imedi /  22 ივლისი 2019, 15:23 / სანდო წყარო

ოქრუაშვილმა აღიარა, რომ გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა

ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მან ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა სცადა. მისივე თქმით, შუამავლობა დავით უსუფაშვილს სთხოვა, რომელმაც ივანიშვილისგან მარტივი „მესიჯი“ მიუტანა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ილაპარაკა.

"2014 წლის 14 ივნისს ადგილობრივი არჩევნები იყო. გორში მერობაზე კენჭისყრას ვაპირებდი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე ურთიერთობის გარკვევა და საერთო ენის გამონახვა დავიწყე ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დავით უსუფაშვილს. მან კი, ივანიშვილსგან მარტივი მესიჯი მომიტანა - პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება. ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. 

დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“  - განაცხადა ოქრუაშვილმა. 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა.

2014 წლის პირველ აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე:

„სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა",- თქვა ოქრუაშვილმა.

მანამდე რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა გაასაჯაროვა ირაკლი ოქრუაშვილის ის ჩვენება, რომელიც მან პროკურატურას 2014 წლის პირველ აპრილს მისცა.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 15:17

საზოგადოება

გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

იოსებ არჩვაძე

03 დეკემბერი 2020, 15:15

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: TRACE International - ის რეიტინგი ცალსახად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე

„მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ გავლენიანი რეიტინგის კომენტირებისას.

საქართველო ჯარი დროშა

03 დეკემბერი 2020, 15:12

პოლიტიკა

Middle East Institute: მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან

„შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული ნატოს წევრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმართული მტრული მოქმედებების პასუხის გაცემაზე და, ამავე დროს, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, იქნება დროული და საჭირო პირველი ნაბიჯი“,- ნათქვამია Middle East Institute-ის სტატიში.

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 15:03

COVID19

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირებით სარგებლობისკენ მოუწოდებს

„ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ფართოდ ისარგებლონ კოვიდზე ტესტირების შესაძლებლობით, რადგან ის კიდევ უფრო გამარტივდება და ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მისივე უწყებამ გაავრცელა.

აზერბაიჯანი მსხვერპლი

03 დეკემბერი 2020, 14:59

მსოფლიო

ოფიციალური ბაქოს ცნობით, მთიან ყარაბაღში 2 783 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში 44-დღიან ომს საერთო ჯამში 2 783 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 14:53

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

03 დეკემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

2020 წლის 3 დეკემბერს საქართველო „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობით ხვდება

იუსტიციის სამინისტრო 2020 წლის 3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. „იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შედეგად საქართველოს პირველად აქვს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს. ახალი კანონის უმნიშვნელოვანესი სიახლეებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;

03 დეკემბერი 2020, 14:45

მსოფლიო

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადადგომა მოითხოვა

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

03 დეკემბერი 2020, 14:44

საზოგადოება

განათლების სამინისტრო შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს რომლის წლევანდელი გზავნილია - „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მდგრადი კოვიდ-19-ის შემდგომი მსოფლიო“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

დაკავება

03 დეკემბერი 2020, 14:39

სამართალი

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 40 წლის კაცი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით.

03 დეკემბერი 2020, 14:39

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები კვლავ შეუერთდნენ

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება. ამ ეტაპზე, აქციას 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია m2-მა თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

03 დეკემბერი 2020, 14:34

COVID19

კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. გავრცელებულ ვერსიას, რომ გარდაცვლილ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ოჯახი უარყოფს. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ამბობს, გოგო სამედიცინო ცენტრში სუნთქვის უკმარისობისა და სისუსტის გამო გადაიყვანეს და მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა 10 დღის განმავლობაში სტაბილური იყო.

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 14:32

COVID19

ამირან გამყრელიძე: საშუალოდ, 10-დან 12 ათასამდე PCR და 3000-ზე მეტი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება

„საშუალოდ, 10-დან 12 ათასამდე PCR და 3000-ზე მეტი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება, მიზანია, რომ რაოდენობა ჯამში 20000-მდე ავიდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მისივე იწყებამ გაავრცელა.

საინფორმაციო კამპანია

03 დეკემბერი 2020, 14:28

COVID19

COVID-19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო 3-კომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება

გიგა ბოკერია

03 დეკემბერი 2020, 14:27

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად უცვლელი

„ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად უცვლელი და ემყარება პოზიციას, რომ დაშვება პრეცედენტის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ის წყვეტს რამდენი ხანი იქნება ძალაუფლებაში და არა მოქალაქეთა უმრავლესობა, არის მორალურადაც და პრაგმატულადაც ქვეყნისთვის დამღუპველი. ამიტომ, გამოსავალი არის ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ პაკეტში, რომელშიც შედის ცვლილებები ცესკოში, რეგულაციების ცვლილება და ახალი არჩევნები. ამის ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც.

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 14:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველო მუშაობს უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთანაც, რათა ვაქცინები კიდევ უფრო ადრე მივიღოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობის პარალელურად საქართველო მუშაობს უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთან და დიდ ქვეყნებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რათა შესაძლებელი იყოს ვაქცინების კიდევ უფრო ადრე მიღება.

03 დეკემბერი 2020, 14:14

სამართალი

დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

03 დეკემბერი 2020, 14:11

სამართალი

პოლიციამ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

„თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 14:10

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე

03 დეკემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადეს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.