imedi /  28 დეკემბერი 2019, 20:24 / სანდო წყარო

ვაჟა გაფრინდაშვილი: შეწყალების თხოვნა დავწერე, მაგრამ ბრალი აღიარებული არ მქონდა

ვაჟა გაფრინდაშვილი

თამილა ლაფანაშვილი და ვაჟა გაფრინდაშვილი

შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, - ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„როდესაც შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც მე შემომთავაზა მე მას ვუთხარი, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება რომ გაგიკეთონ შენ ბრალი უნდა აღიარო. ამიტომაც თვითონ მანვე შემომთავაზა: „მოდი ისე დავწეროთ, რომ არ ჩანდეს, რომ თქვენ აღიარებთ ამ „საზღვრის“ დარღვევას“. მე წერილში მიწერია, რომ მე დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლეთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულმა ექიმმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მიზეზიც განმარტა:

„მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. მაპატიეთ, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი გვარს, სად ცხოვრობს, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. რომ დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“.

მისი თქმით, მას და საქართველოს სხვა დაკავებულ მოქალაქეებს ცხინვალის იზოლატორში ნორმალურად ეპყრობოდნენ. 

​ვაჟა გაფრინდაშვილმა საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამხელა მხარდაჭერას არ მოელოდა. 

ოკუპანტების მიერ 9 ნომებერს დაკავებული ექიმი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა გვერდით დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. 

მანამდე, გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მომხდარს მალევე გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩოსადამკვირვებლო მისიაეუთოს გენმდივანიგერმანიის ელჩილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

06 მარტი 2021, 14:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა

ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

06 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ამაზე ყველა მორალური პოლიტიკოსი თანადროულად თანხმდება, - აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია. „ფარული ჩანაწერების ფორმით, პოლიტიკის წარმოება ნამდვილად ვერ იქნება წინსვლის გზა. ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ზურაბ ქადაგიძე

06 მარტი 2021, 14:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში არ სჭირდება

„აქ არის მთავარი პოლიტიკური საკითხი - როგორ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ დამონტაჟებულ, ფარულ კადრებს, რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში, მათი მმართველობის განმავლობაში ვხედავდით. დაიწყეს უკვე შეტევა. და რატომ? პასუხი ამაზე ცალსახაა. იმიტომ რომ რეალურად ხდებოდა პოლიტიკური ე.წ. დუღილის ჩაქრობა, რაც ბატონი მიშელის ვიზიტმა გამოიწვია. არანაირად არ ესაჭიროება „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს აქ რაიმე შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

06 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული

გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამბის გაზიარებით, აშკარად ჩანს, ეს იყო სწორედ მისი ნებართვით.

გიორგი ვაშაძე

06 მარტი 2021, 14:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა

„რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია აუდიოჩანაწერების შინაარსი, მაგრამ, ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა, რომ უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა გაკეთდეს, რადგან მასში მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. საქართველოში არაფერს აღარ აქვს ნდობა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს“.

შალვა ნათელაშვილი

06 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ფულის საკეთებლად ჩამოდიან

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

პელე

06 მარტი 2021, 13:47

სპორტი

პელემ ფეხბურთში თავისი მემკვიდრე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც თავის მემკვიდრედ თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. მისი რჩეული „პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფორვარდი კილიან მბაპეა. „როდესაც ვამბობ, რომ მბაპეს ჩემს მემკვიდრედ მივიჩნევ, არ ვხუმრობ. ის ისეთივე სწრაფია დრიბლინგში, როგორიც მე ვიყავი. მან წინასწარ იცის, რას გააკეთებს, როდესაც ბურთს იღებს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებს“, - აცხადებს „ფეხბურთის მეფე.

06 მარტი 2021, 13:35

თავდაცვა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ვიდეო

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, SU-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. SU–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

06 მარტი 2021, 13:30

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,385 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,312,181 შემთხვევა გამოვლინდა, 88,726 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პროკურატურა

06 მარტი 2021, 13:28

სამართალი

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ალი ას-სისტანი და პაპი ფრანცისკე

06 მარტი 2021, 13:18

მსოფლიო

რომის პაპმა შიიტების სულიერ ლიდერთან ერაყელი ქრისტიანების უსაფრთხოების საკითხი განიხილა

თავის მხრივ, ფრანცისკემ ას-სისტანის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ყველაზე მოწყვლადების დასაცავად ხმა აიმაღლა და აღნიშნა, რომ აიათოლას გზავნილმა ადამიანის სიცოცხლის სიწმინდესა და ერაყელი ხალხის ერთობლიობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

06 მარტი 2021, 13:14

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. 56 წლის მსახიობის რჩეული 26 წლის რიკო შიბატუ გახდა, რომელიც ქეიჯის უფროს ვაჟზე 4 წლით უმცროსია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი ლას ვეგასის Wynn-ის სასტუმროში 16 თებერვალს გადაიხადა.

გიორგი ცუცქირიძე

06 მარტი 2021, 13:09

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას

ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას, რომ ისინი არანაირ კომპემრომისზე არ დათანხმებულიყვნენ, ეს გრძელდება დღესაც, არანაირი კომპრომისი პლებისციტზეც კი, - წერს ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლის მიზეზიც სწორედ სააკაშვილის შავი არქივია.

თამარ ტალიაშვილი

06 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

მთავარი, დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი ეუთო/ოდირის მიერ, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშს.

06 მარტი 2021, 12:51

პოლიტიკა

ვაშინგტონმა თეირანს სანქციები გაუგრძელა

„ირანის მთავრობის მოქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის, რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული შეიარაღების გავრცელება, რეგიონში აგრესიული კამპანიის წარმოება, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისკენ მიმართული აქტივობები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დამღუპველი ქმედებები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის უჩვეულო და ექსტრაორდინალურ საფრთხეს წარმოადგენს“.

თვალი ტექნოლოგია

06 მარტი 2021, 12:43

ტექნოლოგიები

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

06 მარტი 2021, 12:39

რეგიონი

დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა დუგლაძე დაესწრნენ.

ირაკლი ლატარია

06 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: დადგმული ფარული ჩანაწერით ხელისუფლებას კი არ დაარტყეს, ჩვენში გააღვიძეს ის თითქოს მიმალული გრძნობები, რომელიც აქამდე ჩუმად გვყავდა

„თვალი გავახილე თუ არა გამახსენდა 2012 წლამდე ყველაფერი. გამახსენდა მეგობრების შეკრებები, სადაც მობილურებს ვთიშავდით. გამახსენდა ჩემი ძმაკაცების გასვენებები, სადაც ჭირისუფლები რეალურ მიზეზებზე ვერ საუბრობდნენ, თუ რით გარდაიცვალნენ თავიანთი შვილები, ძმები, რადგან იქ იმყოფებოდა კუდის თანამშრომლებიც. გამახსენდა ყველაფერი, რაც კი უკადრიათ. გამახსენდა დაშინებები, ოჯახის წევრების გატაცებები, მოკლედ ყველაფერი გამახსენდა“.

გია აბაშიძე

06 მარტი 2021, 12:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობება, რასაც ბოლო ხანებში ეწევიან დესტრუქციული ძალები და ნაცტელევიზიები

ქუჩაში დესტრუქცია, დროებითი კონსტრუქციულობა [შარლ მიშელთან], კვლავ დესტრუქცია, ვითომ მცირედი პაუზა და ახლა სააკაშვილის ბინძური შავი ყუთის გახსნა „ტვ პირველზე“ მავნებელი და გოიმი ნოდარ მელაძის მეშვეობით - ესაა ამ ბოლო პერიოდის ნაცსექტის მოქმედების თანმიმდევრობა, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

06 მარტი 2021, 12:26

COVID19

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ

ნათია თურნავას განცხადებით, იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.