imedi /  08 ივლისი 2019, 10:43 / სანდო წყარო

რუსი დეპუტატი: ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს

ევგენი პრიმაკოვი

ევგენი პრიმაკოვი

რუსეთის დუმის დეპუტატი, საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე რუსულ-ქართული ურთიერთობების გაყინვას ითხოვს. 

„გაბუნიას სახით ქართული ტელევიზია ისეთ ღრმა ფსკერზე დაეშვა, რომ მომავალში არაფერი გაგვაკვირვებს. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას საქციელი, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს, მაგრამ ასე იქნება. სიბინძურეზე პასუხი სანქცია იქნება. კიდევ ერთი სიბინძურე - კიდევ ერთი სანქცია, ყოველგვარი ემოციების გარეშე, სანამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რეფლექსები არ ჩამოყალიბდება“, - წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, პრიმაკოვის თქმით, ურთიერთობების გაყინვა სიტუაციას გააჯანსაღებს.

„ქართველი პატრიოტები ჯერ მათთვის თავის დანებებას ითხოვდნენ. როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ - კეთილი, აღარ ჩამოვალთ, მიხედეთ საკუთარ თავს, ამას მტრული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ ასეთი ზომების მიღება არ გვახარებს. მით უმეტეს პირადად მე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია“, - წერს დეპუტატი, რომელიც ყოფილი საბჭოთა და რუსი პოლიტიკური და სახელმწიფო ჩინოსნის, რუსეთის პრემიერმინისტრის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2020, 12:02

COVID19

რუსეთში COVID-19-ის 16,710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 16,710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1,513,877 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 229 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 26,050 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ლი კუნ-ჰი

25 ოქტომბერი 2020, 11:56

მსოფლიო

ტექნოლოგიური გიგანტის Samsung-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

Samsung-ის განცხადებით, ლი კვირას, სახლში გარდაიცვალა, თუმცა კომპანიას სიკვდილის მიზეზი არ დაუსახელებია. 2014 წელს მან გულის შეტევა გადაიტანა. ლი კუნ-ჰი სამსუნგის ჯგუფის დამაარსებლის ლი ბიუნგ-ჩულის მესამე ვაჟი იყო. ის ოჯახურ ბიზნესს 1968 წელს შეუერთდა. 1987 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ კი თავმჯდომარედ დაინიშნა. Samsung ჯგუფი 1938 წელს დაარსდა.

25 ოქტომბერი 2020, 11:54

COVID19

შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათშორის, მოაქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების სპეციალური სითხეებით დამუშავება გრძელდება.

25 ოქტომბერი 2020, 11:52

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ ვმალავთ, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება, სიუჟეტში ითქვა, რომ „პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი“. სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

შესაძლებელია თუ არა, კოვიდინფიცირებულს არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდეს და ორგანიზმში ცვლილებებიც არ მიმდინარეობდეს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ კოვიდინფექციის უსიმპტომოდ ტარების პროცენტი არის, დაახლოებით, 40%. ეს ძალიან დიდი პროცენტია, მაგრამ მინდა, ერთი თავისებურება ვთქვა: უსიმპტომო მტარებლობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში არავითარი ცვლილებები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში ისაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპისგან განსხვავებით, კოვიდინფიცირებული ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის პაციენტებად არ მიიჩნევიან

„გრიპისგან განსხვავებით, კოვიდინფიცირებული ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის პაციენტებად არ მიიჩნევიან. მცირე ასაკის ბავშვების შემთხვაში, რა საკვირველია, რაღაც ტიპის გართულებები აღწერილია მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში რაიმე სერიოზული შემთხვევა და, ღმერთმა დაგვიფაროს, არც ლეტალური შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა, ერთი მოზარდი არის, ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება“.

ხაბიბ ნურმაგომედოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:32

სპორტი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის უკანასკნელი ბრძოლა გამართა

UFC-ის მსუბუქ წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის უკანასკნელი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე დივიზიონის დროებითი ჩემპიონი ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იყო. ბრძოლა აბუ დაბიში „მებრძოლთა კუნძულძე“ შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ხაბიბმა გამარჯვება მეორე რაუნდში ვადაზე ადრე მოიპოვა.

25 ოქტომბერი 2020, 11:22

რეგიონი

მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, საქართველოში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად, ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

25 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

კოვიდინფიცირების 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში დაფიქსირდა და 551 - აჭარაში

დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7

სოზარ სუბარი

25 ოქტომბერი 2020, 11:11

პოლიტიკა

სამგორში მცხოვრები ომის ვეტერანების ინიციატივით, სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართა

სამგორის საარჩევნო ოლქში მცხოვრები ომის ვეტერანების ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს პრობლემებზეც. ვეტერანების უმრავლესობამ ორი პრობლემა გამოყო - ერთი მხრივ დაუბეგრავი მინიმუმის და მეორე მხრივ, 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუფსიდიის თანხის გაზრდა.

სკარლეტ იოჰანსონი

25 ოქტომბერი 2020, 11:08

კულტურა

სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი იტყობინება. ფილმს, სახელწოდებით Bride („პატარძალი“) ოსკაროსანი რეჟისორი სებასტიან ლელიო გადაიღებს. ფილმის სცენარზე ის ლორენ შუკერ ბლუმთან და რებეკა ანჯელოსთან ერთად მუშაობს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 11:03

მსოფლიო

აშშ-მა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია

აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი ალ-მასრი მოკლულია. კრის მილერის განცხადებით, ეს ფაქტი ტერორისტული ორგანიზაციის დიდი მარცხია.

25 ოქტომბერი 2020, 10:58

რეგიონი

შალვა კერესელიძე შარხევის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევის მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ ადგილობრივებისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

25 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდგინეს, 29 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 429,181 შემთხვევა გამოვლინდა, 10,032 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პენსი

25 ოქტომბერი 2020, 10:46

მსოფლიო

მაიკ პენსის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწეს მარკ შორტს კოვიდინფექცია გამოუვლინდა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2020, 10:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის

„ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქაბული

25 ოქტომბერი 2020, 10:33

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებისას დაღუპულ 24 ადამიანს შორის სტუდენტებიც არიან

ავღანეთში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებისას დაღუპულთა შორის 24 სტუდენტია. Reuters-ი იტყობინება, რომ სტუდენტთა უმეტესობის ასაკი 15-დან 26-მდე მერყეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო.

25 ოქტომბერი 2020, 10:21

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,864,811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 678 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 118,534-ს აღწევს.