imedi /  09 ივლისი 2019, 19:25 / სანდო წყარო

პუტინი: საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ისტორია არ უნდა დაივიწყოს

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

"საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის ისტორია, თუ მათთან ურთიერთობის დალაგება სურს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდა ქართული ჯარი ოსეთში 1919-1920 წლებში. ეს სწორედ ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს კარგად უნდა ახსოვდეს საქართველოს ხელისუფლებას, თუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს", - აღნიშნა პუტინმა.

დღესვე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს. ეს პუტინმა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ახსნა. პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 ოქტომბერი 2020, 17:01

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ, ვინც ყირიმი ბრძოლის გარეშე ჩააბარა, პასუხი უნდა აგონ.

20 ოქტომბერი 2020, 16:57

რეგიონი

EBRD-ისა და ევროკავშირის/ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის დახმარებით შეძენილი ავტობუსები უკვე ბათუმშია

ახალი ავტობუსების მეშვეობით გაუმჯობესდება ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრების მომსახურების დონე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისა და, ამავე დროს, გამონაბოლქვის შემცირების გზით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას.

20 ოქტომბერი 2020, 16:54

საზოგადოება

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:53

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“.

რესტორანი

20 ოქტომბერი 2020, 16:51

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებსა და სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ

„ჩვენი მოთხოვნებია, შესაბამისი რეგულაციების დაცვით სამუშაო საათები გაიზარდოს, რათა სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდეს. სახელმწიფოს შუამდგომლობა ბანკებთან აუცილებელია, ასევე საგადასახადო წნეხი, რომელიც არსებობს და შესაძლებლობას არ აძლევს სექტორს იფუნქციონიროს COVID-ის პირობებში, მოიხსნას. გვაქვს გამოსავლის შესაძლებლობები, რომლებიც შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ და რეალურად განვახორციელოთ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად დიდია 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს და საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

WhatsApp

20 ოქტომბერი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება

პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. აპლიკაციის ახალი ვერსიის მომხმარებლებს კომპიუტერიდან აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა WABetaInfo წერს.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:48

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:45

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა პრემიერთან ორი მოთხოვნა დააყენა, საგადასახადო შეღავათები და სამუშაო ადგილების შენარჩუნება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

20 ოქტომბერი 2020, 16:44

COVID19

იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი აამოქმედა

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე იქ კომერციული საქმიანობა შეწყდება, ადგილობრივი მოსახლეობა კი დილის 5 საათამდე, სახლის დატოვებას მხოლოდ საპატიო მიზეზით შეძლებენ. შეზღუდვები 13 ნოემბრამდე იმოქმედებს.

20 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა. მთავრობამ განმარტა, რომ ახალი პოსტის შემოღების აუცილებლობა კორონავირუსის მეორე ტალღამ და მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობამ გააჩინა. კოვიდ-19-ის საკითხებში კომისარი 39 წლის პედრო ფაკონია. ფაკონი ამბობს, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბელგია გაცილებით კარგად არის მომზადებული მეორე ტალღისთვის.

პიტერ მადსენი

20 ოქტომბერი 2020, 16:36

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობისთვის გასამართლებულმა დანიელმა გამომგონებელმა ციხიდან გაქცევა სცადა

სამართალდამცველებმა კოპენჰაგენში, ციხესთან ახლოს კაცი დააკავეს და შემდეგ დაადასტურეს, რომ ეს მადსენი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებისას მადსენმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ბომბი აქვს. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მადსენს ასაფეთქებელი ნივთიერება არ ჰქონდა, რის შემდეგაც პოლიციამ პატიმარი ციხეში დააბრუნა.

20 ოქტომბერი 2020, 16:36

მსოფლიო

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს.

20 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

„აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც ნინო ზამბახიძემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სასტუმრო ​ მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი დაავადება.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება

2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის მდაბიო საქციელი, ფიზიკური ძალადობა და დისკრიმინაცია

„აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე გვქონდა რეაგირება. მასალა საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მძიმე შეფასება მოჰყვება როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:31

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს

მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს, ეს არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ერთსულოვნად, უნისონში ვიყავით, ჩვენი ბიზნესის თხოვნა, რომ ესეთი ჩაკეტვები არ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:30

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების განვითარებაც, ამ მიმართულებით კი, ბოლო წლებში, სამჯერ უკეთესი შედეგია ნაჩვენები, რაც გამოიხატება 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციასა და 500-ზე მეტი ხიდის მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაში, 2024 ლამდე კი დაგეგმილია დამატებით 1500 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

20 ოქტომბერი 2020, 16:29

მსოფლიო

ვიეტნამში წყალდიდობებისა და მეწყერების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ვიეტნამში წყალდიდობებისა და მეწყერების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ქვეყანაში უამინდობას უკვე 105 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური მოვლენების შედეგად 5 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, დაიწყობრა 178 000 სახლი, 1 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დაიხოცა 690 ათასამდე ფრინველი და შინაური ცხოველი.

20 ოქტომბერი 2020, 16:21

საზოგადოება

ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „The HALO Trust“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „HALO Trust“-ის რეგიონალურ დირექტორთან, ნიკ სმარტთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და „The HALO Trust“-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ დასახლებას და ქალაქს, ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს, 2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში, დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.