imedi /  11 ივლისი 2019, 18:15 / სანდო წყარო

„პატრიოტთა ალიანსმა“ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გამართა

აქცია

აქცია ზუგდიდში

"პატრიოტთა ალიანსმა" საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქცია გამართა. "ჩვენ გვინდა მიუმხრობლობა", "რუსთავი 2 ზარალია", "ჩვენ გვინდა ეკლესია", "ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი", - ამ ლოზუნგებით "პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის ოფისმა, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საყვირებით გამართა აქცია.

ამით მათ ტელეკომპანიის, ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგი გააპროტესტეს და მას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს. 

აქციაზე 30-მდე ადამიანი იყო. მათ რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აქცია გამართეს გორშიც, სადაც მანქანებით მსვლელობა გაიმართა. ამ აქციით "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და სამშვიდობო დიალოგის დაწყებაც მოითხოვეს. მსვლელობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

აქცია თელავშიც გაიმართა. პარტიის მხარდამჭერებმა ავტომობილებით და სიგნალებით ქალაქის მთავარ მოედანს რამდენჯერმე შემოუარეს. "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ თვალიაშვილის თქმით, ამ აქციის მიზანი პროვაკატორების განცხადებების დაგმობაა.

"მტრულად განწყობილ ქვეყანასათანაც კი დიპლომატიის და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და არა პროვოკაციით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით", - განაცხადა თვალიაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. განცხადება გაავრცელა ასევე Freedom House-ის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და გადაწყდა, რომ გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს.

აქცია

აქცია გორში

ფოტო: ანა შეპკინა

აქცია

აქცია თელავში

ფოტო: კახა კუპატაძე

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 11:43

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18,681 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18,681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 499,694 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10,349 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 11:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,398 პაციენტს დაუდასტურდა, 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 87,432 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,300 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 54,316.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,312 ადამიანს დაუდასტურდა, 173 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 378,729 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 7,041 პაციენტი ემსხვერპლა, 155,026 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ოქტომბერი 2020, 11:32

ტექნოლოგიები

ბილაინის ჰაკათონის - Beeline Game Jam გამარჯვებული ცნობილია

ჰაკათონის სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ჟიური გაეცნო თითოეულ ნამუშევარს და რჩეული თამაში დაასახელა. გამარჯვებული გუნდი - AbsoluteZero, BTU-ს ოთხი სტუდენტისგან შედგება: საბა საყვარელიძე, ბექა ცინცაძე, რატი ალანია, ბექა დარჯანია. AbsoluteZero ბილაინის პარტნიორი გახდა და კომპანიასთან შემოსავლის გაყოფის მოდელით ითანამშრომლებს.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

პაატა იმნაძე: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

კახა კახიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:31

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანებს პატივი და ღირსება შეუნარჩუნა, ის ბიუჯეტს საპროცესო შეთანხმებებით და შესაბამისად, ხალხის ფულით არ ავსებს

„სიმართლე რომ გითხრა, როდესაც შევუდექი წინასაარჩევნო კამპანიას მეგონა რომ ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ბევრი ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს კიდევ სხვა ციკლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც უფრო მეტად დამაფიქრა, იმ სიკეთესთან ერთად რაც ვნახე ბევრი ბოროტებაც ვანახე, ამიტომ მე დღეს დღეს ვამთავრებ წინასაარჩევნო კამპანიას, ხვალ ჩვენ უმნიშვნელოვანესი დღე გველოდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:25

ეკონომიკა

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება, - ამის შესახებ ინფომრაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად - ოჯახებს

მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არნახული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ დღეს ბოლო დღე გვაქვს კამპანიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის. მე შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას„ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს არის მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა ეკონიმიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფის მშენებლობის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: წლის დასაწყისში საარჩევნო სისტემის მიმართულებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის

„მას შემდეგ, რაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ერთად ვიმოგზაურეთ, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის ზრდას. მაშინ, როცა ქართველები ამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს საარჩევნო ყუთების ხელშეუხებლობა“, - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

30 ოქტომბერი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიამ ITU-სა და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 11:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება

„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 11:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას

„გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა“.

30 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 18 681 ადამიანს დაუდგინეს, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 499 694 შემთხვევა გამოვლინდა, 10 349 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.

30 ოქტომბერი 2020, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 91 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 91 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 9,2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 234 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. აშშ ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა.

30 ოქტომბერი 2020, 10:47

რეგიონი

თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კომპანიამ, 2012 და 2016 წლებში თეთრიწყაროში წყალმომარაგების პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაროცხიელა. გამრიცხველიანდა მთლიანი მოსახლოების 75 %.

30 ოქტომბერი 2020, 10:43

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 26,106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 513 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 5,5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 158,969 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 10:35

COVID19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.