Imedi /  28 სექტემბერი 2019, 10:52 / სანდო წყარო

ლავროვი: ქართველების კომენტარები ზალკალიანთან შეხვედრაზე ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების განახლებაზე ჰკითხეს. ლავროვის განცხადების შინაარსს რუსული მედია ავრცელებს. 

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას ეს კითხვა, თუ როდის აღდგება ავიარეისები, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუსვა შეხვედრაზე, რომელიც ქართულმა მხარემ მოითხოვა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იქნებოდა და რომ მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად.

ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენდა პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისთვის რუსული მხარის სასარგებლოდ, რუსეთი ამ ნაბიჯს ავიამიმოსვლის აღდგენა გადადგამდა.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. 

„26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც, ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლიანად წასწიოს წინ თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ახლა, ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, მე პირადად განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას. კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს”, - აღნიშნა ლავროვმა. 

27 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. 

ზალკალიანის თქმით, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. 

მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება 26 სექტემბერს გაავრცელა ევროკავშირმა, 27 სექტემბერს კი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ქართველ და რუს დიპლომატებს შორის აუდიენცია დადებითად შეაფასა

ეუთოს თავმჯდომარის, მიროსლავ ლაიჩაკის შეფასებით კი, ფაქტი აჩვენებს, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოა“.  

ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 23:09

საზოგადოება

რამდენად კონკურენტული, გამჭვირვალე და კეთილსინდისიერია ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

იმისთვის რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება მედიკამენტები რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს, ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტულ ფასს, ანუ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს. რეფორმა სხვა ქვეყნებშია აპრობირებული და ის საშუალოდ წამლების ღირებულებას კიდევ 40 % გააიაფებს. რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა.

პრინცი ჰარი

04 დეკემბერი 2022, 22:56

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ სპაიდერმენის კოსტიუმი მოირგო🕸️ ვიდეო

„შობა ისეთი დროა, როცა ჩვენი ახლობლები ძალიან მოგვენატრებიან. ეს ნორმალურია. ამ დროს ბევრ თავს დამნაშავედ გრძნობს, იმის გამო რომ მშობლების გარეშე ერთობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მშობლებს სურთ, რომ ყოველთვის ვიმხიარულოთ. ამიტომ, თავს დამნაშავედ ნუ გრძნობთ“, - ამბობს პრინცი ვიდეოში.

04 დეკემბერი 2022, 22:46

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სანქცირებული კომპანიის მიერ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვება, სრული აბსურდია

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ტყუილებითა და ცილისწამებით გაჯერებულ სიუჟეტს, რომელიც აგებულია ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, უსაფუძვლო, უარგუმენტო და ხშირად ულოგიკო მსჯელობებზე. სრულად დაუსაბუთებელ მძიმე ბრალდებებს აქვს მხოლოდ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შექმნის და არა გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

04 დეკემბერი 2022, 22:30

სპორტი

საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ანგარიშზე ოლივიე ჟირუმ 44-ე წუთზე გახსნა და მატჩის პირველი ნახევარი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში კი კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მსაჯმა საფრანგეთის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ცდაზე ზუსტად შეასრულა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 22:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი საზოგადოების ნდობაა, ამიტომ არის პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან

„ერთადერთი ჩვენი ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ ბუნებრივია, მისი ფეხქვეშ ამოდება უნდა ყველას. ამას თავისი რეზიდენტურის მეშვეობით აკეთებენ და რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა, რომ არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ ნებდება სხვის ნებას იმ ხელისუფლებას საძირკველი დაუნგრიო. ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი რა არის? - საზოგადოების ნდობა. ამიტომ არის ეს პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან. მშვიდობას რომ ბრძოლას დაუწყებენ, წარმოგიდგენიათ, ამის იქით რაღა უნდა იყოს? მშვიდობას ებრძვიან. ამაში აძლევენ მაგას, გიგაურს, ლაკა ხოშტარიას, კაპანაძე იქნება თუ კიკო ვაშაძე იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?! ფულს ამაში აძლევენ. სხვა რა დანიშნულება აქვთ, რა სიკეთე მოაქვთ ამ ქვეყნისთვის?! მაგათი გაკეთებული ერთი საქმე თუ გინახავთ?! ამ ქვეყნის მშენებლობაზე დადებული ერთი აგური?!“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გიორგი ცხვიტავა

04 დეკემბერი 2022, 21:51

საზოგადოება

გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში

გია ცაგარეიშვილი

04 დეკემბერი 2022, 21:30

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ფრანკლინის კლუბზე“: ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას - ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით

ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას, ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით, რადგან არჩევნები კონსტრუქციული გზაა ხელისუფლების ცვლილების. ეს მათ მიზნებში არასდროს შედიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2022, 21:29

საზოგადოება

რა არის „ფრანკლინის კლუბი“ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

„იმედის კვირა“ საქართველოს, იგივე „ალასანიას უნივერსიტეტის“ ბაზაზე დაფუძნებული „ფრანკლინის კლუბით“ დაინტერესდა, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის გამავრცელებელი ასოციაციაა. კლუბი 2021 წელს დაფუძნდა და ყველა სოციალურ პლატფორმაზეა აქტიური.

ბიძინა გიორგობიანი

04 დეკემბერი 2022, 21:11

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი სააკაშვილზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია

„ამ პარტიის ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია უკვე ფაქტობრივად. ეს გადამწვარი ტერმინატორი აღარაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ წავიდეს სადმე და თავს უშველოს. პარტიამ დაიწყო ჩამოშლა, რაც დასრულდება კიდევაც და ჩემი ვარაუდით რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა“, - მიიჩნევს გიორგობიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2022, 20:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარკამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც. იმიტომ რომ სწორ დიაგნოზს, სწორ დანიშნულებას შემდეგ სჭირდება შესრულება და დაცვა. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს. ეს აწყობს მასაც და მის პოლიტიკურ მეგობრებსაც“, - მიიჩნევს ხუნდაძე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

04 დეკემბერი 2022, 20:46

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: რაც ამ წლების განმავლობაში მოგვისმენია ნეგატივი, ყველაფერი 24 საათში მოგვასმენინეს. მთელი რესურსი იყო მობილიზებული, ვნახეთ ფროიდისეული წამოცდენები, რომ ეკლესია არის ყველაზე დიდი ბოროტება ქვეყანაში

ამდენი ნეგატივი იღვრებოდეს ეკლესიაზე და ეს არ ქმნიდეს პრობლემას, შეუძლებელია. სახალხო დამცველმა თქვა, რომ საშიშროებას შეიცავს მამა ანდრიას განცხადება და არც ერთხელ არ უთქვამს მას, რომ საშიშროებას შეიცავს სასულიერო პირების ცილისწამება, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2022, 20:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პირველი რიგის ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა

„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ რამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე - მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, - განაცხადა მდინარაძემ.

რატი ბრეგაძე

04 დეკემბერი 2022, 20:23

სამართალი

რატი ბრეგაძე: რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა სააკაშვილისთის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა

„მოშიმშილეს ეუბნები - შიმშილობა გააგრძელე და არ გაბედო შეწყვეტა. ეს ხომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ პრინციპს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ სჭირდებოდათ მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული და მერკანტილური ამოცანები განეხორციელებინათ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

04 დეკემბერი 2022, 19:38

ტექნოლოგიები

Airbus-ი წყალბადის ძრავას მოდიფიცირებულ A380-ზე გამოცდის✈️

ეს პროგრამის Airbus ZEROe ნაწილია. ძრავას მოდიფიცირებული საჰაერო ხომალდს ფრთებსა და კუდს შორის დაამონტაჟებენ. ძრავა საწვავის ელემენტებს წყალბადის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად იყენებს, რომელიც თავის მხრივ პროპელერს აამუშავებს.

04 დეკემბერი 2022, 19:35

საზოგადოება

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს

„მაყურებელი დღეს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ (1930) და ლეო ესაკიას „ამერიკანკას“ (1930) იხილავს. რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“ („უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაციფრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 19:07

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ავღანეთში გმირულად რომ იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი, თქვენ, „ნაცო“ ფარისევლებო

„სამარცხვინოებმა“, როდესაც ქვეყნის შვილები გმირულად იღუპებიან მტერთან ბრძოლაში, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოსო. ავღანეთში რომ იღუპებოდნენ გმირულად ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი?! რატომ არ გლოვობდით ჩვენს ძმებს?! თქვენ, ნაცო ფარისევლებო!“, - წერს ხაინდრავა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

04 დეკემბერი 2022, 18:55

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, დღეს მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ.

04 დეკემბერი 2022, 18:53

მსოფლიო

კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ვიდეო

4 დეკემბერს, დილით ადრე ვულკანიდან ფერფლი ამოიფრქვა. მთავრობამ საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამოფრქვევის ამსახველი ვიდოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

პელე

04 დეკემბერი 2022, 18:16

სპორტი

პელე: იმედიანად ვარ. სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ, ენერგიით მავსებს

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაია ჩხაიძე

04 დეკემბერი 2022, 18:16

საზოგადოება

მაია ჩხაიძე: სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს. სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - ჩავიტაროთ ვაქცინაცია

ზამთრის პერიოდში, დეკემბრის თვეში, ზოგადად, როგორც ყველა ქვეყანაში, ალბათ ჩვენთანაც მოიმატებს თვითონ გრიპის შემთხვევები. თუმცა, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. „თუ ჩავიტარებთ ვაქცინაციას სწორედ გრიპის იმ შტამზე, რომელიც ახლაა გავრცელებული - H3N2, სწორედ ამის საწინააღმდეგო კომპონენტია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ 6 თვის ასაკიდან ყველა ასაკის ადამიანისთვის მიღებულია ვაქცინები. ჩავიტაროთ, 2-4 კვირა საკმარისია იმისთვის, რათა იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს. კორონავირუსზე არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს გრიპის ვირუსს და სწორედ ამიტომ გვახსენებენ ჰონკონგის ტიპის ვირუსს, რომელიც 1968 წელს იყო გავრცელებული და მაშინ პანდემიის სახე მიიღო. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - იმისათვის, რომ გრიპი მძიმე ფორმით არ დაგვემართოს, სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.