imedi /  17 ივლისი 2019, 11:03 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს

ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრას მართავს. 

შეხვედრას ასევე ესწრებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები. 

არსებული ინფორმაცით, შეხვედრაზე "ქართული ოცნების" რეგიონულ ხელმძღვანელს აირჩევენ. ამ პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. 

ყველა სიახლე

მარიამ ლაშხი

24 მაისი 2022, 14:12

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია არა რომელიმე პარტიის, არამედ ხალხის არჩევანია და მის განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი თავის გამოსვლაში ოპოზიციონერ კოლეგას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის გენდერულმა საბჭომ ფემიციდის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადების ტექსტი შეათანხმა, რომელიც მყისიერად იქნება გამოქვეყნებული. გარდა ამისა დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, „მინდა შეგახსენოთ რომელმა ხელისუფლებამ გააკეთა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. კონვენციის რომლის წევრიც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ლატვიაც არ არის და მისი რატიფიცირების აღსრულების ნაწილშიც ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული“.

24 მაისი 2022, 14:09

საზოგადოება

მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაგეგმილი რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები იწყება

გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარებილიტაციო სამუშოები იწყება მოქალაქე რუსუდან თორღვაშვილისგან გამოსყიდულ ფართში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოისყიდა და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში მდებარეობდა.

ლევან იოსელიანი

24 მაისი 2022, 14:09

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგვაჩნდეს მმართველ პარტიასთან, არის საკითხები, რაც ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

ჩვენ და ჩვენი კოლეგები მზადყოფნას გამოვთქვამთ, რათა დავადასტუროთ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი-ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

24 მაისი 2022, 14:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როგორც აქ ებრძვიან ქვეყანას, ისე ებრძვიან ევროპულ სტრუქტურებსა და დერეფნებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რასაც აქ ლაპარაკობენ, როგორც აქ ებრძვიან ქვეყანას, ისე ებრძვიან ევროპულ სტრუქტურებსა და დერეფნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

24 მაისი 2022, 14:05

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და „ლიმაკ ჰოლდინგს“ შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა „ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

24 მაისი 2022, 14:02

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს ებრუ ოზდემირს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა „ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

ზაალ ანჯაფარიძე

24 მაისი 2022, 14:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: არაა საქართველო გამონაკლისი ამ საკითხში, აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტებს სხვაგანაც. კიდევ დააკავებენ და გაასამართლებენ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ „ხელშეუხებლობაში“

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება და წერს -„ კიდევ დააკავებენ და გაასამართლებენ დანაშაულის ჩამდენ მედია მენეჯერებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ „ხელშეუხებლობაში“.

24 მაისი 2022, 13:58

რეგიონი

ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თელავში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის" მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯის ,,პრესტიჟის’’ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

24 მაისი 2022, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ინიციატივა მისასალმებელია, რომელიც ევროინტეგრაციას გულწრფელად ემსახურება, მაგრამ სინქრონში გვესმის, რომ ჩვენი ტექნიკა უკრაინას გადავცეთ და, იქნებ, აშშ-მა ახალი ტექნიკა მოგვცეს - ეს ომში ჩართვას ნიშნავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე ლევან იოსელიანის ინიციატივაზე:

ანრი ოხანაშვილი

24 მაისი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღეს პარლამენტს წარვუდგენ კანონპროექტს, რომლითაც ორსული ქალისა და არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ჩამდენი დაისჯება ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც ორსული ქალისა და არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ჩამდენი დაისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით. მისი თქმით, მათი მიზანია პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

24 მაისი 2022, 13:50

ეკონომიკა

პაშა ბანკმა „იდეების აუქციონში“ მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკმა იდეების აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გარემოსდაცვით პროექტს დაუჭირა მხარი. 19 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, იდეების ცოცხალი აუქციონი გაიმართა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებმა საკუთარი იდეის განსახორციელებლად თანხების მობილიზება აუდიტორიისგან მოახდინეს. ღონისძიება ჩატარდა თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში.

ხათუნა სამნიძე

24 მაისი 2022, 13:47

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას - ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლა, ყურადღების მიღმა რჩება ყველას - ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ. ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია არავითარ ყურადღებას არ აქცევს, - განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მამუკა მდინარაძე

24 მაისი 2022, 13:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობის წარსული როგორ შეიძლება იყოს ევროპული და დღევანდელობა არაევროპული?

ნაცმოძრაობის წარსული როგორ შეიძლება იყოს ევროპული და დღევანდელობა არაევროპული? უსამართლობა, უკანონობა, ადამიანების მოკვლა, გაუპატიურება, უკანონოდ დასჯა, ღირსების აყრა, შეშინება, მოსმენაპარ - ამგვარი მიდგომა ჰქონდათ, - ამია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

24 მაისი 2022, 13:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და ამ კონტექსტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და ამ კონტექსტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ.

მამუკა მდინარაძე

24 მაისი 2022, 13:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო იმისთვის დაისაჯოს, რომ ომში არ ვერთვებით - ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კანდიდატის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი გახდეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წარმოუდგენელს უწოდებს იმის თუნდაც მცირე შანსს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმის გამო თქვას უარი, რომ ქვეყანა ომში არ ერთვება.

24 მაისი 2022, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება საერთოდ არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან, რომელიც თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას

19 აპრილის შეთანხმება საერთოდ არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, ეს არის შეთანხმება არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან, რომელიც თავის დროზე უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ შეთანხმებას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2022, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოსამართლე, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდება, ხელისუფლებისგან მიიღებს სათანადო დაცვას - სპეკულაციებს აშშ-ს საელჩოს განცხადება მარტივად დაასრულებდა

არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ, რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. მოსამართლეზე ზეწოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-12 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა, იგივეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

24 მაისი 2022, 13:19

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს. დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 13:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული

ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული, საქართველოს პარლამენტი, კი სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელია და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში აქტიურად ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდული პროექტის - „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

24 მაისი 2022, 13:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი უკრაინის დახმარებით

„ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების და იქ გვაქვს გაწერილი როგორ უნდა მოხდეს ამ ათი წლის მანძილზე ჩვენს შეიარაღებაში არსებული ძირითად საბჭოური იარაღის ჩანაცვლება ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით. პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის უკრაინას და სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. მოვიშოროთ საბჭოური ჯართი და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. პრობლემა იმაშია, რომ სურვილს ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.