წულუკიანი: კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს
თეა წულუკიანი
ფოტო: IMEDI
„2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს, „ოპოზიციას კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს“.
მისივე თქმით, ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი და მაჟორიტარული არის კარგი სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, ეს არსებობს აშშ-შიც. „ჩემი სიმპათიები ყოველთვის იყო მაჟორიტარული სისტემისკენ.
უბრალოდ საჯაროდ არ დამიგმია ნულოვანი სისტემა იმიტომ, რომ პრობლემა არ შემექმნა გუნდის უმრავლესობისთვის, რადგან გუნდის შიგნითაც მყიფე კომპრომისი იყო. უმრავლესობის უმრავლესობა ემხრობოდა ნულოვან ბარიერს, რომლის იდეაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
„მე ვსაუბრობდი იმ მიუღებელ მოდელზე, რომელიც გულისხმობს ნულოვან ბარიერს და არა პროპორციულ არჩევნებს - კარგია, რომ ეს მოდელი არ შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვესწრებოდი, როდესაც გაცხადდა ამის შესახებ და ვთვლიდი, რომ ეს იყო კეთილშობილური, პოლიტიკური და ძალიან დემოკრატიული წამოწყება.
მაგრამ მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც არსებობს უბარიერო, პროპორციული მოდელი. მით უმეტეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ ძალას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს. ძალიან რთულია, ამ ძალასთან რამეზე ისაუბრო. ირბინონ ბოქლომებით, არ არის პრობლემა. მთავარია, კანონი არ დაარღვიონ და არ მოინდომონ ის, რაც სურთ - გადატრიალება. არაფრის გადამტრიალებლები არ არიან, აქ სახელმწიფოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება სრულად მაჟორიტარული სისტემის იდეას, წულუკიანის განცხადებით, ჯერ არ აქვს გაანალიზებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ასეთი მოდელები არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში.
„თუმცა მთავარია, მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს წინა პლანზე ყველა განვითარებულ სისტემაში. ახლა როდესაც ბოქლომიანები გვაიძულებენ, მივოშოროთ ეს სისტემა, ეს მათი ვიწროპარტიული ინტერესია და გათვიცნობიერებული აქვთ, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლება ბოქლომებით სირბილამდეა დასული.
ბევრი რამ ჩვენი ბრალია-კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს. დღეს ვფიქრობ, დადგა დრო, როცა 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ, რომ ეს არის წარსული ძალა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. ოპოზიცია სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას შენობებზე ბოქლომების დადებით ცდილობს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.
26 აგვისტო 2026, 11:15
მსოფლიო
Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
26 აგვისტო 2026, 11:10
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
26 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.


