imedi /  26 ივნისი 2019, 15:31 / სანდო წყარო

აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

დავით ფარადაშვილი

დავით ფარადაშვილი

20 ივნისის აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. ამის შესახებ Imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

Imedinews-ი ასევე დაუკავშირდა რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორ ნათია ნუცუბიძეს, რომელმაც თქვა, რომ კლინიკაში მოთავსებულია მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტი. 2 მათგანი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებულია. თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მესამე პაციენტს ის შესაძლოა მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნან.

31 წლის დავით ფარადაშვილი 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ კლი­ნი­კა­ში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნთქვაზეა. მას პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვინის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 10 პაციენტი რჩება.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 240 ადამიანი დაშავდა.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2020, 19:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედია

სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში სად-ის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუა საქართველოში გერმანიიდან ექსტრადირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

03 ივლისი 2020, 19:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ნაცებმა ჭაკუას არ ვიცნობთო, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს

ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ დღეში არ ხდება , - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საინტერესოა თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ამბობს, რომ არ იცნობენ მას.

ბოგდან მონიჩი

03 ივლისი 2020, 19:11

მსოფლიო

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო და მოსამართლეთა საზოგადოება რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბოგდან მონიჩმა გაავრცელა.

03 ივლისი 2020, 19:05

საზოგადოება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ „მეზღვაურის დღის“ ღონისძიებაზე წერს

მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები „მეზღვაურის დღის“ კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter-სა და Facebook-ში გამოქვეყნდა.

03 ივლისი 2020, 18:59

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 000-ს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 299 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 62 997-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 412 პაციენტი გარდაიცვალა, 49 909 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივლისი 2020, 18:59

მსოფლიო

პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

საფია ამირა შეიხი

03 ივლისი 2020, 18:57

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც ლონდონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ლონდონის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბრიტანელ ქალს, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პავლეს ტაძარსა და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ექნება.

შაჰ მაჰმუდ ყურეში

03 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მაჰმუდ ყურეში კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:35

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უმკაცრესი სასჯელები დადგებოდა

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 18:30

COVID19

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს. გადაწყვეტილება შესაბამისი განაცხადის შეტანიდან 1 თვის შემდეგ მიიღეს.

გიორგი ვოლსკი

03 ივლისი 2020, 18:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რეჟიმი იმ ყავარჯნებზე იყო შემდგარი, რომელიც მწამებელს ეჭირა და აუპატიურებდა

ის 81 ადამიანი, რომელიც გაასამართლა ჩვენმა სასამართლომ, მათ შორის იყო ბევრი ისეთი, რომელმაც სადიზმით გამოიჩინა თავი, ისინი ხომ არიან მარტო. მათ იქითაც არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელებმაც ჯერჯერობით თავი დააღწიეს პასუხისმგებლობას. სისტემა იყო თვითონ დანაშაულებრივი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

ნინო გიორგობიანი

03 ივლისი 2020, 18:22

საზოგადოება

ნინო გიორგობიანი: ვადასტურებ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

03 ივლისი 2020, 18:11

საზოგადოება

ბორდში გამართულ კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა - 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა - 2018“ და „წინანდალი იბერიული - 2018“. „შუმის" ღვინომ „ბიო საფერავი - 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.

03 ივლისი 2020, 18:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებაზე.

გიორგი ვოლსკი

03 ივლისი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასეთი ჭაკუების ხელისუფლება იყო

ასეთი ჭაკუების ხელისუფლება იყო. ცხადია გვარს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პიროვნებას, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი შექმნა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და თავი გამოიჩინა სადიზმით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივლისი 2020, 18:03

საზოგადოება

„აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ გურიაში პრეს-ტური ჩატარდა

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის რაც შენია" გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „იმოგზაურე საქართველოში" - კამპანიის მთავარი სლოგანია და შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ემსახურება.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:02

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა

მიუხედავად იმისა, რომ არ მახასიათებს ხელისუფლების ქება არც ერთ დროსა და ეპოქაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, პირადად თეა წულუკიანს და იმ გუნდს, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავეს. სასიხარულოა, რომ ამ უწყებას სწორი კომუნიკაცია ჰქონდა და მათი პროფესიონალიზმის წყალობით უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირი გადმოეცა საქართველოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 17:57

ეკონომიკა

FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად, 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 17:55

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 15-დან ერთ-ერთი ქვეყანაა და ეს არის აღიარება იმ წარმატების, რასაც ქვეყანამ მიაღწია. „მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშის, რომელთანაც საჭიროა მუშაობა. უსაფრთხო სია გახლავთ საუკეთესო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში. ველოდებით დაძაბულ მუშაობას ჩემ კოლეგებთან და სხვებთან, რათა აქტიურად ვიაროთ წინ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კელი დეგნანი და ილია მეორე

03 ივლისი 2020, 17:50

საზოგადოება

ილია მეორემ აშშ-ის ელჩსა და რობერტ რედფილდს მადლობის წერილები მისწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მადლობის წერილები მისწერა. ილია მეორეს ელჩმა ასევე წერილობით უპასუხა.