Imedi /  19 მაისი 2019, 23:54 / სანდო წყარო

ბოკერია: მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„100%-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც საარჩევნო უბნებზე მივიდა და შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი და მათაც, ვინც უბრალოდ სამოქალაქო ვალი მოიხადა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე პოლიტიკური ლანდშაფტისა და პოლიტიკური მომავლის განსაზღვრისთვის. შალვა შავგულიძის ფიგურა და ამ არჩევნებზე მთაწმინდაზე შემდგარი გაერთიანება არის გასაღები იმისთვის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მშვიდობიანად და ყოველგვარი ისტერიკის გარეშე ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებიდან გავუშვათ. მეორე ტური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

წინასწარი მონაცემებით, ოქროყანის გარეთ, მთაწმინდაზე და ვერაზე შალვა შავგულიძე ლიდერობს. ჩემი მონაცემებით, ოქროყანაში მოხდა სამწუხარო ფაქტი, ერთ-ერთ სოფელში დაკავებულია ერთი პირი და მთელ სოფელს დაჰპირდნენ, რომ თუ ხმებს მოუტანენ, მაშინ ეს პირი გათავისუფლდება. 

ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეორე ტურში გავიმარჯვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდება შალვა შავგულიძის გარშემო“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცოტახნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 18:34

COVID19

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხუთივე ახალ პაციენტს, რომლებსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს. ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.

ევროვიზია

08 აპრილი 2020, 18:31

კულტურა

„ევროვიზიის“ მაყურებლებს შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ამისთვის მაყურებელმა ჯონი ლოგანის სიმღერა What's Another Year უნდა შეასრულონ და ჩანაწერი ორგანიზატორებს გაუგზავნონ. საუკეთესო რგოლები კი 16 მაისს, კონცერტის დროს ეკრანზე გამოჩნდება.

პეტრო პოროშენკო

08 აპრილი 2020, 18:27

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხუთი მუხლით აღძრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 აპრილი 2020, 18:25

COVID19

კახეთის რეგიონის საკარანტინო ზონა 127 ადამიანმა დატოვა

კახეთის რეგიონის ერთ-ერთი საკარანტინო ზონა დღეს 127 ადამიანმა დატოვა. გამგზავრებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მათი საცოვრებელ სახლში დაბრუნება მედიკოსების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. საკარანტინო ზონა დღეს კახეთის გუბერნატორმა მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარანტინში ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 24 საათის განმავლობაში იყვნენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა ონლაინ გაყიდვებზე: ეტაპობრივად ამ სექტორსაც დავაკვალიანებთ და დაიწყებს ფუნქციონირებას

ონლაინ გაყიდვის ფორმაში, რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებული საფრთხე არ არის, იმიტომ, რომ ეს არის დისტანციური პროცესი, მაგრამ რისკი, რაც ჩვენ დავინახეთ, შეიძლება იყოს დაკავშირებული ადგილზე მიტანის სერვისთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, იმისთვის, რომ ყიდვა-გაყიდვა შედგეს, არა მარტო ონლაინ გარიგების დადებაა საჭირო, არამედ საქონლის ადგილზე მიწოდება და სწორედ მიწოდების სერვისი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და ძალიან უსაფრთხო.

მაია ბუწაშვილი

08 აპრილი 2020, 18:13

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.

 Nike

08 აპრილი 2020, 18:12

COVID19

Nike-მა სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი ფარების წარმოება დაიწყო

კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი დამცავი ფარები დაემზადებინა, რომელსაც ორეგონის მეცნიერებისა და ჯანდაცვის უნივერისიტეტის ექიმები ატარებენ. Nike-ს დიზაინერებმა ისინი იმ მასალისგან შექმნეს, რომელსაც ბოტასებისთვის იყენებენ. კომპანიამ დამცავი ფარების პირველი პარტია ორეგონის უნივერისტეტს 3 აპრილს გაუგზავნა. მათ ეტაპობრივად სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც გადასცემენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:10

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენი შეკერილი პირბადეები ერთ მომხმარებელზე ლიმიტირებულად 3 ცალი გაიყიდება

ხელმისაწვდომობა პირბადეებზე გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში, ჩვენ უსწრაფესად მოვახერხეთ და ავაწყვეთ წარმოება ქართული პირბადეების - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავამ განმარტა, რომ მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით პირბადეები ლიმიტირებულად გაიყიდება და ერთ ადამიანს მხოლოდ 3 ცალის შეძენა შეეძლება. „დღეს ცხრა სამკერვალო კერავს პირბადეებს. ნედლეულს სახელმწიფო ყიდულობს, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ფასის სუბსიდირება. დღეს 400 000 ცალი მიეწოდა მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. მათთან ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც სოციალურ პროექტს მიუდგებიან და არ ამატებენ რაიმე მოგებას. 50 თეთრად გაიყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ უმსხვილეს ქსელში. როგორც კი ამოიწურება ეს მარაგი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ მივაწოდოთ. ვინაიდან არის დიდი მოთხოვნილება პირბადეებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევზღუდოთ და ერთ ადამიანზე მაქსიმუმ სამი ცალი გაიყიდება. ეს კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მრავალჯერადი მოხმარების პირბადე. დელიკატური რეცხვისა და გამოყენების პირობებში შეიძლება რამდენიმე კვირა ეყოს ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 18:03

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსზე გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი გაეწერა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტირებაზე რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, დღის განმავლობაში კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, ორი კი ახალი მიიღეს.

სოხუმი

08 აპრილი 2020, 17:58

COVID19

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ოკუპირეპული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ირაკლი ბერაია

08 აპრილი 2020, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი დღითიდღე მზარდია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები ერთობლივ წვრთებს ატარებენ. ეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ალიანსს შორის წარმატებული პრაქტიკული თანამშრომლობის და ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. მეორე მხრივ კი - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი

08 აპრილი 2020, 17:45

ეკონომიკა

სებ-ი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შერბილების მიზნით საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს

„ეროვნული ბანკი დღევანდელ ვითარებაშიც და პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება, ტრადიციულად უზრუნველყოფს საფინანსო სისტემაში და მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის არსებობას. შესაბამისად, მონეტარული ინსტრუმენტებისა და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერების გამოყენების შედეგად, ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზონის შრე

08 აპრილი 2020, 17:43

ტექნოლოგიები

არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაიხსნა

ოზონის შრის შეთხელება პლანეტის პოლარულ ნაწილებში ყოველ წელს ხდება, თუმცაა მიმდინარე წელს ოზონის ხვრელი ჩვეულებრივზე დიდი აღმოჩნდა. მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი სტრატოსფეროში არატიპურად დაბალი ტემპერატურა გახდა. ოზონის შრე აირის ბუნებრივი დამცავი ფენაა სტრატოსფეროში, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 17:43

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ეპიდემია ცხადყოფს, თუ რაოდენ მიუღებელია ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 17:10

COVID19

თეა წულუკიანი: ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ

თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში. ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, ეკლესიებში მსახურებებზე მრევლის შეკრებებთან დაკავშირებით, მაშინ როცა კანონით სამ პირზე მეტის შეკრება დაუშვებელია. რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება.

დავით გაგუა

08 აპრილი 2020, 17:09

COVID19

დავით გაგუა: მადლობა სამართალდამცველებს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ორსულებს კლინიკამდე აცილებენ

მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „მაესტროს“ ეთერიდან სამართალდამცველებს, კომენდანტის საათის დროს ორსულების კლინიკაში მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მშობიარობა უფრო მეტად ღამის საათებშია. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებიც ორსულებს სამშობიარომდე მიაცილებენ და როცა დააბინავებენ, უკან ბრუნდებიან. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ სამართალდამცველს სამშობიაროში მომსვლელი ორსული კომენდანტის საათის დროს შეეჩერებინოს ან გზაში დაბრკოლება შეექმნათ“, - აღნიშნა გაგუამ.

08 აპრილი 2020, 17:08

COVID19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური შესაძლოა 200 მილიონამდე ადამიანმა დაკარგოს

როგორც BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი კომპანია დაიხურა, პერსონალი კი დროებით ან სამუდამოდ დაითხოვეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ., 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის ეკვივალენტურია.

რომის პაპი ფრანცისკე

08 აპრილი 2020, 17:03

COVID19

რომის პაპი: კორონავირუსის პანდემია ბუნების პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ბუნების ერთ-ერთი პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის გამო წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები შემცირდა, რამაც ადამიანებს ბუნევის გაგების შესაძლებლობა მისცა.

მამუკა მდინარაძე

08 აპრილი 2020, 17:00

COVID19

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს

„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

08 აპრილი 2020, 16:57

COVID19

ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.