Imedi /  24 ივლისი 2019, 16:25 / სანდო წყარო

მიხეილ ქარელი: თავს ვალდებულად ვთვლი ვამხილო ოქრუაშვილის ავანტიურა და ჩვენება მივცე

მიხეილ ქარელი

მიხეილ ქარელი

„დღეს თავს ვალდებულად ვთვლი ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც“, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანამებრძოლი მიხეილ ქარელი თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკრიტიკებს. 

2002-2003 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, 2004-2007 წლებში შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ ე.წ. ხელშეკრულება და ხელმოწერები, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობაა. 

ქარელი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს სიმართლის დასადგენად და აღნიშნავს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი პოლიტიკაში.

ქარელის განცხადებას მისი ადვოკატი თამარ თედლიაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.

წლების წინ, რაც მე პოლიტიკიდან წავედი და ქვეყნიდან წასვლა მომიწია, ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენი რამ გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, ჩრდილში ყოფნა ვამჯობინე, თუმცა ვფიქრობ, დღეს უკვე გაჩუმების მორალური უფლება არ მაქვს. რაც დღეს ხდება და რასაც ირაკლი ოქრუაშვილი კადრულობს, ყველანაირ ზღვარს სცდება.

იმ წლებში, როდესაც მე ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი ვიყავი, იმდენად ფოკუსირებული ვიყავი საქმეზე და ისეთი პოლიტიკური ტემპი იყო ქვეყანაში, რომ ისეთი დეტალები როგორიც პიროვნების ადამიანური მხარეებია, ჩაიკარგა იმ რიტმში, რასაც ბუნებრივია, დღეს ძალიან განვიცდი და ვხვდები, რომ ისეთი დაბალი ზნეობის ადამიანი, როგორიც ოქრუაშვილია, არ იმსახურებდა არავის მეგობრობას და ერთგულებას.

ის მაშინ იყო პოლიტიკურ ზენიტში და არ ჰქონდა ძალაუფლების კრიზისი, შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებში მე ის არასოდეს მყავდა შეფასებული.

მას შემდეგ კი, როდესაც ის ძალაუფლების ზენიტიდან ასე დაეცა, ქართულმა საზოგადოებამ ბევრჯერ ნახა მისი მორალური და ზნეობრივი დაცემაც.

მე არასოდეს მისაუბრია რა გახდა ოქრუაშვილზე ჩემი შეხედულების რადიკალურად შეცვლის მიზეზი (ეს ის პერიოდია, როდესაც ორივე დევნილობაში ვიყავით), ამჯერადაც თავს შევიკავებ. ერთი რამ შემიძლია განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით-ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს; ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს იკადრებს გამორჩენის მიზნით; ირაკლი ოქრუაშვილის სტილია სამარცხვინო ჭორაობა და ბინძური მეთოდებით მანიპულირება. 

მისი ყოვლისშემძლეობის დღეს აღარავის სჯერა, პირადად ჩემთვის კი, ეს მითი მის ცნობილ სატელევიზიო ჩვენებამდე ადრე დაინგრა.

რაც შეეხება იმ ე.წ. ხელშეკრულებას და ხელმოწერებს, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელმოწერები მას გაყალბებული აქვს. როდესაც სატელევიზიო ეთერით ოქრუაშვილის გამოქვეყნებული ფურცლები ვნახე, მაშინვე აღვიდგინე ის დღე, როდესაც მან პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ მის ახლობელ ადამიანებს სთხოვა, კარგად დაკვირვებოდნენ და დაეკოპირებინათ სხვა ფურცლებზე.

მათ დიდი ხნის განმავლობაში ივარჯიშეს კიდეც და როგორც ჩანს, ახლა ოქრუაშვილს სწორედ იმ გაყალბებული ხელმოწერებით სურს, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეს პრაქტიკა მას არაერთხელ გამოუყენებია და არაერთხელ უცდია სხვისი ქონების მითვისება გაყალბებული ხელმოწერებისა და ცრუ ჩვენებების მიცემის გზით.

და ბოლოს, მრავალი წელი, რაც დევნილობაში გავატარე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. ბევრი წელი ვიყავი ჩუმად და არ ვჩანდი, თუმცა ჩემს სამშობლოზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია. 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ მამოძრავებს და ამ კუთხით არანაირი აქტივობა გეგმაში არ მაქვს. მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც. 

ერთი მხარეა სამართლებრივი, რაზეც მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო სიმართლის დასადგენად, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში უარესად დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი, რომლისთვისაც მორალი არაფერში არ არსებობს და მითუმეტეს პოლიტიკაში“. 

მიხეილ ქარელმა გუშინ განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ოქრუაშვილი მიუთითებს ყალბია, რასაც თავდაცვის მინისტრის პასუხი მოჰყვა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა მის ყოფილ თანამებრძოლს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.