ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით
ირმა ნადირაშვილი
ფოტო: მაესტრო
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ირმა ნადირაშვილის გამოკითხვა სკანდალური შეწყალებების საქმეზე დასრულდა. გამომძიებლების შემდეგ ნადირაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მას გამომძიებლებთან არ უსაუბრია წყაროს შესახებ, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი.
"გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ნადირაშვილის თქმით წყარო მას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა:
"კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიურო ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე ჩემს წყაროს უთხრეს რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე, შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან იქცევა "პატიოსნად" და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას", - განაცხადა ნადირაშვილმა.
„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებდა, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს. ამასთან, „იმედის კვირამ“ შეწყალებულ პატიმართა სიაში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც იპოვა, მათ შორის ისეთებიც, ვინც ნარკოტიკების რეალიზების მცდელობისთვის და საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 21:00
პოლიტიკა
სიძულვილის ენა საქართველოშიც დაისჯება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ნებისმიერი სიტყვა ან გამონათქვამი, რომლის გამოც შესაძლოა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდეთ, თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა გააკონტროლოს. ამისთვის სპეციალური ლექსიკონის გამოქვეყნება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ქცევის, ემოციებისა და ოპონირებისას თუ შეფასებისას, სიძულვილისგან თავისუფალი, ცივილური და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია.
07 ივნისი 2026, 20:40
სამართალი
მესტია - ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრი და კონტროლი კრიპტომაინინგზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მესტია კრიპტომაინინგის ჩრდილიდან გამოსვლას იწყებს. დაბა ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრად იქცა, რის გამოც სახელმწიფოს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოუხდა.
07 ივნისი 2026, 20:34
მსოფლიო
სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“
სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.
07 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. მათი ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილზე კი ძებნაა გამოცხადებული.
07 ივნისი 2026, 19:47
პოლიტიკა
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
07 ივნისი 2026, 18:40
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 48,92% შეადგინა
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 17:00 საათის მონაცემებით ხმა 989 972 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 38,17%-ს შეადგენდა.
07 ივნისი 2026, 18:07
სპორტი
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
07 ივნისი 2026, 18:04
მსოფლიო
სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს
ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.
07 ივნისი 2026, 18:01
საზოგადოება
პატრიარქი შიო III: თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით
თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
07 ივნისი 2026, 18:00
მსოფლიო
INSA: ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი
ასევე, გამოკითხვამ დააფიქსირა თავად მერცის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში: INSA-ს გამოკითხვის რესპონდენტთა რეკორდულმა 77%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით, რაც 6 პუნქტით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.
07 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ.
07 ივნისი 2026, 17:35
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს
600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.
07 ივნისი 2026, 17:35
სპორტი
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
07 ივნისი 2026, 17:27
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა
„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა მან.
07 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 17:23
მსოფლიო
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ჯეი დი ვენსი ქვეყანაში სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა
„გუშინ ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და რამდენიმე ასპექტს გავუსვი ხაზი. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატია კარგად მუშაობს, გამოძიება ტარდება. მეორე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომხდარს მასობრივ მიგრაციასთან რაიმე კავშირი აქვს. ამიტომაც ვუთხარი ბატონ ვენსს, რომ ის ცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მკვლელობის ფაქტები შემცირებულია“, - აღნიშნა ლემიმ.
07 ივნისი 2026, 17:11
კულტურა
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 16:59
მსოფლიო
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს
ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.
07 ივნისი 2026, 15:59
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.


