imedi /  28 ივნისი 2019, 14:42 / სანდო წყარო

აკაკი ბობოხიძე: ვიღაცამ გახარიას მოლაპარაკება აუკრძალა და აქციის დარბევა უბრძანა

აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. როგორც „ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ თქვა, გახარიას მოლაპარაკებები აუკრძალეს და დარბევის დაწყება უბრძანეს.

"გიორგი გახარიამ გუშინ დაადასტურა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, რომ მოლაპარაკებაზე შემოთავაზება სწორედ მისგან მოდიოდა. არაბუნებრივია და გაუგებარია, როდესაც ადამიანი მოლაპარაკებაზე გიწვევს და შეხვედრაზე ჩემი შუამავლობით თანხმობას ღებულობს, რატომ გასცემს დარბევის ბრძანებას 10 წუთის შემდეგ. ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნება. მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება არსებობდეს; გახარიას მოლაპარაკება ვიღაცამ აუკრძალა და ვიღაცამ უბრძანა, დაუყოვნებლივ დაეწყო აქციის დარბევა იმ მომენტში, როდესაც ძიძგილაობა უკვე შეწყვეტილი იყო.

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მას მოლაპარაკებების დაწყება აუკრძალეს და დარბევის დაწყება უბრძანეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გახარია ვერ ბედავს და იმას ვერ ამბობს, თუ ვინ გასცა ბრძანება. გახარია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ივანიშვილს ხელს ვერ და არ დაადებს. ასევე, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არის გადამდგარი გახარია დღეს. ბიძინა ივანიშვილს ამ პასუხისმგებლობის აღება და გახარიას გაშვება მოუწევს. ეტყობა, აქციის დარბევაზეც და მოლაპარაკების შეწყვეტაზეც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამღა გახარიას დაარტყა და ამ დამღას სახელად „ჯალათი” ჰქვია. გახარია მთელი ცხოვრება ამ დაღლით ივლის”, - განაცხადა ბობოხიძემ.

შტურმის დაწყებამდე მოლაპარაკებები იმიტომ ვერ შედგა, რომ მეორე მხარემ პროცესის მართვა ვერ შეძლო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლამდე ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკების ორგანიზებაში შუამავლის როლს „გირჩის“ დამფუძნებელი და წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ასრულებდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება

„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

15 აპრილი 2026, 13:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან

სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 13:56

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:55

რეგიონი

ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები

„ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:39

მსოფლიო

ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.

15 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.

15 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

15 აპრილი 2026, 13:07

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 13:04

ტაბლოიდი

58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო

პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ზელენსკი: Patriot-ის რაკეტების ისეთ დეფიციტს განვიცდით, რომ უარესი წარმოუდგენელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტების ისეთ დეფიციტს განიცდის, რომ უარესი წარმოუდგენელია.

15 აპრილი 2026, 12:44

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 12:26

მსოფლიო

ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი კარგი კაცია.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 11:52

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“.