ვაშაძე: საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია თავისი მოქალაქეების დასაცავად დაიწყო
გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: არქივი
„საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, 7 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო.
„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამ თარიღს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ საარჩევნო კამპანია დაეწყოთ, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, „რიტორიკა, რომლითაც გუშინ „ქართული ოცნება“ წარსდგა, 100 პროცენტით ემთხვევა რუსული დიპლომატიის განცხადებებს.
„მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, გაკვრით არის ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ ვლადიმერ პუტინი“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ომის მეთერთმეტე წლისთავს ეხმიანება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ის არ იზიარებს შეფასებას, რომ მისი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო.
„ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით ის იყო, რომ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“, - აცხადებს სააკაშვილი Iwpr.net-თან ინტერვიუში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის
ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 19:06
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 18:47
მსოფლიო
ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.
14 ივლისი 2026, 18:40
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
14 ივლისი 2026, 18:31
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება
საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
14 ივლისი 2026, 18:28
მსოფლიო
პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
14 ივლისი 2026, 18:26
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში - ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობენ ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თელავში 12 ივლისის ღამეს განვითარებული სტიქიის შესახებ საუბრისას.
14 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში" ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა , სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
14 ივლისი 2026, 17:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.


