Imedi /  01 ივლისი 2019, 00:52 / სანდო წყარო

რუსთაველზე აქცია პირველ ივლისს განახლდება

რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირი

საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ხვალ ისევ შეკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

დღევანდელ აქციაზე გამომსვლლეთა შორის მომღერალი ნინო ქათამაძეც იყო. 

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 21:43

საზოგადოება

Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas ფრენები ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყება.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2021, 21:38

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბანზე დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომელსაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა

დღეს, კომისიის წევრებმა გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისგან და ამავე ოლქის თავმჯდომარისგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

17 ივნისი 2021, 21:24

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სამცხე-ჯავახეთს აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის

სამცხე-ჯავახეთს აქვს მართლაც დიდი შესაძლებლობები და საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 21:23

COVID19

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 ათასს დოზას საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

17 ივნისი 2021, 21:14

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში საექსკურსიო ტურები განახლდება

საქართველოს პარლამენტის სასახლის დათვალიერების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობის მსურველებისთვის, 18 ივნისიდან საექსკურსიო ტურები განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

17 ივნისი 2021, 21:10

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: განათლება არის არა მარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ ყველა უწყების ერთიანი საზრუნავი

მისი მოსაზრებით, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით მოაგვარებს.

17 ივნისი 2021, 21:08

რეგიონი

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ადგილზე სამართალდამცველები ჯერჯერობით ისევ რჩებიან. „ნამახვანჰესის“ პროტესტის დეესკალაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების განმხილველი კომისია ჩაერთო.

გურამ კაშია
ჯაბა კანკავა

17 ივნისი 2021, 21:04

სპორტი

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ფეხბურთელები გახდნენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ. ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგულ „ვალანსიანში“ გამოდიოდა, გურამ კაშია კი თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

17 ივნისი 2021, 21:00

COVID19

მოსკოვის მერი: მოსკოვში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში კოვიდსიტუაცია მოულოდნელად და სწრაფად უარესდება.

17 ივნისი 2021, 20:51

რეგიონი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ალუდა ღუდუშაური

17 ივნისი 2021, 20:47

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას

ძალიან უხერხული იყო განსაკუთრებით ის, როდესაც „ნაციოანალური მოძრაობა“ შემობრძანდა პარლამენტში და თავიანთ ოპოზიციურ კოლეგებს თვალებში ჩახედეს, რომლებსაც „პუფებს“ ეძახდნენ. ვხედავდით, როგორი იყო მათი შემოპარვა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

17 ივნისი 2021, 20:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამომრჩეველს კითხვის ნიშნების არსებობა არ უყვარს

„ახლაც, როდესაც ისინი ცდილობენ, სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება შესთავაზონ თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შორის, რომ შემოდიან პარლამენტში, უპირისპირდრებიან შარლ მიშელის დოკუმენტს - ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, კითხვის ნიშნების არსებობა კი არ უყვარს ამომრჩეველს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ვაშაძე

17 ივნისი 2021, 20:38

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს

სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება.

17 ივნისი 2021, 20:32

COVID19

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

17 ივნისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 20:14

საზოგადოება

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

17 ივნისი 2021, 20:08

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

ბენ ჰოჯესი

17 ივნისი 2021, 19:56

მსოფლიო

ბენ ჰოჯესი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.

17 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო

საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, - წერს პარტია „ქართული ოცნება“ Twitter-ის გვერდზე.

ნათია თურნავა

17 ივნისი 2021, 19:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია Air Manas-ი შემოდის

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.