გახარია ალიევს: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს
გიორგი გახარია
ილჰამ ალიევი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები,ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები,რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს “ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა. ბაქოს შემდეგ გახარია ერევანს ეწვევა.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 09:12
მსოფლიო
AP: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2,8 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2 000-ფუნტიანი, დაახლოებით 900-კილოგრამიანი, მძიმე ბომბების მიწოდებას გეგმავს. იარაღი 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო გარიგების ნაწილია, იუწყება Associated Press-ი.
16 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ABC News: ლოს-ანჯელესში ტელეკომპანია NBC Los Angeles-ის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი
ლოს-ანჯელესში ორი კომერციული შენობის მიმდებარედ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 08:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 სექტემბერს საქართველოში
ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
16 სექტემბერი 2026, 08:19
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას
მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება
თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
16 სექტემბერი 2026, 08:04
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
კანონპროექტის თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 07:59
პოლიტიკა
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა კენჭისყრისათვის პლენარულ სხდომას წარედგინება.
16 სექტემბერი 2026, 03:44
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინას დასავლური დახმარების შეფერხების გამო ხარჯების მასშტაბური შემცირება ემუქრება
უკრაინა იძულებულია მასშტაბურად შეამციროს მოქმედი ბიუჯეტის ხარჯები, თუ კანონმდებლები არ მიიღებენ არაპოპულარულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ზამთრის დადგომამდე დასავლური დახმარების სახით მილიარდობით დოლარის მისაღებად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი აცხადებს.
16 სექტემბერი 2026, 02:43
მსოფლიო
POLITICO: შიდაპოლიტიკური წნეხის ფონზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ნიუ-იორკში ვიზიტს აუქმებს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მომავალ სამშაბათს ნიუ-იორკში აღარ გაფრინდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 00:50
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს
საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს, - წერს გამოცემა POLITICO.
16 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუვიწყებს, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის წლისთავი და ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას როდისმე დაუვიწყებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
16 სექტემბერი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში
ბრიუსელში ინსტიტუციურ კრიზისზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ღირებულებით უკუსვლას და ასე ვთქვათ, დაკვეთილ, ან მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
16 სექტემბერი 2026, 00:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს
კომისარმა კოსმა კიდევ ერთხელ გაამხილა, რა განწყობებია დღეს ბრიუსელში კანდიდატი ქვეყნების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 40-ათასიანი ზღვარის გაუქმების ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს ვისაც უწევს ქონების გადასახადზე დეკლარაციის შევსება, მათზე უკვე გავრცელდება
ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადის კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:59
მსოფლიო
ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა
ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა ორჯერ ამოიღო მიზანში თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი გადაადგილდებოდა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა.
15 სექტემბერი 2026, 23:58
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა
რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა, - ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, კორუფციის მკვლევარის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქამია, რომ „ტრამპ თაუერში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.“
15 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.
15 სექტემბერი 2026, 23:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ
ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:07
მსოფლიო
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი
უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი. ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.


