Imedi /  24 ივლისი 2019, 21:04 / სანდო წყარო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: კლანის წევრად თავს არ წარმოვიდგენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მეექვსე დღეც ხმაურით დაიწყო. ერთმანეთს, ტრადიციულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები დაუპირისპირდნენ.

სადავო საკითხი კვლავ გასაუბრებისთვის დადგენილი დროა. ერთ-ერთ კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

დოლიძის თქმით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა.

პროცესი ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დღეს უვადოდ განმწესების ორ კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორის არის ილონა თოდუა, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, მათ შორის 2012 წელს ტელეიმედის დაჯარიმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ლევან თევზაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, აცხადებს, რომ მართლმსაჯულებას დამოუკიდებლად, სამართლიანად ახორციელებს. მისივე თქმით, კლანის წევრად თავს არ წარმოიდგენს, თუმცა კარგი კონტექსტის კლანიც არსებობს. 

23 ივლისს საბჭოზე მოუსმინეს საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პირველი მოსმენა 17 ივლისს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით, პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

როგორ აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, შეგიძლით იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

საუნივერსიტეტო კლინიკა

28 ოქტომბერი 2020, 18:08

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ორსული პაციენტის გაქცევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ორსული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო დაწესებულების განცხადება Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

28 ოქტომბერი 2020, 18:00

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში ისწავლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ახალქალაქში მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი

28 ოქტომბერი 2020, 17:53

COVID19

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიან და უსაფრთხო ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიან და უსაფრთხო ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდება. განცახდება ამის შესახებ შარლ მიშელმა დღეს ბელგიურ მედიასთან საუბრისას გააკეთა. „მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყიში უკვე 3 ან 4 ვაქცინა გვექნება. ევროკომისიამ წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე გააფორმა არაერთი კონტრაქტი , რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც ვაქცინა იქნება, ჩვენ გვექნება ვაქცინის საჭირო დოზა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ვერ მოხდება ყველას ერთად ვაქცინაცია. ეს დაკავშირებულია გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაც, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გვსურს ერთიანი მიდგომა იყოს და მჭიდრო კოორდინაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის”, - განაცხადა შარლმ მიშელმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: წლის ბოლომდე ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

2014 წელს ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი 13-14 მლნ ლარი იყო, დღეს 24-25 მლნ ლარია. რა თქმა უნდა, იგი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიცლება თუ არა - გაუმჯობესდება თუ გაუარესდება. ჯამში, რესპონდენტთა 41% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 27% ჯამში ფიქრობს, რომ გაუარესდება, ხოლო 17% ამბობს, რომ იგივე დარჩება.

28 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 500 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:42

საზოგადოება

კახა კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის და ქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს

კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მივმართო ნაძალადევის რაიონიდან, ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:34

საზოგადოება

Public Opinion Strategies-ის მიერ გამოკითხულთა 51% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობას ასახელებს

დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე მოგწონთ თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 59% ამბობს, რომ მოსწონს, 29% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

28 ოქტომბერი 2020, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა: საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთი არასდროს დათმობს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 17:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში

კარგად იცით რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 17:09

რეგიონი

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ამ დრომდე ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.

28 ოქტომბერი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 ოქტომბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ერდოღანი: საფრანგეთი ემანუელ მაკრონის მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს

ჩვენთვის ღირსების საკითხია, ჩვენს წინასწარმეტყველზე თავდასხმებს წინ აღვუდგეთ, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 ოქტომბერი 2020, 16:52

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „ჩემპიონატს“ გერმანულ კლუბში თავისმა წყარომ განუცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 16:47

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის 8,616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ დადასტურებული შემთხვევები შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში 135,658-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში 24 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ლეტალური მაჩვენებელი 1,954-მდე გაიზარდა.