imedi /  07 მაისი 2019, 08:12 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ის ვარშავას საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

პოლონეთში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. მისი თქმით, ის აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.

ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს.

დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

ყველა სიახლე

ექიმი

08 აპრილი 2020, 10:13

COVID19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან სამი აპარატურ სუნთქვაზეა და კიდევ ერთი პაციენტი, 42 წლის მამაკაცი საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა, თუმცა მისი მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა“, - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა.

08 აპრილი 2020, 10:12

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობმა გაძვირება დაიწყო

დღეს დილას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩრსებზე Brent-ის ტიპის ბარელ ნავთობზე ფასი 2,51%-ით გაიზარდა და $32,67 გაუტოლდა. ფასი გაიზარდა მაისის ფიუჩერსებზეც. ბარელის ფასი 5,76%-ით გაიზარდა და $24,99 შეადგინა.

08 აპრილი 2020, 09:47

COVID19

ექიმმა ინფექციონისტმა განმარტა, რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ ცხელ ხაზზე

თუ ადამიანს აქვს სიცხე, ხველა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე. მას გაუწევენ კონსულტაციას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახლში დარჩება თუ მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა, - ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 09:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 09:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს

ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შეაფასა.

08 აპრილი 2020, 09:05

ეკონომიკა

თბილისში ხილ-ბოსტნეული სამ ალტერნატიულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება

თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეწყდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება მსოფლიოს 11-მა ქვეყანამ შეიძინა. ამის შესახებ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სერგეი ჟარდეცკიმ განაცხადა. ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

08 აპრილი 2020, 08:34

COVID19

იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

08 აპრილი 2020, 08:14

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს კორონავირუსზე კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 08:07

COVID19

ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო

ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ტურნირი 8-10 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება, თუმცა ყველაფერი მაინც კორონავირუსის გავრცელების რისკებზე იქნება დამოკიდებული.

ლინდსი გრემი

08 აპრილი 2020, 05:33

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ

მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა. Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.

მაიკ პენსი

08 აპრილი 2020, 05:13

COVID19

მაიკ პენსი: მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციას ხედავს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 1 344 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 04:32

COVID19

ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 03:02

COVID19

დონალდ ტრამპი: მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა

მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა, იცით, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო კვირა აშშ-ში რთული იქნება, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით გაუმჯობესებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 02:38

COVID19

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 02:14

COVID19

კორონავირუსის გამო ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შეკავების მიზნით ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 01:47

COVID19

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს.

რონალდინიო

08 აპრილი 2020, 01:31

სპორტი

რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

პარაგვაიში ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოსა და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა G1 ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 01:17

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 12 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.