არასამთავრობოები მმართველი პარტიის ინიციატივაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: shutterstock.com
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას სხვა მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ.
არასამთავრობოების შეფასებით, საზოგადოების ერთსულოვანმა პოზიციამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო და საპროტესტო აქციის მოთხოვნების საპასუხოდ „ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა.
„მისასალმებელია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან 2 ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, თუმცა 3 მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩება.
როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: 1. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა 2. შს მინისტრის გადადგომა 3. დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება 4. საპროტესტო აქციის დაშლის პროცესის ობიექტური გამოძიება და 5. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება.
მნიშვნელოვნად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, რომლის ქმედებებმა/უმოქმედებამ დიდწილად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი.
ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო ნომინირების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის უგულვებელყოფა იქნება.
ასევე, მივესალმებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით.
პროპორციული სისტემა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაბალი ბარიერი, როგორც წესი, ართულებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებას და ზრდის პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის რისკს.
საზოგადოებას აქვე შევახსენებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ პროპორციულ სისტემებში სასურველია შემოღებულ იქნას 3-5%-იანი ბარიერი.
მიუხედავად გარკვეულ მოთხოვნებზე რეაგირებისა, ჯერჯერობით არ შესრულებულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნა.
გავრცელებული ინფორმაციით პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევის საფუძველზე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა, მათგან ორის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის გამო, საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.
მიგვაჩნია, რომ რიგითი სამართალდამცვლების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქციაზე გამოვლენილ დარღვევებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დადგეს, რაც ცალსახად შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს.
აქციის დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. აქციის დაშლის პროცესში დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს მძიმე შედეგი მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
აქციის დროს დაკავებულების გარკვეული ნაწილი დღესაც რჩება იზოლატორებში. მიგვაჩნია, რომ დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით: საქმეების განხილვა მოხდა დაჩქარებული წესით, დაკავებულებს არ მიეცათ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა და მოსამართლეების მხრიდან სახდელის გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი სამართალდამცველის ჩვენების საფუძველზე ხდებოდა.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია, პასუხისგებაში მიცემულ პირებს სააპელაციო სასამართლოში მაინც მიეცეთ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობის საშუალება, რისი შესაძლებლობაც მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დაკავებულებს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ აღმოუჩინოს სრულყოფილი სამედიციონო დახმარება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, კვლავ გააქტიურდნენ პროსახელისუფლებო „ანონიმური” ფეისბუქ გვერდები, რომლებიც აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების დისკრედიტაციას ეწევიან. უარი უნდა ითქვას მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე.
ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება შეასრულებს დარჩენილ მოთხოვნებს და ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოების სამართლიან პროტესტს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საზოგადოება და ბანკები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.
დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 00:56
მსოფლიო
ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.
03 სექტემბერი 2026, 00:40
მსოფლიო
„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.
02 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება
აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:37
საზოგადოება
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
02 სექტემბერი 2026, 21:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
02 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.


