Imedi /  01 ნოემბერი 2019, 15:30 / სანდო წყარო

მეუფე გრიგოლი: ჩავეხუტები მეუფე პეტრეს და მადლობას ვეტყვი

მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი ეკლესიების წარმომადგენლებთან ყოფილი მიტროპოლიტის შეხვედრის პარალელურად მარტვილში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლ ჩავიდა. სწორედ მან უნდა შეცვალოს პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში. 

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში შეხვდება მეუფე პეტრეს, რომელმაც უფლებამოსილება უნდა გადააბაროს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ჭყონდიდის ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვოს, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ „ვისაც სურს, დარჩეს და ვისაც უნდა, მეუფესთან დარჩეს“. 

„ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას ვეტყვი“, - განუცხადა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს. 

,,მთავარი შეკითხვა ესაა, რომ მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და მოინანიოს. მე მას ვურჩევდი, ბერი უნდა იყოს მონასტერში. ყველას სტკივა გული, რაც მოხდა გუშინ. გზაზე რომ მოვდიოდი, მეუბნებოდნენ, მარტვილი აღელვებულია. მთელი საქართველო აღელვებულია. მთავარია, დავმშვიდდეთ და წყნარად ვისაუბროთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს უკვე დაემშვიდობა. პეტრე ცაავას დაარსებული სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი პროტესტის ნიშნად გადადგა. 

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

ყველა სიახლე

05 აპრილი 2020, 15:17

COVID19

ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა

აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა. სტუდენტის მიერ შექმნილი პირბადეების შესახებ გამოცემა Interesting Engineering-ი წერს. ეშლი ლოურენსის მიერ შექმნილი პირბადე ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რათა სმენადაქვეითებული ადამიანები მოსაუბრის პირს ხედავდნენ.

გორი

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში ყოფნისას დაუდგინდა. კაცი ტრაილერის მძღოლია და მან ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა. 31 მარტს ის რუსთავში შვილთან ერთად იყო ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დაინფიცირების შესახებ, შვილის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა, თუმცა პასუხი უარყოფითია.

შრი-ლანკა ციხე

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 3 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 2961 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.საპატიმროებიდან ძირითადად ის მსჯავრდებულები გათავისუფლნენ, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდნენ ან სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდათ.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 12 418-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 023 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 130 759 შემთხვევაა გამოვლენილი.

კახეთი

05 აპრილი 2020, 14:46

COVID19

კახეთში ე.წ. ცხელების 4 ცენტრი პაციენტების მისაღებად მზადაა

კახეთის გუბერნატორმა რეგიონში ე.წ ცხელების ცენტრები მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა კლინიკას შესაბამისი სამედიცინო აღჭუღვილბა უკვე გადაეცა და მედპრესონალი ჯანდაცვის უწყების სპეციალისტების მიერ გადამზადდა. საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავში მდებარე საავადმყოფოები საეჭვო პაციენტების მისაღებად უკვე მზად არიან.

ბელარუსი

05 აპრილი 2020, 14:35

მსოფლიო

ბელარუსი რუსეთთან სარკინოგზო მიმოსვლას აჩერებს

ბელარუსმა რუსეთთან დროებით სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბელარუსის რკინიგზის ხაზები“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით დღეიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება.

05 აპრილი 2020, 14:30

COVID19

StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 14:27

COVID19

62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერონ

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საჩხერის მერია

05 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საჩხერის მერიაში აცხადებენ, რომ მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა

მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა, - ამის შესახებ საჩხერის მერის მოადგილემ, ოთარ ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ომიაძე ამბობს, რომ უწყება დიდი ხანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.

ეკლესია დისტანცია

05 აპრილი 2020, 14:21

COVID19

ტაძრებში საკვირაო წირვაზე მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ

მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

მეუფე დავითი

05 აპრილი 2020, 14:04

საზოგადოება

მეუფე დავითი: როგორი იქნება სააღდგომო ლიტურგია, ამას ღმერთი გამოაჩენს

ალავერდის მამათა მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ორმეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

Hyundai

05 აპრილი 2020, 13:56

COVID19

კორონავირუსის გამო Hyundai-მ ლოგო შეცვალა

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით ლოგო შეცვალა. ახალი ლოგო კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა. ლოგოს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად სოციალური დისტანცირება მიიჩნევა, Hyundai-ის ლოგოზე კი ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევაა ასახული.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა OPEC-ი გააკრიტიკა

OPEC-ი უკანონო სტრუქტურაა, რომელიც თავს ინადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთელი ცხოვრება ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვდიოდი. ეს არის უკანონო სტრუქტურა, კარტელი, მონოპოლია. OPEC-ი უსამართლოდ ექცევა ამერიკას“, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი მზადაა, რომ იმპორტირებულ ნავთობზე გადასახადი გაზარდოს.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:46

COVID19

აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანას ფილტვების ვენტილაციის აპარატები არსებული რაოდენობა არ ეყოს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს არაა გამორიცხული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

05 აპრილი 2020, 13:44

COVID19

საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში, იზოლაციაში რჩება. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რესპუბლიკური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 13:07

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

ჰეზბოლა

05 აპრილი 2020, 13:07

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს

05 აპრილი 2020, 12:46

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისაღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზეოპერატიულად რეაგირებს.სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ.კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგარეო

05 აპრილი 2020, 12:46

COVID19

საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დამატებითი რეისები დაინიშნა

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. მოქალაქეები ორგანიზებულად დაბრუნდნენ შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 12:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის კიდევ 52 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 822 შეადგინა. ვირუსმა სომხეთში უკვე 7 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 57 პაციენტი. 14 აპრილიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.