Imedi /  26 ივლისი 2019, 10:45 / სანდო წყარო

პრემიერი „თიბისის“ საქმეზე: აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ისეთი სულისკვეთებაა, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ გამოეხმაურა. ბახტაძის განმარტებით, „თიბისი“ ბანკი ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია და სასამართლო პროცესი გამჭვირვალე იქნება.

"მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნებიან მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან: ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი ბანკი“ არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას. რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებაზე შეშფოთება გამოთქვა. 

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა, რის შემდეგაც მათ საგამოძიებო უწყება დატოვეს. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

შესაძლებელია თუ არა, კოვიდინფიცირებულს არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდეს და ორგანიზმში ცვლილებებიც არ მიმდინარეობდეს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ კოვიდინფექციის უსიმპტომოდ ტარების პროცენტი არის, დაახლოებით, 40%. ეს ძალიან დიდი პროცენტია, მაგრამ მინდა, ერთი თავისებურება ვთქვა: უსიმპტომო მტარებლობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში არავითარი ცვლილებები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში ისაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპისგან განსხვავებით, კოვიდინფიცირებული ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის პაციენტებად არ მიიჩნევიან

„გრიპისგან განსხვავებით, კოვიდინფიცირებული ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები მაღალი რისკის პაციენტებად არ მიიჩნევიან. მცირე ასაკის ბავშვების შემთხვაში, რა საკვირველია, რაღაც ტიპის გართულებები აღწერილია მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში რაიმე სერიოზული შემთხვევა და, ღმერთმა დაგვიფაროს, არც ლეტალური შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა, ერთი მოზარდი არის, ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება“.

ხაბიბ ნურმაგომედოვი

25 ოქტომბერი 2020, 11:32

სპორტი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის უკანასკნელი ბრძოლა გამართა

UFC-ის მსუბუქ წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის უკანასკნელი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე დივიზიონის დროებითი ჩემპიონი ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იყო. ბრძოლა აბუ დაბიში „მებრძოლთა კუნძულძე“ შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ხაბიბმა გამარჯვება მეორე რაუნდში ვადაზე ადრე მოიპოვა.

25 ოქტომბერი 2020, 11:22

რეგიონი

მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, საქართველოში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად, ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

25 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

კოვიდინფიცირების 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში დაფიქსირდა და 551 - აჭარაში

დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7

სოზარ სუბარი

25 ოქტომბერი 2020, 11:11

პოლიტიკა

სამგორში მცხოვრები ომის ვეტერანების ინიციატივით, სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართა

სამგორის საარჩევნო ოლქში მცხოვრები ომის ვეტერანების ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს პრობლემებზეც. ვეტერანების უმრავლესობამ ორი პრობლემა გამოყო - ერთი მხრივ დაუბეგრავი მინიმუმის და მეორე მხრივ, 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუფსიდიის თანხის გაზრდა.

სკარლეტ იოჰანსონი

25 ოქტომბერი 2020, 11:08

კულტურა

სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი იტყობინება. ფილმს, სახელწოდებით Bride („პატარძალი“) ოსკაროსანი რეჟისორი სებასტიან ლელიო გადაიღებს. ფილმის სცენარზე ის ლორენ შუკერ ბლუმთან და რებეკა ანჯელოსთან ერთად მუშაობს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 11:03

მსოფლიო

აშშ-მა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია

აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი ალ-მასრი მოკლულია. კრის მილერის განცხადებით, ეს ფაქტი ტერორისტული ორგანიზაციის დიდი მარცხია.

25 ოქტომბერი 2020, 10:58

რეგიონი

შალვა კერესელიძე შარხევის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევის მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ ადგილობრივებისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

25 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდგინეს, 29 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 429,181 შემთხვევა გამოვლინდა, 10,032 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პენსი

25 ოქტომბერი 2020, 10:46

მსოფლიო

მაიკ პენსის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწეს მარკ შორტს კოვიდინფექცია გამოუვლინდა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2020, 10:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის

„ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქაბული

25 ოქტომბერი 2020, 10:33

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებისას დაღუპულ 24 ადამიანს შორის სტუდენტებიც არიან

ავღანეთში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებისას დაღუპულთა შორის 24 სტუდენტია. Reuters-ი იტყობინება, რომ სტუდენტთა უმეტესობის ასაკი 15-დან 26-მდე მერყეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო.

25 ოქტომბერი 2020, 10:21

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,864,811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 678 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 118,534-ს აღწევს.

25 ოქტომბერი 2020, 10:08

რეგიონი

ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.

25 ოქტომბერი 2020, 09:53

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას აქტიურად განაგრძოს. კანდიდატი მოსახლეობას რუსთაველის ქუჩაზე და ანაკლიაში შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა სექტემბრიდან ამომრჩეველთან შეხვედრები ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის ყველა უბანში გამართა.

25 ოქტომბერი 2020, 09:51

რეგიონი

საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, სენაკში ჭადრაკის სახლი გაიხსნა

დღეიდან სენაკში აქტიური საჭადრაკო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კოლორიტი სენაკელის, მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს.

25 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ოქტომბერს ქუთაისში თბილი დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში +24 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +25 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.