imedi /  23 ივნისი 2019, 00:39 / სანდო წყარო

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველიდან „ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ

აქცია-მსვლელობა

აქცია-მსვლელობა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისისკენ მიემართებიან.

მომიტინგეებს აქვთ რამდენიმე ბანერი, რომლებსაც „გახარია, წადი“ და „ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს“ აწერია. დემონსტრანტების განცხადებით, ეს აქცია არის მშვიდობიანი და მათი მიზანია, მივიდნენ მმართველი პარტიის ოფისთან და იქ დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები.

რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, მანიფესტანტების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამოსვლები ხვალიდან განახლდება.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 11:35

COVID19

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა ხვალ დატოვოს

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ პაციენეტის დაინფიცირებიდან ორი კვირა გავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს კორონავირისის სიმპტომები აღარ აღენიშნება და ელოდებიან ანალიზის პასუხს. ხვალაც განმეორებით ჩაუტარდება ანალიზი და თუ ორივე პასუხი იქნება უარყოფითი ის კლინიკას დატოვებს.

იტალიის ქალაქ სარდარას მერი რობერტო მონტიში

01 აპრილი 2020, 11:19

COVID19

იტალიელი მერი რობერტო მონტიში ქართველებს მიმართავს

გამარჯობათ, ძვირფასო ქართველებო. მოგესალმებით სარდინიიდან. ეს ცოტა სევდიანი მისალმებაა. სევდიანი, რადგან ჩვენ კუნძულზე დასასვენებლად, სამხიარულოდ. მისი ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან. დღე კი სამწუხაროდ, სევდიანი ვართ. არ გვაქვს სახლიდან თავისუფლად გასვლის საშუალება. თავისუფლად მუშობის თუ სეირნობის საშუალება. აქ, ჩვენთან ბევრ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და შეიძლება თავიდაუნებურად სხვას გადასდოს. ნიღბებით ჩვენ ვიცავთ ძვირფას ადამიანებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით მოხუცებს, რომელთაც მრავალი პათოლოგიური დაავადება აქვთ.

01 აპრილი 2020, 11:15

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 7 ადამიანი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოათავსეს

ოფიციალურ თბილისსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. 7 ადამიანი, რომელთაც ფახულანი-საბერიოს ე. წ. საზღვრიდან გადმოყვანილ 45 წლის ქალთან კონტაქტი ჰქონდათ, საქართველოს კნტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი ანაკლიაში სასტუმროში მოათავსეს. მათ არ აქვთ ტემპერეტურა, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

დავით ზალკალიანი

01 აპრილი 2020, 11:13

COVID19

დავით ზალკალიანმა ვიდეო-კონფერენცია გამართა ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ზრდის დინამიკა მაღალია

საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, მთავრობის აქტიური მუშაობით პანდემიის გავრცელების ფონზე ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4 000 მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

კრის კუომო

01 აპრილი 2020, 11:12

COVID19

ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას და CNN-ის წამყვანს კორონავირუსი დაუდგინდა

ძმის დიაგნოზის შესახებ გუბერნატორმა კუომომაც ისაუბრა. „კორონავირუსი ჩემს ძმას, კრისს დაუდგინდა. ამის შესახებ დღეს დილით შევიტყვე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ახალგაზრდაა, კარგ ფორმაში, ძლიერი. არც თუ ისეთი ძლიერი, როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ კარგად იქნება“, - იხუმრა გუბერნატორმა.

01 აპრილი 2020, 11:12

COVID19

ფოთში 2 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს.

ანტონიო გუტერეში

01 აპრილი 2020, 10:53

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა

მან მდიდარ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდება. გაეროს ანგარიშით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში სამსახურს 24 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს.

01 აპრილი 2020, 10:42

COVID19

„თბილისის მიკროავტობუსი“ საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მომსახურებას სთავაზობს

„თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.

მარინა ეზუგბაია

01 აპრილი 2020, 10:39

COVID19

ინფექციური საავადმყოფოს 19 პაციენტის კორონავირუსზე პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიურია

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

01 აპრილი 2020, 10:35

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს

კლინიკაში მოთავსებული ორი მცირეწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ორივე მცირეწლოვანი მკურნალობას კვლავ აგრძელებს. რენდგენოლოგიური მონაცემებით და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით კარგად ექვემდებარება მკურნალობას“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 10:35

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სატელეფონო ჩართვისას თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, 50 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ნიკოლოზ გამყრელიძე

01 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა.

01 აპრილი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა115-მდე გაიზარდა, აქედან 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 860 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

01 აპრილი 2020, 10:07

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ახალციხესთან იყო, სიმძლავრე კი 3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:48 საათზე დაფიქსირდა.

01 აპრილი 2020, 09:53

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ აქვთ სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებენ ბოქსიგენურ თერაპიას. - ამის შესახებ ტელეკომოანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

01 აპრილი 2020, 09:38

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს შორის 19-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათი მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება, ამ კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილ ორ ქალს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

01 აპრილი 2020, 09:26

სამართალი

შსს: საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა

ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.

01 აპრილი 2020, 09:16

COVID19

საყოველთაო კარანტინის რეჟიმში საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს

საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქის შესასვლელთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს. გამკაცრებულია ზომები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

01 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის ინფექციურ კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული რვა პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 76 წლის კაცს ორმხრივი პნევმონია და გულის დაავადება აქვს, ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა.