ოპოზიცია პარლამენტში გიორგი ქობულიას მოსმენას მოითხოვს
გიორგი ქობულია
ფოტო: არქივი
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გიორგი ქობულიას მოსმენას მოითხოვს. გოცირიძის განმარტებით, კომიტეტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგების და გათავისუფლების მიზეზების შესახებ.
გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მისვლას კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და საპარლამენტო ოპოზიციაც მხარს უჭერს.
უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი კი გიორგი ქობულიას მხრიდან მედიით გამოთქმულ მზაობას, რომ საპარლამენტო კომიტეტში მივიდეს, პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე გადაცემა „ფორბსის კვირაში“ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადადგომის შესახებ განცახდების დაწერა სთხოვეს.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ის თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.
„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეპირებული შედეგი ვაჩვენოთ, ბუნებრივია ცვლილება არ დააყოვნებს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება
დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
11 აგვისტო 2026, 20:42
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი. გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება გრძელდება. რას ამბობენ აფხაზეთის ომის ვეტერანები? „ქრონიკის“ სიუჟეტი
გია ბარამიძე ნათქვამს არ ნანობს და მეხუთედ იმეორებს იმას, რასაც აფხაზეთის ომის ვეტერანები და მებრძოლები ღალატს და შეურაცხყოფას უწოდებენ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.
11 აგვისტო 2026, 20:36
პოლიტიკა
შეკვეთილი რუსოფობია. ფაქტები წლების მიხედვით, თავის მართლების მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისევ განსჯის საგანია ოპოზიციის და არამხოლოდ პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით. საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, ბევრისთვის თავსატეხად იქცა.
11 აგვისტო 2026, 20:23
საზოგადოება
შინდისის ბრძოლა და 17 გმირი. 2008 წლის 11 აგვისტოს ისტორია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინდისის ბრძოლა და 17 გმირის ამბავი. მე-18 წელია გორის რაიონის ამ სოფლის სახელი უთანასწორო შეტაკებაში გამოჩენილ სიმამაცეს და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად სევდიან და საამაყო ისტორიას უკავშირდება.
11 აგვისტო 2026, 20:16
პოლიტიკა
კახა კალაძე: მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები
თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
11 აგვისტო 2026, 20:07
პოლიტიკა
კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს
მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
11 აგვისტო 2026, 19:56
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ
თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
11 აგვისტო 2026, 19:21
საზოგადოება
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ახალ სამხედრო მხარდაჭერას იღებს.
11 აგვისტო 2026, 18:46
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 18:45
მსოფლიო
CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
11 აგვისტო 2026, 18:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის
ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
11 აგვისტო 2026, 18:08
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა
მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
11 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა. ამინდის გამო ახლა შეწყდა. პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
11 აგვისტო 2026, 17:45
მსოფლიო
უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს
უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.
11 აგვისტო 2026, 17:42
სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.
11 აგვისტო 2026, 17:29
მსოფლიო
უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა
უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 17:28
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 17:15
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.
11 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


