imedi /  03 ივნისი 2019, 08:49 / სანდო წყარო

ჟვანიას მოედანზე ასფალტი ჩაინგრა და მანქანები ჩაიყოლა

შემთხვევის ადგილი

შემთხვევის ადგილი

ჟვანიას მოედანზე, კერძოდ კი, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. მომხდარის გამო ჩაინგრა ასფალტის საფარიც და იქ გაჩერებული რამდენიმე ავტომობილიც ჩაიყოლა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაო. შეწყვეტილია წყალმომარაგება. დატბორილია სარდაფები, თუმცა მოსახლეობამ მიწისქვეშა ავტოსადგომიდან ავტომობილების ამოყვანა მოასწრო.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, გვიან ღამით ძლიერი ხმაური გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის ამოხეთქვა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელიც. გაიოზ ვასაძის თქმით, ზარალს ითვლიან.

მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი 24 საათის განმავლობაში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, ზარალის შესახებ კომპანიას განცხადებით მიმართონ, რის შემდეგაც ისინი მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებენ.

ყველა სიახლე

04 აპრილი 2020, 09:26

COVID19

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 94% უკვე გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 94% უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ამჟამად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1562 ადამიანი რჩება, რაც დადასტურებული შემთხვევების 2%-ს შეადგენს.

04 აპრილი 2020, 09:17

ტექნოლოგიები

SpaceX-ის რაკეტა Starship-ის მესამე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა

კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის ბოლო 6 თვეში მესამე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. გამოცემის ცნობით, რაკეტა მას შემდეგ დაიშალა, რაც მეორე საფეხურის ერთ-ერთი საწვავის ავზი თხევადი აზოტით გაივსო.

აპლიკაცია Zoom

04 აპრილი 2020, 09:10

COVID19

აპლიკაცია Zoom-ში განხორციელებული ათასობით ზარის ჩანაწერი ინტერნეტში გამოქვეყნდა

პოპულარული აპლიკაცია Zoom-ში განხორციელებული ათასობით ზარის ჩანაწერი ინტერნეტში გამოქვეყნდა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს. ჩანაწერები ონლაინ-ბაზაში პაროლის გარეშე ინახებოდა.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 08:57

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7400-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7402-ს მიაღწია. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 277 953 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 283 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Pink

04 აპრილი 2020, 08:45

COVID19

მომღერალმა Pink-მა კორონავირუსისგან მკურნალობის შესახებ ისაუბრა

ამერიკელმა მომღერალმა Pink-მა კორონავირუსისგან მკურნალობის შესახებ ისაუბრა. როგორც მომღერალი Twitter-ზე წერს, მას და მის 3 წლის ვაჟს, ჯეიმსონს კორონავირუსის სიმპტომები ორი კვირის წინ აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ Pink-ის ოჯახმა 14 დღე კარანტინში გაატარა და ექიმების მითითებებს ასრულებდა.

დავით ზალკალიანი

04 აპრილი 2020, 08:33

COVID19

დავით ზალკალიანი: კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ორი ქვეყანა ამ რთულ პერიოდს გადალახავს.

მაიკლ ატკინსონი

04 აპრილი 2020, 08:21

მსოფლიო

AP: ტრამპმა გაათავისუფლა გენერალური ინსპექტორი, რომელიც იმპიჩმენტის გამომწვევ საჩივარს განიხილავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სადაზვერვო თანამეგობრობის გენერალური ინსპექტორი მაიკლ ატკინსონი, რომელიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ დაწერილ საჩივარს განიხილავდა. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა.

საქართველოს საელჩო

04 აპრილი 2020, 08:08

COVID19

თურქეთის დაწესებული დამატებით შეზღუდვების გამო საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თურქეთში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გამო საქართველოს საელჩო რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური განცხადებით მიმართავს. როგორც დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 01:10

COVID19

Fox News: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის ფონზე საქართველომ სასწაულად აიცილა მსხვერპლი

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთმა ქვეყანამ საოცრად აიცილა მსხვერპლი - ეს საქართველოა. ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. Fox News-სთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიმოსვლის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი აქტიურად გავრცელდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინფექციის დაბალი გავრცელების კუთხით.

კაილი ჯენერი

04 აპრილი 2020, 00:55

COVID19

როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი. ვიდეო

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, კაილი ჯენერმა კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ყოფნისას გადაღებული ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კადრებზე ჩანს, რომ კაილი ჯენერი დროს აუზთან ატარებს, შემდეგ კი ჯაკუზიში ნებივრობს.

ტომ ჰოლანდი ჯეიკ ჯილენჰოლი

04 აპრილი 2020, 00:40

ტაბლოიდი

ტომ ჰოლანდმა და ჯეიკ ჯილენჰოლმა ახალი ფლეშმობი წამოიწყეს

ბრიტანელმა მსახიობმა, ადამიანი-ობობის როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა თვითიზოლაციაში ყოფნისას ახალი ფლეშმობი წამოიწყო. მსახიობმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კედელთან, ხელებზე დგას მაისურს იცვამს, და კოლეგები, ჯეიკ ჯილენჰოლი და რაიან რეინოლდსი გამოიწვია.

04 აპრილი 2020, 00:40

COVID19

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადარბაზოებს დეზინიფექცია უტარდებათ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადარბაზოებს დეზინიფექცია უტარდებათ. 126-მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ეზოებს, ატრაქციონებსა და სკვერებს სპეციალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხსნარით დეზინფექციას შპს ,,ჰიგიას’’ თანამშრომლები უტარებენ. "სადენზიფექციო სამუშაოებთან ერთად გრძელდება მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა, მკაცრად კონტროლდება სასურსათო მაღაზიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობა იცავს საგანგებო ვითარების წესებს", - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა

კატა ნიღაბი

04 აპრილი 2020, 00:25

COVID19

უხანელ კატებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

ჩინელმა ვეტერინარებმა უხანში მცხოვრები 100 კატის სისხლის ანალიზები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათ 15%-ს ახალი ტიპის კორონავირუსი აქვთ გადატანილი. კვლევის შედეგები ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოქვეყნდა.

დონალდ ტრამპი მაიკ პენსი

03 აპრილი 2020, 23:59

COVID19

ყველას, ვინც ტრამპის ან პენსის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს, კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდება

ნებისმიერ პირს, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს, კორონავირუსით ინფიცირებაზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჯად დირმა განაცხადა.

03 აპრილი 2020, 23:55

COVID19

ინდოეთში ახალდაბადებულ ტყუპს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში 3-კვირიან კარანტინში ყოფნის დროს ტყუპი დაიბადნენ, ბიჭსა და გოგოს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მშობლების თქმით, მათ შვილებს ეს სახელები იმიტომ დაარქვეს, რათა სამუდამოდ ახსოვდეთ ის მძიმე დრო და ვითარება, რომელშიც სამყარო ახლა იმყოფება.

03 აპრილი 2020, 23:38

COVID19

თბილისელების მადლიერების ტაში „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. ვიდეო

თბილისის იმ უბნების მცხოვრებლებმა, სადაც ამ წუთებში ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით რეცხავენ, „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის მადლიერების ტაში დაუკრეს.

03 აპრილი 2020, 23:24

COVID19

თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

თურქეთი ესპანეთი

03 აპრილი 2020, 23:18

COVID19

თურქეთმა ესპანეთისთვის განკუთვნილი ჩინური რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა, ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა ჩინეთში რესპირატორები შეიძინა. ჩინეთიდან ესპანეთში მომავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, რა დროსაც თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა ტვირთი არ გაატარეს და თავისთვის დაიტოვეს.

კორონავირუსი

03 აპრილი 2020, 23:08

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

03 აპრილი 2020, 22:42

რეგიონი

თელავში ტაქსის მძღოლებმა კორონავირუსის პრევენციისთვის მანქანების სალონები ცელოფნით გადატიხრეს

თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა კორონავირუსთან საბრძოლველად მარტივი, იაფი და სწრაფი გზა იპოვა. მძღოლებმა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები მგზავრებისგან იზოლირებული გახადეს და უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრეს. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.