imedi /  18 ნოემბერი 2019, 13:49 / სანდო წყარო

უსუფაშვილი ოპოზიციას: პროპორციული არჩევნების მოთხოვნა არ უნდა მოვხსნათ

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

პოლიტიკური პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ არ უნდა წამოეგონ ხელისუფლების ხაფანგზე და არ უნდა მოხსნან პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს განცხადება უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

ის, ამ პრესკონფერენციით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივან კახა კალაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს.

„მანიპულაციები და სპექტაკლების დადგმა ხელისუფლების ხასიათის თვისებად იქცა. დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე: ხალხის სამართლიან აღშფოთებას რას ეუბნება „ქართული ოცნება“? კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრობს თუ მას აქვს განსაზღვრული შემდეგი მზაკვრული ნაბიჯი. რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გაწიოს გვერდზე, თავად ილაპარაკოს, რომ ჩვენ ამაზე არ წამოვალთ. შეუწყოს ხელი ოპოზიციის რადიკალიზაციას, მოსახლეობის კიდევ უფრო გადარევას, პროპორციული არჩევნების გაწევას გვერდზე და ამ არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მხარეს, ამავე მოდელს ჰყავდეს მხარდამჭერები. ამიტომ ოპოზიციონერ კოლეგებს მივმართავ, არ უნდა წამოეგონ ხელისუფლების ხაფანგზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, ყველაფერი დანარჩენი არის ინსტრუმენტი პროპორციული არჩევნების მისაღწევად:

„ჩემი დღევანდელი საუბარიც, აქციის მონაწილეთა მსვლელობაც, რომლის სტრატეგიასა და გეგმებში არ არის ერთიანი და აზრი და ვერც იქნება 37 პოლიტიკურ სუბიექტს შორის. მაგრამ ამ ხალხის აღშფოთებას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„დღეს კალაძემ გამოაცხადა, რომ თურმე მე წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, რადგან თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი, ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რადგან შექმნილიყო ეს 90 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. აქვე მაქვს მტკიცებულება, რომ ეს დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით მაქვს გაგზავნილი ფრაქციებისთვის თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ ხმამაღლა, მითხრათ მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ წინადადებებზე არანაირი პასუხი არ მიუღია.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

პროპორციულზე უარის თქმის გამო, 17 ნოემბერს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართა, თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლემბა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.    

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.