imedi /  29 დეკემბერი 2019, 21:55 / სანდო წყარო

რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში გატარებული 49 დღის შესახებ

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი
მეუღლესთან ერთად

"იმედის კვირამ" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან, ექიმის გათავისუფლების შემდეგ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ვაჟა გაფრინდაშვილი მეორე დღეა უკვე გათავისუფლდა ცხინვალის ციხიდან. როგორც თავად ამბობს, ის საექიმო საქმიანობას 10 დღეში, მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ძალებს მოიკრებს და აღიდგენს.

58 წლის ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ისე წავიდა პაციენტის დასახმარებლად, რომ ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მას შეხვნდენ რუსი მესაზღვრეები, რომლებმაც ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, მოსთხოვეს საბუთები და შემდეგ ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს:

"მე რომ მივდიოდი არც მავთულხლართები დამინახავს, არც ნიშანი. სოფლის ორღობეში რომ მივდიოდი მაშინ დავინახე ორი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ძაღლით მოდიოდა. ვინ ხარო, მე საქართველოს მოქალაქე ვართ მეთქი. საბუთები გაქვსო, კი-მეთქი. მე რომ მივეცი, თავისაზე შემახედეს, თქვენო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხართ გადმოსულიო, დარღვეული გაქვთ საზღვარიო.... ეს იყო სოფელი მონასტერი.. არ დამინახავს არაფერი, მდინარის გასწვრივ მივდიოდი, დასახლებაში ჩავდიოდი, იქიდან ჩანდა სოფლის ცენტრი.. ფეხით ვიყავი, ტაქსით ჩავედი", - განაცხადა ვაჟა ექიმმა და თქვა, რომ პაციენტი რომლის სანახავადაც მიდიოდა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. ექიმის თქმით, საოკუპაციო ხაზთან წასვლის შესახებ არაფერი იცოდა მისმა ოჯახმა.

"არ იცოდნენ სად მივდიოდი, მე ვუთხარი რომ კასპში მივდიოდი, ოღონდ არ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა მე იქითა მხარეს აღმოვჩენილიყავი", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება ე.წ. ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, ექიმი ამბობს, რომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობას არ ელოდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ მხოლოდ ფინანსური სასჯელით "ვერ გადარჩებოდა":

"იმ პოზიციის გამო, რომელიც მე იქ გამოხატული მქონდა. პირველი რაც ვთქვი - რომ მე არ ვაპირებ ამ სასამართლოს შედეგის გასაჩივრებას აქ, მოსამართლეს მივმართავდი - მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მე ამ სიტყვას ვიყენებ იმისთვის, რომ მადლობა გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც გვერდში დამიდგა ამ მხარეში, სადაც მე არავის ვიცნობდი საერთოდ. ბოლო სასამართლო რომელიც იყო, სადაც უნდა ყოფილიყვნენ წესით და რიგით, რუსი მესაზღვრეებიც დაკითხულები, ადვოკატმა მითხრა, რომ წინა დღეს მოუვიდათ სასაზღვრო ბანაკიდან წერილი, რომ ეს მესაზღვრეები სასწრაფო მივლინებით გადააგზავნეს რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ვერ მოვიდოდნენ სასამართლო სხდომაზე. ამიტომ როცა მკითხეს, "თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, თარჯიმანი გჭირდებათ?", მე არ მჭირდება თარჯიმანი იმიტომ, რომ რუსული ენა არც თქვენთვის არ არის მშობლიური მეთქი. ამაზე ცოტა შეცბა და მოსამართლეო კამათში არ შემოდისო, მაგრამ ეს საკითხავია კიდევ მშობლიური არის თუ არაო", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმის თქმით, მას ჩვენების შეცვლა 3-4ჯერ სთხოვეს. 

"მოტანილი ჰქონდათ უკვე გამზადებული სადაც ხელი უნდა მომეწერა. მე რომ მაშინვე მეთქვა საზღვარი მქონდა დარღვეული, სხვები ვინც იყვნენ ჩემთან ერთად დაკავებული ის ხუთი ადამიანი რომ გამოუშვეს, მეც მეოთხე დღეს გამომიშვებდნენ, 13-ში ან 14-ში. არ მოხდებოდა ჩემი წინასწარი დაკავების საკანში გადაყვანა", - ამბობს ექიმი.

ექიმი იზოლატორში მარტო იყო, თუმცა დროებითი მოთავსების დაწესებულებაში ის რამდენიმე ქართველ პატიმარს შეხვდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის პატიმრობის განმავლობაში ყველაზე მძიმე იყო ამ ადამიანებთან შეხვდება, იმიტომ რომ ისინი ნაცემები იყვნენ, ფიზიკური ძალადობის ნიშნები ჰქონდათ, რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით ვაჟა ექიმმა მოითხოვა რომ სასწრაფოდ გადაეყვანათ საავადმყოფოში. ექიმის თქმით, უმძიმესი სიტუაცია იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში: ეს იყო მცირე ზომის კამერა, საიდანაც ჰაერი არ შემოდიოდა, პატიმრები გარეთ არ გაყავდათ სასეირნოდ:

"შევყავართ ერთსაწოლიან კამერაში, დაახლოებით ორ მეტრამდე სიგანე და ხუთი მეტრა სიგრძე, ორმაგი გისოსებით ფანჯარაზე, რკინის კარი, სარკმელი, საიდანაც საჭმელს და პურს გაწვდიან, ხარ ამ გარემოში და დაცვა გეუბნება, რომ გზავნილია შენთან ვიღაც ქალბატონისგან... ვისგანაც იყო იმას არ ვიცნობდი, უბრალოდ მეორე დღეს ექთანმა მითხრა, რომ ეს ანესთეზიოლოგმა შემოგზავნა, როდესაც მოსკოვიდან დაურეკა ექიმმა ლუკიანოვმა, რომელსაც დაურეკა გურამ ქარაზანაშვილმა... ერთ-ერთი პირველი ენერგია ამისგან მივიღე, ჩემთვის პირველი ინფორმაცია, რომ მე საქართველოში ვახსოვარ", - იხსენებს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ოკუპანტების მიერ 9 ნომებერს დაკავებული ექიმი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა გვერდით დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. 

მანამდე, გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მომხდარს მალევე გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩოსადამკვირვებლო მისიაეუთოს გენმდივანიგერმანიის ელჩილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.