imedi /  24 ივნისი 2019, 12:34 / სანდო წყარო

კალაძე: რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში "ქართული ოცნების" დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

კალაძის თქმით, ბარიერი საერთოდ უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ მათ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ, ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში.

„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ პარლამენტში.

მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მგონია, რომ ამ რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ. 

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი გამოჯანმრთელება

06 აპრილი 2020, 18:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მაია ბუწაშვილი

06 აპრილი 2020, 18:50

COVID19

ინფექციონისტი განმარტავს, რა ვირუსი გადავიტანეთ დეკემბერ-იანვარში

თეორიულად დასაშვებია, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია - ასე განმარტა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე მომხმარებელთა ნაწილის გამოხმაურებები იმის თაობაზე, რომ მათ კორონავირუსი დეკემბერ-იანვარში გადაიტანეს. ინფექციონისტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ მსგავსი გამოხმაურებები მასაც ჰქონდა სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:47

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე პნევმოკოკის აცრაზე: სავარაუდო ნეგატიური შემთხვევების მაჩვენებელს ეს აცრა შეამცირებს

„ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად კონსულტაციების და მათი გარკვეული დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გადაწყვეტეთ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი ხანდაზმულები და გავაკეთოთ მათი პნევმოკოკზე ვაქცინაცია, რათა მაქსიმალურად მოხდეს გადაზღვევა, რომ ლეტალობის შემთხვევები ამ მიზეზით არ იქნას გამოწვეული“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

06 აპრილი 2020, 18:47

საზოგადოება

Georgian Airways: აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ ქართველ მოქალაქეებსაც - ამის შესახებ imedinews-ს საქართველოს ავიახაზების დირექტორიმა, რომან ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს. „დღეს პატრიარქმა ჯორჯიან ეარვეისის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს, აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად, ჩვენთან ერთად იქნება ორი საულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენის ჩვენს მოქალაქეებს“ განაცხადა ბოკერიამ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

06 აპრილი 2020, 18:44

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსთან ჩატარებული სწრაფი ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

06 აპრილი 2020, 18:44

COVID19

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სითის“ მწვრთნელის პეპ გვარდიოლას დედა დოლორს სალა კარიო კორონავირუსით 82 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სითის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა

06 აპრილი 2020, 18:34

COVID19

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. სამედიცინო ცენტრი კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს, შემდეგ ეტაპზე კი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ავტოსადგომები და შიდა გზები მოწყობილია.

გიორგი გახარია

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე.

ბრუნო ლე მერი

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება

როგორც ჩანს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. „საფრანგეთში 1945 წლიდან ეკონომიკური ზრდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2009 წელზე მოვიდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მაშინ ეკონომიკური ზტრდის მაჩვენებელი -2.2 % იყო“, - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

06 აპრილი 2020, 18:32

COVID19

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს. ის თვით იზოლაციაში იმყოფებოდა და სპორტსმენის კონტაქტებთან ჰქონდა კავშირი. მედიკოსები დასკვნას კოვიდ-19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსები კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტის მკურნალობას აგრძელებენ . ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსი 13 დღის წინ დაუდასტურდა მძიმეა, შედარებით სტაბილურად ფასდება ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა.

ზაალ მიქელაძე

06 აპრილი 2020, 18:23

COVID19

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, სამ პაციენტზე განმეორებითი ანალიზების პასუხებიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსი ჯამში ოთხმა პირმა დაამარცხა. კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დღეს კორონავურუსზე 16 საეჭვო პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

არჩილ თალაკვაძე ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:18

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია

ლევან რატიანის განცხადებით, ექთნები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, სტუნდეტები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, სტუდენტები სხვა კლინიკებში მუშაობდნენ. „ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდატრული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - აცხადებს ლევან რატიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:16

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: მასშტაბური ტესტირება სწორად და სწორ დროს უნდა გაკეთდეს

მასშტაბური ტესტირება უნდა იქნას სწორად და სწორ დროს გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით არასწორ დროს გაკეთებული ტესტი, შეიძლება სახიფათოც იყოს.

მაია ბუწაშვილი

06 აპრილი 2020, 18:15

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ხშირ შემთხვევაში ეს ვირუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მსუბუქად მიდის და ამის გამო სტაციონარში კვირებით ყოფნა აბსოლუტურად ზედმეტია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულების სახლში მკურნა,ლობის იდეას ეთანხმება. ამის საფუძველს ინფექციონისტს ის ფაქტი აძლევს, რომ მისი თქმით, არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელსაც აქვს გართულელები და ზოგიერთ შემთხვევაში ის მძიმედაც მიმდინარეობს, თუმცა ანალოგიურად მძიმე მიმდინარეობა აქვს სხვა ინფექციებსაც.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ლევან რატიანი: ორივე გარდაცვლილს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე

ორივე გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.

პრეპარატები

06 აპრილი 2020, 18:10

COVID19

უნდა შეწყვიტოთ თუ არა წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტების მიღება კორონავირუსის პანდემიის გამო

წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის გამო პაციენტებმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომ წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კორონავირუსის გავლენის რისკს ზრდის. ექიმის განმარტებით, პირიქით, მაღალი წნევა წარმოადგენს ადამიანისთვის რისკფაქტორს კორონავირუსის დაავადების დროს.

რომის პაპი ფრანცისკე

06 აპრილი 2020, 18:08

COVID19

რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი ავრცელებს. მისი ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფონდში 750 ათასი დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, გასულ კვირას მან იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქალაქის, ბერგამოს საავადმყოფოს 60 ათასი ევრო გადაურიცხა.

06 აპრილი 2020, 18:06

COVID19

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება

თბილისის მერმა ხანდაზმულების დასახმარებლად წამოწყებულ პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.