imedi /  22 ნოემბერი 2019, 17:57 / სანდო წყარო

მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

მარია კოტაევა

მარია კოტაევა

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართულმა მხარემ გაფრინდაშვილის დაკავების ირგვლივ ხელოვნური ხმაური ატეხა. 

„ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ყველა გამოვიდა: პატრიარქ ილია მეორეთი დაწყებული ამერიკის საელჩოთი დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ყველა სპიკერი განცხადებებში სიტყვა „დაუყოვნებლივს“ იყენებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა და დასავლელმა დიპლომატებმა ვერ აითვისეს, რომ ისეთ მდგომარეობაში არ არიან, რომ სამხრეთ ოსეთს თავიანთი ახირებების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვონ“, - განაცხადა მან. 

კოტაევას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადაკვეთს სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“ - ექიმი, ბალერინა თუ ტრაქტორის მძღოლი. 

​„ჩვენთვის ისინი პირველ რიგში სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები არიან. ქართული მხარის გაფრინდაშვილის დაკავების პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანის მცდელობების მიუხედავად, საზღვრის დამრღვევების პატიმრობის საკითხს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ორგანოები გადაწყვეტენ და სხვა არავინ“, - აცხადებს კოტაევა

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

18 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება

ჩემთვის პატივია, ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-გვერდზე.

18 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში რომის პაპთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივნისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

18 ივნისი 2021, 19:47

COVID19

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:34

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.

18 ივნისი 2021, 19:30

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეათანხმა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეათანხმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავსტრიელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

18 ივნისი 2021, 19:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება

საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

18 ივნისი 2021, 19:03

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.