გაეროს ელჩი საქართველოში პრაიდზე: ვიმედოვნებთ შსს უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას
ლუიზა ვინტონი
ფოტო: არქივი
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა „თბილისის პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ლგბტ თემისა და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობათა უფლებების დასაცავად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
მისი თქმით, ლგბტ თემი საქართველოში ყოველდღიურად განიცდის დისკრიმინაციას, რაც გაეროს სპეციალური წარმომადგენლის დასკვნაშიც წერია, რომელსაც გაერო 24 ივნისს ჟენევაში წარადგენს.
"ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები, კერძოდ, შსს რომელსაც ნამდვილად გააჩნია ამის შესაძლებლობა და უნარი უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას ამ კონკრეტული მარშის, თუ სხვა მსვლელობის დროს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დაცულია არამხოლოდ უმრავლესობის უფლებები, არამედ სწორედ უმცირესობების უფლებებიც", - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
თბილისში "თბილისის პრაიდის" კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოებაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, პრაიდის ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ.
„ქართული მარში“ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიურპრიზს დაჰპირდა.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან, ვერის ბაღში „ქათული მარშის“ წევრები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადეს.
ორგანიზაციის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება ამ დროს განზე გადგეს.
ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქომ უკვე მესამე განცხადება გაავრცელა. 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლგბტ მცირე ჯგუფის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის არაერთ ძალას სურს.
14 ივნისს კი საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
ყველა სიახლე
01 მარტი 2026, 12:06
რეგიონი
ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
01 მარტი 2026, 12:05
თავდაცვა
კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
01 მარტი 2026, 11:52
მსოფლიო
ასობით დემონსტრანტი კარაჩიში აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა
პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი დემონსტრანტი მოკლულია, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ირანული მედიის მონაცემებით, დაღუპულია 10 დემონსტრანტი.
01 მარტი 2026, 11:49
რეგიონი
„24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება“ - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
ზვავსაშიშროების საფრთხე გუდაური-კობის მონაკვეთზე ისევ მაღალია, აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. ასევე, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.
01 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე ბრიტანეთის საელჩო მე-6 დღეა, დუმს
მე-6 დღეა, დუმს ბრიტანეთის საელჩო, დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე, უარგუმენტო და აბსურდულ ბრალდებებზე.
01 მარტი 2026, 11:14
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. მათ შეხვედრები ექნებათ, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
01 მარტი 2026, 11:11
მსოფლიო
ალი ლარიჯანი: ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით
მან პირობა დადო, რომ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შემდგომ საპასუხო ზომებს მიიღებს და აღნიშნა, რომ „ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება“.
01 მარტი 2026, 11:07
მსოფლიო
CBS News: აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის 40-მდე ოფიციალური პირი დაიღპა
აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა, - ინფორმაციას CBS News-ი 2 ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
01 მარტი 2026, 10:38
მსოფლიო
ისრაელმა ირანს ისევ დაარტყა
1 მარტის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიმართულებით დარტყმების დამატებითი სერია განახორციელეს, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია, რომ ახალი იერიში მიმართულია ბალისტიკური რაკეტების სისტემებისა და ირანის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო მედიამ თეირანში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
01 მარტი 2026, 10:31
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 მარტი 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - 2008 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
01 მარტი 2026, 10:28
სამართალი
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.
01 მარტი 2026, 10:26
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ „აქამდე არნახულ ძალას“ გამოიყენებს, თუ ირანი აშშ-ს ან ისრაელს დაარტყამს
„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ დღეს ძალიან ძლიერად დაარტყამს, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჯობია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ აქამდე არნახული ძალით დავარტყამთ“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
01 მარტი 2026, 10:16
მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დაადასტურა
ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.
01 მარტი 2026, 10:06
საზოგადოება
რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს
რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა ილია ლეკიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ.
01 მარტი 2026, 09:26
მსოფლიო
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება“.
01 მარტი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.
01 მარტი 2026, 08:34
მსოფლიო
The Times of Israel: ირანის თავდასხმის შედეგად თელ-ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ-ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
01 მარტი 2026, 08:09
მსოფლიო
საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ
საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სამივე ქვეყანამ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმო. ისინი ირანის მთავრობას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებისკენ, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან თავის შეკავებისკენ, ირანელების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოუწოდებს.
01 მარტი 2026, 02:54
მსოფლიო
ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს, სამიზნეებს შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.


