მმართველმა გუნდმა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია გამართა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართულმა ოცნებამ“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.
პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
“კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, არის ლაკონიური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამ კანონპროექტის მიღება საჭიროებს კონსენსუსს პოლიტიკური პარტიებს შორის და ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, რომ ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. „ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ეროვნული მიზნების გარშემო პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს“.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან გაერთიანებული პარტიები, ასევე „ევროპულისაქართველო“ საარჩევნო სისტემაზე „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ არ მივიდნენ.
შეკრებაზე გამოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებსაკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
დოკუმენტს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით,რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანიბარიერის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 08:36
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ მომზადებულები
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაშიც იგივე პროცესი წავიდეს და ჩვენ დავიწყოთ სერიოზული მსჯელობა შინაარსზე და შევაჯეროთ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები. თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ ისე მომზადებულები, რომ წონასწორობა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

21 იანვარი 2021, 08:31
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.

21 იანვარი 2021, 08:21
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
დღესვე პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობასა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს.

21 იანვარი 2021, 08:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

21 იანვარი 2021, 08:00
პოლიტიკა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

21 იანვარი 2021, 03:18
მსოფლიო
ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

21 იანვარი 2021, 02:37
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

21 იანვარი 2021, 02:07
მსოფლიო
ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.

21 იანვარი 2021, 01:50
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 496 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 496 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 933 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 იანვარი 2021, 01:10
მსოფლიო
ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ. ვიდეო
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ.

21 იანვარი 2021, 00:58
ტაბლოიდი
პროფესიონალმა გეიმერმა თითის ტრავმის გამო კარიერა 25 წლისამ დაასრულა
პაპარატო, რომელიც ინტერნეტში ZooMaa-ს სახელით არის ცნობილი, Call of Duty-ს პროფესიონალურ დონეზე 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს, წარსულში მიღებული ტრავმის გამწვავების გამო თამაშზე უარის თქმა მოუწია.

21 იანვარი 2021, 00:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას
ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

21 იანვარი 2021, 00:47
კულტურა
იდრის ელბამ კომპოზიციაზე Paradise Circus - Gospel 21 გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა
მუსიკალური სამყარო ელბასთვის ახალი სფერო არ არის. ის ფესტივალზე Glastonbury მადონას კონცერტამდე გამოდიოდა, ჩაწერილი აქვს კომპოზიციების ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Macklemore & Ryan Lewis, ჯეიმს ბლეიკი, ჯონ ნიუმანი და Wiley.

21 იანვარი 2021, 00:33
ტაბლოიდი
ჯენიფერ ლოპესი მაიამის სანაპიროზე პაპარაცების სამიზნე გახდა
ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი თეთრ საცურაო კოსტუმშია წარმოდგენილი. ფოტოებმა მუსიკოსის ფანების აღფრთოვანება გამოიწვია.

21 იანვარი 2021, 00:18
COVID19
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 91 ადამიანს აღმოაჩნდა აღმოაჩნდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 875 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 154 პაციენტი, 8701 კი გამოჯანმრთელდა.

21 იანვარი 2021, 00:13
COVID19
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 524 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 00:12
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ twitter-ში წერს. „ვულოცავ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმელად ველით გავაგრძელოთ ძლიერი პარტნიორობა თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, - წერს თალაკვაძე.

21 იანვარი 2021, 00:09
COVID19
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 820 ადამიანი ემსხვერპლა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 820 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 00:05
COVID19
ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 159 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 იანვარი 2021, 00:02
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.