imedi /  06 აგვისტო 2019, 19:26 / სანდო წყარო

ცნობილია რომელ ადგილზე არიან ქართული უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში

უნივერსიტეტები

მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგი - World University Rankings 2019-2020 ცნობილია. CWUR-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებში მხოლოდ ორი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა. კერძოდ, მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს შორის თსუ-მ  1073-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილზე გავიდა. 

უნივერსიტეტების ტოპ-ათეულშია: ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, ოქსფორდი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი, ბერკლი, პენსილვანიის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგების ცენტრი (CWUR) წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომელიც უნივერსიტეტების რეიტინგს მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აქვეყნებს. 

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2020, 14:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო - არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურებულა

სიცრუეა ის, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტს შეაფასა.

„ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

09 ივლისი 2020, 13:51

პოლიტიკა

„ლელომ საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა. ადგილობრივ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ოფისის გახხნის ღონისძიებას მამუკა ხაზარაძე დაესწრო, შემდეგ კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს მათი პროგრამა გააცნო და აქტიურობისკენ მოუწოდა.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 13:45

მსოფლიო

სეულის მერი გაუჩინარდა

სამხრეთ კორეაში პოლიცია სეულის მერს, პაკ ვონ სუნს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

09 ივლისი 2020, 13:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება.

ზღვაზე შტორმი

09 ივლისი 2020, 13:32

რეგიონი

შავი ზღვის სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმის გამო დღეს ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. „დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

რატი იონათამიშვილი

09 ივლისი 2020, 13:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“ კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

„ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“, კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათმიშვილი სოციალურ ქსელში წერს

09 ივლისი 2020, 13:16

COVID19

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Imedinews-ის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ქართველი მევენახეებისთვის შექმნა გარანტიები, რათა მათი საქმიანობა დაფასდეს

მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 13:14

საზოგადოება

მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4 000-7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

09 ივლისი 2020, 13:13

კულტურა

კვლევა: აბორიგენ ამერიკელებს და პოლინეზიელებს ერთმანეთთან კონტაქტი 800 წლის წინ ჰქონდათ

სპეციალისტებმა კონტინენტის და წყნარი ოკეანეს კუნძულების 800-ზე მეტი ადამიანი გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის დნმ-ში სამხრეთამერიკელი აბორიგენების გენომის კვალი არსებობს. კერძოდ, საუბარი კოლუმბიაში მცხოვრებ ტომ ზენუსთან მჭიდრო კავშირზეა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:10

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი კონგრესის კანონპროექტზე: ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა

ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

ფოტოგრაფები ანიმატორები

09 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

ფოტოგრაფები, ანიმატორები და ივენთკომპანიების წარმომადგენლები ხალხმრავალი ქორწილების დაშვებას ითხოვენ

ინფექციურ საავადმყოფოსთან სხვადასხვა ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ანიმატორები და ფოტოგრაფები მივიდნენ. მათ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰკითხეს, რატომ არის აკრძალული ქორწილის გადახდა, როდესაც პარალელურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო თუ სხვა ტიპის თავყრილობები იმართება.

09 ივლისი 2020, 13:01

ეკონომიკა

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 12:56

საზოგადოება

გარემოს დაცვის მინისტრი: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10 000, 20 000, 50 000 ლარამდეც, განმეორადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება დაშვებულ ნორმებთან შედარებით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

თორნიკე შენგელია

09 ივლისი 2020, 12:52

სპორტი

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი დღეს როგორც მოსკოვის საკალათბურთო კლუბის, ასევე „ბასკონიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 318 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა. განსაკუთრებით წარმატებული კი მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 12:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ოპონენტები ცდილობენ, რომ ლობისტური საქმიანობის შედეგად კონგრესის კანონპროექტში ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს

„იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რეპორტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ. წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნებთან დაკავშირების შემთხვევაში, მათთვის სანქციების დაწესებასთან. ოპონენტები ცდილობენ, რომ გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში, ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 12:39

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ახალი კანონი მეწარმე სუბიექტების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს ახლებურად განსაზღვრავს

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი მეწარმე სუბიექტებისთვის ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, როგორც ეს ევროკავშირში არის დარეგულირებული. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დამბინძურებელი იხდის, შესაბამისად, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა აბინძურებდნენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში ჩატარდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გური

09 ივლისი 2020, 12:35

რეგიონი

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

გალ ჰირში

09 ივლისი 2020, 12:25

მსოფლიო

ისრაელის გადამდგარ გენერალს და დავით კეზერაშვილის ნათესავს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან

ისრაელის პროკურატურა გადამდგარი გენერლისთვის გალ ჰირშისთვის და მისი 3 ბიზნესპარტნიორისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნათესავია, ბრალის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს. „გადამდგარ გენერალს და მის 3 პარტნიორს კომპანიაში „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას. სავარაუდოდ დანაშაულს ადგილი 2007-2009 წლებში ჰქონდა“, - ნათქვამია სტატიაში.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 12:23

საზოგადოება

სუბდისირებული სპეცრეისები ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც შესრულდება

ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული სპეციალური რეისები, რომლებსაც Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ვარშავის, ათენის, რომისა და მადრიდის მიმართულებით განახორციელებენ და ბილეთის ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. შესაძლოა, რომ ეს რეისები აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გროვდება სამშობლოში დაბრუნების მსურველი ადამიანების კრიტიკული მასა. მიმართულებები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისებიც გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.