imedi /  10 ივლისი 2019, 16:50 / სანდო წყარო

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე თანამდებობიდან გვარამიას გადაყენების საკითხს დააყენებს

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დააყენებს.

როგორც ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა განაცხადა, ნიკა გვარამია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით, ზიანს აყენებს ტელეკომპანიას. "რუსთავი 2"-ში პარტნიორთა კრება დღეს არის დანიშნული. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. განცხადება გაავრცელა ასევე Freedom House-ის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და გადაწყდა, რომ გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს.

მაისში "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ეჭვს გამოთქვამდა, რომ "რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად აკოტრებენ. მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია "მესამე", რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ ყოფილა. მაშინ ადვოკატმა თქვა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა სთხოვეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მაისის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

6 მაისს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართება

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ. მხარეები აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაიტანენ.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.

შალვა ნათელაშვილი

14 მაისი 2021, 00:23

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ - გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან - წავიდეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

14 მაისი 2021, 00:07

კულტურა

„მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გავრცელებული ცნობით, 6 მთავარი გმირის გარდა, გადაღებებში მომღერლები ჯასტინ ბიბერი, ლეიდი გაგა, ჯგუფი BTS-ი, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, ასევე მოდელი სინდი კროუფორდი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობნენ.

14 მაისი 2021, 00:06

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები. საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.

13 მაისი 2021, 23:57

ეკონომიკა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია უკრაინაში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში, თურქეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:53

საზოგადოება

დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2021, 23:36

COVID19

ამირან გამყრელიძე: პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო

„რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი უწყების IT - სპეციალისტები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრილიყო და ასევე, რომ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

13 მაისი 2021, 23:33

მსოფლიო

„ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

13 მაისი 2021, 23:03

მსოფლიო

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

13 მაისი 2021, 22:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა.

13 მაისი 2021, 22:33

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

13 მაისი 2021, 22:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

13 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 745 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 745 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 262 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

ესპანური მხარე საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე, გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსსა და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.