imedi /  01 ივლისი 2019, 14:19 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება" „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს. საკონსტიტუციო ინიციატივა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.  

პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, არის ლაკონიური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან.

ამ კანონპროექტის მიღება საჭიროებს კონსენსუსს პოლიტიკური პარტიებს შორის და ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, რომ ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.  

შეკრებილებს სიტყვით მიმართა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ეროვნული მიზნების გარშემო პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს.

შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ამ მიდგომით გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. ამისთვის არსებობს შესაბამისი პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ნიუანსი“, - თქვა კახა კალაძემ. 

შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. კონსულტაციებში ჩართვაზე პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისი არსით გამოწვევაა. ეს საჭიროებს პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. 

ნაციონალური მოძრაობადა მასთან გაერთიანებული პარტიები, ასევეევროპული საქართველოსაარჩევნო სისტემაზექართულ ოცნებასთანსასაუბროდ აღარ მივლენ.

მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის იმედისთვის მიცემულ ინტერვიუებში ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, შეხვედრაზე მისულიყვნენ და განხილვებში მონაწილეობა მიეღოთ.

თუმცა მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას.

ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. დოკუმენტს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 13:17

სამართალი

თეა წულუკიანი: ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტით პოლიციელის პირდაპირი ვალდებულებაა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე

თეა წულუკიანი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედება შეაფასა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, იყოს დამკვირვებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაცხადებული

წინა არჩევნებს რომ გადავავლოთ თვალი, ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ აქტიურები და დღესაც იქნებიან აქტიურები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 13:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი

ვფიქრობთ, მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რათა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას და პარლამენტშიც მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა Survation-ის კვლევის შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:59

სამართალი

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ

თეა წულუკიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთანაა აფილირებული

ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების და მომდევნო დღეს, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი

ჩვენი პასუხი არის ეს ბრიფინგი. რადგან ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ჩვენი ვალია, რომ თქვენ ვინც ხართ შუამავალი ამომრჩეველთან და გარესამყაროსთან გაგაფრთხილოთ. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ე.წ. სადამკვირვებლო საქმიანობა არის ჩართული, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მინდა გითხრათ რა არ იქნება ჩვენი პასუხი. პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი. ჩვენ ვართ მშვიდი ძალა, რომელმაც იცის, რომ აქვს ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული და გამჭვირვალე ხარისხით ჩატარდეს ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები ჩვენი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:38

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ცესკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა შეძლოს ხმის მიცემა

„რა თქმა უნდა, ყველას გვყავს, მათ შორის მეც ახლობლები, ვინც არიან კოვიდ კლინიკებში ან ცხელების ცენტრებში. ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ მათ ჯანმრთელობაზე და იმედი გვაქვს, რომ ისინი კლინკებს ან არჩევნების დღემდე დატოვებენ და მათვის ვინც, წინასწარ ვიცით, რომ ვერ დატოვებს კლინიკებს, ცესკო ქმნის მაქსიმალურ პირობებს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

27 ოქტომბერი 2020, 12:30

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:27

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის რეალობა. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან ცრუ ინფორმაციების შექმნას, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვა და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელოს გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

27 ოქტომბერი 2020, 12:26

კულტურა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფილმის პროდიუსერმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, „კინო საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხრიდან ადამიანების დიდი და განსხვავებული ჯგუფები ჩართოს ერთმანეთთან დიალოგში“.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ

ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლების გაზიფიკაციაზე. ამ რაიონებში, ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. „ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მინდა ავღნიშნო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებს ჩვენ გარდა ამისა, დავეხმარეთ არა მარტო გაზის შეყვანით არამედ, გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის საკუთარ ოჯახებში მიღება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ოქტომბერი 2020, 12:22

რეგიონი

სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის“ კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს.

27 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

პაულო დიბალა

27 ოქტომბერი 2020, 12:16

სპორტი

მედია: პაულო დიბალამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა

ინგლისური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „არისტოკრატები“ მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელებს 80-დან 100 მილიონ ევრომდე ფარგლებში თანხა გადაუხადონ და მას ისეთი ხელფასი დაუნიშნონ, რომ არგენტინელი ფორვარდი კმაყოფილი დარჩეს.

27 ოქტომბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

Middle East Institute: არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსკოვის მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ დასავლელმა პარტნიორებმაც მოსინჯონ გზები, რათა დაეხმარონ როგორც საქართველოს, ისე საკუთარ თავსაც

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის მავნებლური საქმიანობის შესწავლის მხრივ, საქართველო უნდა განიხილებოდეს, როგორც პარტნიორი, სადაც ბევრად მეტი მხარდაჭერისთვის პერსპექტივის გარდა, აქ არსებობს უცხოელი მკვლევრების მეტი ჩართულობის შესაძლებლობებიც.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:59

რეგიონი

ნათია თურნავა: ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, განსაკუთრებით კი სამეგრელოში

ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლამდე სამეგრელოში საკმაოდ დაბალი იყო გაზიფიცირების დონე.

ლევან გორგაძე

27 ოქტომბერი 2020, 11:53

სპორტი

ლევან გორგაძე მაკუუჩი დივიზიონში რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა

ნოემბრის ბაშოს დაწყების წინ, იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და გაირკვა მომავალი თვის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:49

რეგიონი

ნათია თურნავა: 2013 წლიდან, ჩვენ შევცვალეთ აქცენტები და ძირითადად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ

თუ 2012 წლამდე აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და მხოლოდ თბილისი იყო დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენ შევცვალეთ აქცენტები და ძირითადად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, წალენჯიხის რაიონი მალე სრულად გაზიფიცირდება. „ლოგიკურია, რომ წალენჯიხიდან, მაქვს პატივი წარმოვუდგინო საზოგადოებას, როგორ მიმდინარეობს ჩვენი მასშტაბური გაზიფიცირების პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი. დღეს მათ უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამნაწილებელ კომპანიებს და ისარგებლონ ამ სიკეთით. უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად კიდევ 13 თემის 49 სოფლის გაზიფიცირება და პრაქტიკულად სრულად იქნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გაზის ინფრასტრუქტურით. ასეთივე ტემპით ვახორციელებთ გაზიფიცირებას მთელ საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ოქტომბერი 2020, 11:49

პოლიტიკა

ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა

ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

ბერდია სიჭინავა

27 ოქტომბერი 2020, 11:45

COVID19

ბერდია სიჭინავა: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ

ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.