ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლების მიზანი საზოგადოებაზე წნეხია
ქეთევან ციხელაშვილი
ფოტო: IMEDI
მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.
მინისტრის განცხადებით, მიზანია, „დაიძაბოს საზოგადოებრივი დისკურსი, იყოს არასტაბილურობის განცდა, ერთგვარი შიში“.
„ეს ყველაფერი თავის მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს; ერთგვარად ჩვენი კურსიდან ამოგვაგდოს. სწორედ ამაზეა ჩვენი პასუხი ის, რომ კურსს არავითარ შემთხვევაში გადავუხვიოთ. პირველი რაც უმნიშვნელოვანესია, ეს არის მშვიდობის დაცვა. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ეს საციცოცხლო ამოცანაა, რომ ჩვენი არჩეული კურსიდან არ გადავუხვევთ-ეს არის პასუხი-ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ვგულისხმობ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.
6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გუშინ გაეცნენ. მანამდე კი საგარეო უწყებამ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს გუგუტიანთკარში ჩავიდა. მინისტრმა ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ არსებულ მდგომარეობას დამთრგუნველი უწოდა და განაცხადა, რომ ოკუპაცია გრძელდება.
ზალკალიანმა გუგუტიანთკარის მოვლენები ფაქტობრივ ანექსიად შეაფასა. მინისტრის თქმით, მუდმივი კონტაქტი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრი განცხადება. ამასთან, საქართველოს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა, რაც გამოიხატა ევროპელების განცხადებაშიც. სწორედ ამიტომ, ზალკალიანის განცხადებით, ორი დღეა, ეს პროცესი შეჩერდა. მინისტრის თქმით, უწყებამ ყველა საერთაშორისო მექანიზმი გამოიყენა.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 მოქალაქე გაიტაცეს, მინისტრები აცხადებენ, რომ ინფორმაცია მოწმდება.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 09:35
კულტურა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავები.
21 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
21 ივლისი 2026, 09:07
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.
21 ივლისი 2026, 08:57
საზოგადოება
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
21 ივლისი 2026, 08:52
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა - ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.
21 ივლისი 2026, 08:47
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
21 ივლისი 2026, 08:40
რეგიონი
თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის-ახმეტა-ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
21 ივლისი 2026, 08:33
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
21 ივლისი 2026, 08:27
რეგიონი
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.
21 ივლისი 2026, 08:20
რეგიონი
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობიან. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არც ერთი სოფელი, გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. სასმელი წყალი არ მიეწოდება სოფელ დურიშს, რადგან მეწყერმა მილები დააზიანა.
21 ივლისი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.
21 ივლისი 2026, 03:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი
„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:53
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:35
საზოგადოება
კახა კალაძე: ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა
„ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
21 ივლისი 2026, 02:02
მსოფლიო
POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 00:23
მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი სირსკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს
ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ცნობები უარყო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.
20 ივლისი 2026, 22:57
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
20 ივლისი 2026, 22:29
მსოფლიო
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
20 ივლისი 2026, 21:28
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
20 ივლისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.


