imedi /  01 ივლისი 2019, 13:35 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმის წარდგენის პარალელურად აქცია ტარდება

სასტუმრო „შერატონთან“, სადაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის რეფორმას წარადგენს, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია ტარდება. 

პროტესტის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი გადადგება, რადგან „ვერ გაუძლებს ამხელა წნეხს“.

„გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ ხოლმე ყველგან, სადაც იქნებიან. ახლა მართავენ საარჩევნო სისტემის შესახებ პრეზენტაციას. ეს კარგია, თუმცა ჩვენ ყოველდღე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გიორგი გახარიამ დატოვოს თანამდებობა. გახარია უნდა წავიდეს, რადგან მან გააცოცხლა წარსული, დათვის ტყვიების გამოყენებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ შეკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

გუშინდელ აქციაზე გამომსვლელთა შორის მომღერალი ნინო ქათამაძეც იყო. 

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

26 ოქტომბერი 2020, 20:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:49

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები მაინც გაავრცელეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2020, 19:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცესკომ მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ გადაქცეულიყო

ჩვენ გვაქვს საარჩევნო გათვლები, მათ შორის აქტივობასთან დაკავშირებით და ამ არჩევნებზე მაღალ აქტივობას ველით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სტივენ ვან გუხტი

26 ოქტომბერი 2020, 19:04

COVID19

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს. პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ხანდაზმულების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.

26 ოქტომბერი 2020, 18:50

საზოგადოება

რუსთავში, 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. მას არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა უნდა აიღოს, გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას

„არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.