imedi /  01 ნოემბერი 2019, 09:46 / სანდო წყარო

პეტრე ცაავა: ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

პეტრე ცაავა

პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ ეს დღე მისთვის მორიგი განსაცდელია, რომელიც ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს. ამის შესახებ მან მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განაცხადა.

„არაერთხელ მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნებოდი და ვეუბნები - როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა, მეუფევ, არ მინდა ესეთი სიყვარულიო, და შევეცადე უფრო გაძლიერებულიყო რწმენაში. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, განსაცდელს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული.
ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, მან განაცხადა, რომ ,,მთავარია ჩვენ ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ, უსამართლობას და უწიგნურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ და უსამართლობა სამართლად, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში“, - აღნიშნა მან. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე და მის დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიაში დანიშნულ ახალ მეუფეს, პეტრე ცაავა ამბობს, რომ მას მეუფე გრიგოლი ებრალება.

,,მე ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მას მძიმე ჯვარი შეხვდა. როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის საქმე დაიწყო, იყო მცდელობა ეპარქიიდან გადავეყვანეთ და ცვლილება უნდა მომხდარიყო. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან-რეფერენტი სთავაზობდა ჭყონდიდის ეპარქიას სინოდამდე. აქედან გამომდინარე, არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ის იყო ჩემთან ივნისში პატრიარქის მიერ, როგორც ორიგინალური წარმომადგენელი და მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე და ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა, მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მე რასაც ვამბობ, ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად. ყველაფერი ეს რომ აღმოჩნდეს მართალი, მერე რას იტყვი, მახსოვს ესე რუსულად მიპასუხა, ,,ნადა პაკრივატ ატცა" (მამა უნდა დავიცვათ). კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა, უსამართლობა რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მიტროპოლიტის განცხადებით, მას პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რასაც სატელევიზიო ეთერში მისი მისამართით ამბობდა, არა შეურაცხყოფა, არამედ მისი გულისტკივილი იყო.

,,ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვთისაა, და მითუმეტეს, მას დაევალა. მე შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება. მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად. ერთი ვიცი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი და მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია, რაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით, მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა.

როდესაც სინოდის სხდომა დაინიშნა, მე წინა დღეს შემატყობინეს ანუ გუშინწინ საღამოს. თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? ეს იყო უსამართლობა. საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელმთავრებმა ჩამოსვლა. სინოდის დანიშვნა იყო არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე დანიშვნა და განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაიფარა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას“, - განაცხადა მან.

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა

სინოდის სხდომა საერო ხელისუფლებამაც შეაფასა

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.