პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ
აქცია პარლამენტთან
ფოტო: თამარ საკანდელია
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.
პარლამენტთან აქცია დღეს 20:00 საათისთვის განახლდა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტთან „საერთო სახალხო შეკრებას“ გეგმავს. ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.
შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე-„ყველა მინუს ივანიშვილი“. ოპოზიციის მოთხოვნებშია: „პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი“.
პარალელურად, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 12:58
მსოფლიო
Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს
აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს, რადგან ირანთან ომის შედეგად შემცირებული საბრძოლო მასალის მარაგების აღდგენას და საკუთარი არსენალის შევსებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:56
ჯანდაცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
19 სექტემბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.
19 სექტემბერი 2026, 12:22
მსოფლიო
CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა
აშშ-ის სამხედროები ირანთან ომის მიმდინარეობისას ჩინურ გემს კინაღამ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულმა მცდარმა სადაზვერვო ანგარიშმა დაასკვნა, რომ გემს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის პროგრამისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადაჰქონდა. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი
რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას
უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 12:16
პოლიტიკა
კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება
როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.
19 სექტემბერი 2026, 12:00
სამართალი
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს მოწმის სახით გამოკითხულებმა დაადასტურეს
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და დავით სუჯაშვილმა. კერძოდ, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო.
19 სექტემბერი 2026, 12:00
რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.
19 სექტემბერი 2026, 11:58
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, CNN-ის MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტები ამერიკელი სამხედროების შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებდნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მედიასაშუალებების CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აეკრძალათ.
19 სექტემბერი 2026, 11:57
კულტურა
„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა
კლასიკური სიუჟეტი შენარჩუნებულია, თუმცა, წარმოდგენას თანამედროვე ხედვა და ახალი პერსონაჟები დაემატა. დადგმის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.
19 სექტემბერი 2026, 11:50
კულტურა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში მსმენელის წინაშე საფესტივალო ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და სოლისტი ანდრია ბოლქვაძე წარდგნენ
ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით შესრულდა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი “სოლ მაჟორი” და ზვიად ბოლქვაძის „მონოლოგი”. კლასიკური მუსიკის კონცერტები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
19 სექტემბერი 2026, 11:44
თავდაცვა
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსებიდან მე-13 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დადეს
მანამდე კი მათ ორთვიანი მომზადების პროგრამა გაიარეს და საკონტაქტო სამსახურს სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. ღონისძიებაზე ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. სამხედროებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.
19 სექტემბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა
ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
19 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
19 სექტემბერი 2026, 11:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.
19 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება
მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 11:14
რეგიონი
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.


