Imedi /  22 ნოემბერი 2019, 09:18 / სანდო წყარო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 50 მოსამართლეს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

საბჭო კენჭს უყრის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ასეთი სულ 50 მოსამართლეა. 

ვაკანსია კი 60-მდეა. მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს, კენჭისყრა კი ჯერ არ ჩატარებულა. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

 

 

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 00:20

მსოფლიო

ჩინეთში უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელმაც ორი ბიჭის მკვლელობისთვის 26 წელი ციხეში გაატარა

ჩინეთში, უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 26 წელი ციხეში გაატარა. ამის შესახებ Global Times წერს. 53 წლის ჩჟან იუხანმა საპატიმრო 4 აგვისტოს დატოვა. პროვინცია ცზიანსის სასამართლომ ის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ ცნო.

მიკელ არტეტა

08 აგვისტო 2020, 00:00

სპორტი

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა. არტეტამ ჰოლანდიურ ნაგაზში 20 ათასი ფუნტი გადაიხადა და შინაურ ცხოველთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. ბოლო პერიოდში ინგლისში ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახლებს, მათი მაღალი შემოსავლიდან და ქონებიდან გამომდინარე ხშირად ძარცვავენ, რის გამოც თავის დასაცავად ასეთ მეთოდებსაც მიმართავენ. არტეტამდე სახლის მცველად ძაღლები ჯეკ უილშირმა, დელე ალიმ, პოლ პოგბამ და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმაც შეიძინეს.

07 აგვისტო 2020, 23:45

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

07 აგვისტო 2020, 23:43

მსოფლიო

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: ჩინეთს ტრამპის გამარჯვება არ სურს, ხოლო რუსეთი ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის უამრავ ზომას მიმართავს

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უილიამ ევანინამ იმ საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ემუქრება. მისი თქმით, რუსეთი უამრავ ზომას მიმართავს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის, ხოლო ჩინეთს კი ურჩევნია, რომ დონალდ ტრამპი მეორე ვადით არ დარჩეს თეთრ სახლში.

07 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ როგორც წამყვანი პარტნიორის ჩართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 სტივ ჰანსენი

07 აგვისტო 2020, 23:27

სპორტი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა. ჰანსენს აღნიშნული ტიტული ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანდასწრებით, გენერალ-გუბერნატორმა დეიმ პატსიმ უბოძა. 61 წლის სპეციალისტი „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით ზელანდიელებმა 107 მატჩიდან 93 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 10 წააგეს.

07 აგვისტო 2020, 23:10

რეგიონი

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია გამართეს

2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში, ქალაქში რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. ავიაიერიშის შედეგად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. ტრადიციულად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში სანთლების აქცია მოეწყო წარწერით - 08.08.08. სკვერში მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და აგვისტოს მძიმე დღეებს გაიხსენეს.

07 აგვისტო 2020, 23:04

ტექნოლოგიები

უკრაინაში 7 თვეში მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა

უკრაინაში, 2020 წლის დასაწყისიდან მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 22:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საფრანგეთში ვირუსის 9 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

07 აგვისტო 2020, 22:48

სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა. მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

მიშელ აუნი

07 აგვისტო 2020, 22:32

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს

ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 22:28

საზოგადოება

ლუსი ფლინი: იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდნენ, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

07 აგვისტო 2020, 21:58

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

კახა კალაძე

07 აგვისტო 2020, 21:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

ინტერპოლი ბეირუთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

ინტერპოლი ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

07 აგვისტო 2020, 21:52

საზოგადოება

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პირველადი ანგარიში განიხილეს

შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე სწორი გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ.

07 აგვისტო 2020, 21:47

საზოგადოება

დიდ დიღომში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ჩიქოვანი

07 აგვისტო 2020, 21:40

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს“, – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 21:29

საზოგადოება

ლუსი ფლინი: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს და არ გამიკვირდება თუ სახმელეთო საზღვრები გარკვეული დროით დახურული დარჩება

ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, ვერ მოახერხა კორონავირუსის შეჩერება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ-დან ყოველდღე აქვეყნებს ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს და იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო გასულ წელს ვიზიტორებით უზრუნველყვეს, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.