Imedi /  31 ივლისი 2019, 14:26 / სანდო წყარო

ყვარელში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კედელი ჩამოინგრა და მუშა დაშავდა

ყვარელში, დოდაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კედელი ჩამოინგრა და მუშა დაშავდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კაცი სამაშველო ეკიპაჟებმა უკვე ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მუშას ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფით. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა სიახლე

გლდანი დაპირისპირება

31 ოქტომბერი 2020, 16:43

სამართალი

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც აქტივისტების ნაწილი დაპირისპირების ადგილს განარიდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე. ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

ევროპის დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი არჩევნების პროცესს აფასებს

„საქართელო დღეს დიდ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის კუთხით. ხმის მიცემის პროცესი კი უსაფრთხო გარემოში და მაღალი აქტივობით მიმდინარეობს“, - აცხადებს მიგელ ბურზაკო. მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის.

31 ოქტომბერი 2020, 16:36

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, აქტივობით პირველ ადგილზე კვლავ რაჭა-ლეჩხუმია

15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჟა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება. აქ ამომრჩეველთა აქტივობამ 49.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 17 495 ამომრჩეველია. რეგიონში 35 358 საარჩევნო ასაკის მოქალაქეა. აქტივობით, ბოლო პოზიციაზე ქვემო ქართლია. რეგიონში 400 095 ამომრჩეველია, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, აქ აქტივობამ 33.9% შეადგინა.

31 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე: 15:00 საათისთვის დიდუბეში აქტივობა 37%-მდე გაიზარდა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩრვნო ოლქში, ამ დროისთვის, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15:00 საათისთვის აქტივობა დიდუბეში 37%-მდე გაიზარდა, რაც ციფრებში 25,787 ამომრჩეველს ნიშნავს. ლიკა ავალიშვილის განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.

იევეს სტევენსი

31 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი: ეგოიზმი ვირუსის საუკეთესო თანამზრახველია

„ეგოიზმი არის ვირუსის საუკეთესო თანამზრახველი”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიაში ეპიდვითარებაზე საუბრისას. კრიზისის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და ყველა იმ წესის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად არის დაწესებული.

იმედო ლაცაბიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში, საკუთარი არჩევანი 25,000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 25,000-მა დააფიქსირა. ეპიდემიის გამო ოლქში შექმნილ სპეციალურ უბანზე 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან დაახლოებით 40%-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სხვაგვარად ჯობია მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელვიზორში

სხვაგვარად ჯობია მოვლენების გაშუქება. ეს არის ქარიშხალი ტელვიზორში, მეტი არაფერი. რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 16:24

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენს პარტიას და ჩვენს კანდიდატებს

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 16:04

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ, პრევენციისთვის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალების გადაადგილების შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა. ცაციაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:58

პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი: ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი

„სამწუხაროდ, გუშინაც იყო მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელების... ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 15:56

პოლიტიკა

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023-მა ამომრჩეველმა მიიღო

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 35,57 პროცენტია. მონაცემები აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისამ გამოაქვეყნა. ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა - 47,464.

მაია ცქიტიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:49

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია

ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფიქსიროთ საკუთარი არჩევანი.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:48

პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევების გამოკვეთის შემთხვევაში, ამას შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოჰყვება

ნებისმიერ ფაქტს და სამართალდარღვევას, რომელიც არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, დეტალურად შევისწავლით და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინ იქნება დამრღვევი, მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მირანდა მესხი

31 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის, დაწერილია მხოლოდ 9 საჩივარი, რომლებსაც რეაგირება უკვე მოჰყვა. „ეს ძირითად ტექნიკური გადაცდომებია, რაც გავლენას ვერ იქონიებს საარჩევნო შედეგზე“, - აცხადებს მესხი.

31 ოქტომბერი 2020, 15:38

მსოფლიო

დეივიდ ლიდინგტონი: ცივი ომის შემდეგ საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპაში

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი, - გამოცემა Cityam დეივიდ ლიდინგტონი, ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

ილია მეორე

31 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პატრიარქმა ხმის მიცემისას გადასატანი ყუთით ისარგებლა.

31 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიიღო. „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კორონავირუსზე ორი კვირაა მკურნალობს.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:15

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან

სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებზე, უბნებზე სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით.