imedi /  20 მაისი 2019, 01:26 / სანდო წყარო

ცესკო: მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისი მონაცემები კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

მთაწმინდის ოლქში გახსნილი 31 უბნიდან 27 უბნის მონაცემებით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ლადო კახაძე (41,28%), მეორეზე კი „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე (36,72%) გადის. შესაბამისად, მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ლევან იოსელიანი 6,43%-ს, ჰერმან საბო - 4,78%-ს, გრიგოლ გეგელია - 3,4%-ს, კობა დავითაშვილი - 2,87%-ს, სოფიო ხორგუანი კი - 2,58%-ს აგროვებს. დანარჩენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ხმები 1%-ს არ აღემატება.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ნიტა სიხარულიძე („ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” ), გიორგი ანდრიაძე („თავისუფალი საქართველო”), შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები”), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო”), გიორგი შალიკაშვილი („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”), თებეა თენგიანი („ახალი ქრისტიან‐დემოკრატები”), მამუკა ტუსკაძე („მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”), ვალისა ღვინჯილია („პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო”), მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”), ირმა რაზმაძე („თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა”), ჯემალ ნადარეიშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”), გერმანე საბო („გირჩი”), ნოდარ ინანეიშვილი („ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია”), ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო”), ლევან იოსელიანი (საინიციატივო ჯგუფი), კობა დავითაშვილი (საინიციატივო ჯგუფი), სოფიო ხორგუანი (საინიციატივო ჯგუფი), გრიგოლ გეგელია (საინიციატივო ჯგუფი), იოსებ კობერიძე (საინიციატივო ჯგუფი) და თამარ ალფაიძე (საინიციატივო ჯგუფი) იბრძოდნენ.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მერი კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩიეს.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 08:39

რეგიონი

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება ახმეტელის ქუჩაზე და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან.

15 ივლისი 2026, 08:38

საზოგადოება

სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 08:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2026, 08:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

15 ივლისი 2026, 08:14

სამართალი

დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.

15 ივლისი 2026, 07:59

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 02:39

მსოფლიო

ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.