imedi /  03 სექტემბერი 2019, 20:33 / სანდო წყარო

სუს-ის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

გავრცელებული ცნობით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იქნება, - ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ამ ეტაპზე ვაკანტურია, რადგან მისი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური შსს-ში ინაცვლებს. 

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან დასახელებულნი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 15:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მავნებლობაა „ფეიკ ნიუსებით“ ფაქტების დამახინჯება და სენსიტიური თემების განგებ გამძაფრება

მავნებლობაა, როდესაც „ფეიკ ნიუსებით“ ფაქტების დამახინჯება და მძიმე და სენსიტიური თემების კიდევ უფრო განგებ გამძაფრება ხდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა და სახალხო დამცველს „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების დაწყება შესთავაზა.

ტოტენჰემი

04 ივნისი 2020, 15:52

COVID19

„ტოტენჰემში“ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

„ტოტენჰემში“ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი Tottenhamhotspur ავრცელებს. პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს ჩატარებული 1197 ტესტიდან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლუბს არ დაუსახელებია იმ ადამიანის სახელი, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ერთკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება, რის შემდეგაც განმეორებით ანალიზს ჩააბარებს.

04 ივნისი 2020, 15:51

საზოგადოება

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: N23, N24, N32 და N33 ავტობუსები გლდანის პარკის მხრიდან ვეკუას ქუჩაზე გავლენ და მოძრაობას შეშელიძის ქუჩის მეშვეობით, სარაჯიშვილის გამზირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N23, N24, N33 მარშრუტები უკუმიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან" ქერჩი-ვასაძის ქუჩების ნაცვლად, შეშელიძის ქუჩის გავლით მოხვდებიან;

გიგა ბოკერია

04 ივნისი 2020, 15:45

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი

„დრო აღარ არის ბევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში შედგეს მალე და საზოგადოებას გაეცნოს შედეგები. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის, დიდი იმედი მაქვს ამისი, ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მერაბ ქვარაია

04 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს: არის თუ არა განსხვავება სააკაშვილისდროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელიც დღეს გვაქვს

ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საპატიმროებში არა გადამდებ დაავადებათა სკრინინგზე, ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალური პრევენცია იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმართა მოხვედრის რიცხვი უნდა გაიზარდოს, სწორედ ასეთ თემატიკას ვუსვამთ ხაზს და ძალიან კარგია რომ პატიმრები ისეთ საკითხებზე შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომელიც ბევრად უფრო რბილია და ბევრად იოლია, მაგალითად, გიგი უგულავამ შეიძლება დაიწუწუნოს იმაზე, რომ ის CNN-ს ვერ უყურებდა ციხეში და ძალიან კარგია რომ მას პრეტენზია აქვს, რომ მსგავსი ტიპის უზრუნველყოფაც ჰქონდეთ ციხეებში - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

მერაბ ქვარაია

04 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ

„გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

04 ივნისი 2020, 15:37

COVID19

84 სასტუმროში სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა გაიარა, რაზეც ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა დაასრულა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

04 ივნისი 2020, 15:35

მსოფლიო

თურქეთი საერთაშორისო ფრენების აღდგენას 10 ივნისიდან გეგმავს

თვის განმავლობაში ანკარა 40 ქვეყანაში აპირებს ფრენების განხორციელებას, 15 სახელმწიფოსთან კი შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ნათია მერებაშვილი

04 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

გენერალური პროკურორის მოადგილე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენას დაესწრო და მოხსენებით წარდგა.

პენსიონერი

04 ივნისი 2020, 15:28

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად ყოველი მეხუთე მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს - მთავრობის ანგარიში

ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საპენსიო ასაკის 762 621 ადამიანი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 20.5%), შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ტურისტები

04 ივნისი 2020, 15:27

ეკონომიკა

მთავრობის ანგარიში - 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების 70%-იანი კლებაა მოსალოდნელი

ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც პანდემიის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არის ტურიზმი. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში კოვიდ-19

04 ივნისი 2020, 15:26

COVID19

მთავრობის ანგარიში - რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება

პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია უპირატესად რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიების გზა, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურმა დაკვირვებამ და შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესწილად, უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, რაც ზრდიდა ვირუსის გავრცელების, მოქალაქეთა უმრავლესობის დაინფიცირებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის რისკებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 15:18

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, დაბეგვრვა უნდა მოხდეს ერთ ეტაპად. ინიციატივას სხდომაზე მხარი დაუჭირეს. უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ბაზარზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალური გაზის ნაწილი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ადამიანები თუ კომპანიები არამიზნობრივად გამოიყენებენ სოციალურ გაზს და ამის ადმინისტრირება ძალიან რთულია. დღეს ამის გამოსწორების გზა შევთავაზეთ, მხარი დავუჭირეთ და შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე, ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ამასთან მიმართებაში“, - განუცხა „ქრონიკას“ ირაკლი მეზურნიშვილმა.

Crew Dragon

04 ივნისი 2020, 15:09

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Crew Dragon-ის კაფსულის ხელახლა გამოყენების ნებართვა მიიღო

ნებართვა SpaceX-ის პროგრამის მეორე სტარტიდან იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკის კომპანია ასტრონავტებს სკს-ზე აგზავნის.

ნათია მეზვრიშვილი

04 ივნისი 2020, 15:09

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს

ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 14:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს

თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს, რათა ამ უფლების დარღვევა აღვკვეთოთ და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა

ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა და საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა.

04 ივნისი 2020, 14:49

საზოგადოება

პარლამენტში 2019 წელს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს

ომბუდსმენის ინფორმაციით, 310 გაცემული რეკომენდაციიდან საკანონმდებლო ორგანომ 259-ის შესრულება აქცია სავალდებულოდ, უწყებებმა კი ამ რეკომენდაციების დაახლოებით 40% შეასრულეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტში მისული ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან არასტაბილურ ინფლაციაზე განმარტებებს ელის

ამ წუთებში პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე წლიურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მთავარი აქცენტი შეკითხვებში გაკეთდება ინფლაციაზე, ფასების არასტაბილურობაზე. იმაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება შეარბილოს რეგულაციები, შემცირდება თუ არა გადასახადები. მმართველი გუნდი ამბობს, რომ კორონაკრიზისამდე პერიოდშიც ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ეს 2019 წლის მოხსენებაშც იქნება ასახული.