლარიანი პენსია სულ მცირედით აღემატება შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმს - 181,2 ლარს. საარსებო მინიმუმი კი ყველაზე დაბალი სტანდარტია და არ წარმოადგენს „ცხოვრების ღირებულებას“. ეს არის გადარჩენისთვის აუცილებელი თანხა, რაც წესით მხოლოდ დროებითი ზომა უნდა იყოს", - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა.

პროფკავშირებში ასევე განმარტავენ, რომ პენსიის მოცულობის სიმცირესთან ერთად პრობლემას ამწვავებს ის, რომ პენსიონერები შეადგენენ მოსახლეობის 20%-ს, - დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც დაქირავებით დასაქმებულები. აქედან გამომდინარე სახელმწიფო პენსიის ზრდა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა საზოგადოებისთვის.​

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს საპენსიო რეფორმა მიმდინარეობის პროცესშია, ის შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ამჟამად მუშაობს და საკუთარი სიბერისთვის აგროვებს თანხას. ის ადამიანები კი, ვინც უკვე პენსიაზე არიან, ან არ მუშაობენ და ვერ ჩაერთვებიან დაგროვებითი პენსიის სისტემაში, კვლავ საბაზისო პენსიის იმედად დარჩებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისათვის დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართულია 760 ათასი ადამიანი, რაც თვითდასაქმებულთა ჩათვლით, ყველა დასაქმებულის მხოლოდ 44,7%-ია. დანარჩენი 70%-ზე მეტი კი კვლავ საბაზისო (სახელმწიფო) პენსიის იმედად რჩება", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 09:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

27 იანვარი 2021, 09:28

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 იანვარი 2021, 09:20

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს. კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.

27 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

27 იანვარი 2021, 03:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 02:57

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 02:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 541 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 02:22

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 02:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 410 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 410 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 413 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კამალა ჰარისი

27 იანვარი 2021, 01:58

COVID19

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41

ეკონომიკა

როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი

ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.

27 იანვარი 2021, 01:39

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეაჩერა

ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.