სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ
პაატა სალია
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს.
„ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. „ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატა იმაში, რომ ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს, მოხვდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იყო დარიგებული კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი, რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში“, - აღნიშნა სალიამ.
„არსებობს დასაბუთება იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხები განაწილდა 2017-ში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში“, - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა სალიას თქმით, იგეგმება კიდევ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება. „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ასეთ თანამშრომლებს შორის ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი დაასახელა.
19 აგვიტოს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის. 12 აგვისტოს ბიზნესმენმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ის „რუსთავი 2“-ს ყიდის.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.
გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.
17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.
27 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.
27 მაისი 2026, 20:51
პოლიტიკა
ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.
27 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს
ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 20:42
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.
27 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.
27 მაისი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.
27 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.
27 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.
27 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:17
სამართალი
გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ. დეტალები „ქრონიკაში“
ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტება - პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
27 მაისი 2026, 20:08
რეგიონი
პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მომავალ წელს ზუგდიდში დევნილებს ახალი და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ექნებათ. ეს ერთ-ერთია სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. მათ შორის არის განახლებული სკოლა სენაკში და რძის საწარმო.


