Imedi /  28 დეკემბერი 2019, 13:02 / სანდო წყარო

ვაჟა გაფრინდაშვილი: მადლობა ყველას ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. 

„არ ველოდებოდი, რომ დღეს ეს მოხდებოდა. ვიცოდი, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც მართალი რომ გითხრათ, თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა რთულია რამე გითხრათ, პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია - მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას უშიშროება, ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგნენ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. მისი კომენტარის ამსახველ ვიდეოს სუსი ავრცელებს. 

მოგვიანებით, ექიმმა კომენტარი ჟურნალისტებთან უკვე გორში, შიდა ქართლის პოლიციის შენობასთანაც გააკეთა.

„ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას ყველა ინფორმაციას მოგაწდვით. ასე გაერთიანებულებმა, ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთეთ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.  

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მომხდარს გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩოსადამკვირვებლო მისიაგერმანიის ელჩილიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის ძალისხმევას გაზრდის.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო. 

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ. 

ამავე დღეს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. გარდა ამისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

ყველა სიახლე

იზაბელ დუშ სანტუში

19 იანვარი 2020, 23:51

მსოფლიო

გამოქვეყნდა დოკუმენტები თუ როგორ დააგროვა ქონება ანგოლელმა მილიარდერმა

როგორც ირკვევა, იზაბელ დუშ სანტუშმა მიწებზე, ნავთობზე, ბრილიანტებსა და ტელეკომუნიკაციებზე მომგებიანი გარიგებები მამამისის პრეზიდენტობის დროს ჩაიგდო ხელში. ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა. თავად იზაბელ დუშ სანტუში ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს და სიცრუეს უწოდებს.

ბერლინი ლიბიის სამიტი

19 იანვარი 2020, 23:23

მსოფლიო

ლიბიის საკითხზე სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, პირველ რიგში ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

ნავთობი

19 იანვარი 2020, 23:14

მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა რუსები ნავთობის მომპოვებელ სადავო ტერიტორიაზე არ შეუშვეს

წყაროების ინფორმაციით, რუსული სამხედრო პატრული 18 იანვარს ქურთი მეომრების (YPG) მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს. რუსი სამხედროები რუმეილანის მდელოებისკენ მიემართებოდნენ, რომელზეც პრეტენზიას აშშ, ქურთები და სირია აცხადებს. რუმეილანის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზაა განლაგებული.

ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინი

19 იანვარი 2020, 22:37

მსოფლიო

ჯონსონი პუტინს: ნორმალური ურთიერთობები არ იქნება, სანამ დესტაბილიზაცია არ შეწყდება

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, დაუნინგ სტრიტის ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთის პრემიერმა "გასაგებად თქვა, რომ სოლსბერში მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა". ჯონსონი და პუტინი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ.

მწვანე ჩაი

19 იანვარი 2020, 22:18

ტექნოლოგიები

მწვანე ჩაის მოყვარულები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ამის შესახებ National Geographic-ი ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევა უკვე 22 წელია გრძელდება. მასში 100 902 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები არ აღენიშნებოდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად სვამდნენ მწვანე ჩაის.

ალან დერშოვიცი

19 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ტრამპს იმპიჩმენტის პროცესზე ჰარვი ვაინშტეინისა და ეპშტეინის ადვოკატიც დაიცავს

ტრამპის ადვოკატები არიან ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში მონაწილე ყოფილი სპეცპროკურორები კენ სტარი და რობერტ რეი, ასევე ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი, რომელიც ჰარვი ვაინშტეინს, ჯეფრი ეპშტეინს და ო. ჯეი სიმპსონის ინტერესებს იცავდა. დაცვის მხარეს სათავეში უდგას თეთრი სახლის იურისტი პეტ სიპოლონე.

ციხე კედელი

19 იანვარი 2020, 21:25

მსოფლიო

პარაგვაიში ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

ევროკავშირი თურქეთი დროშები

19 იანვარი 2020, 21:04

ეკონომიკა

ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას არ შეუმცირებს

შესაბამისი განმარტება ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის საკითხებში პიტერ სტანომ გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციამ თურქეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელმა თურქეთს დახმარება 75%-ით შეუმცირა.

ორსულობა

19 იანვარი 2020, 20:43

ტექნოლოგიები

როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს ორსულობის კონტროლი რომ შეეძლოთ

ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება ქალს უფრო დაბალ საფეხურზე ხედავდა, ვიდრე კაცს. არც ისე დიდი ხნის წინ კი მეცნიერებმა დაიწყეს გასაოცარი მეთოდების აღმოჩენა, რომელთა დახმარებითაც გამრავლების საკითხში ბევრი მდედრობითი სქესის ცხოველის უპირატესობები დგინდება.

Crew Dragon

19 იანვარი 2020, 20:22

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ხომალდ Crew Dragon-ის ავარიული სისტემა გამოსცადა

ხომალდის ოთხივე პარაშუტი წარმატებით გაიხსნა და ასტრონავტებისტვის განკუთვნილი კაფსულა ატლანტის ოკეანეში დაეშვა. ტესტი აშშ-ში, ფლორიდაში ჩატარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარმატებული ტესტის შემდეგ NASA Crew Dragon-ს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენებისთვის საჭირო სერტიფიკატს მიანიჭებს.

მესამე მსოფლიო ომი

19 იანვარი 2020, 20:02

ტექნოლოგიები

გამოკითხული მილენიალების ნახევარი ფიქრობს რომ მესამე მსოფლიო ომს მოესწრება

20-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 50% შიშობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მათი ცხოვრების განმავლობაში დაიწყება. შვეიცარიელი რესპონდენტები შედარებით პესიმისტები აღმოჩნდნენ - მათ შორის ომს გამოკითხულთა 56% უშვებს", - წერს გამოცემა. კვლევაში 16 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2020, 19:38

მსოფლიო

ჯონსონმა და მაკრონმა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სურვილი დაადასტურეს

„ლიდერებმა ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, ხანგრძლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაა საჭირო“, - ნათქვამია ჯონსონის და მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი

19 იანვარი 2020, 19:18

მსოფლიო

შვედეთი თავდაცვის სფეროს ხარჯებს ზრდის

იანვრის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენცია Folk och Försvar-ზე შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი სამხედრო, ახალი სამხედრო ტექნიკა, მეტი ვერტმფრენი და წყალქვეშა ნავი უნდა ჰქონდეს: შვედეთმა უნდა გააძლიეროს თავისი საომარი მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრის მოსაზრებებს იზიარებენ სამხედრო თანამდებობის პირებიც.

მეუფე მელქისედეკი

19 იანვარი 2020, 18:58

საქართველო

მეუფე მელქისედეკი ეკლესიასთან დაკავშირებულ კვლევას განმარტავს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას პასუხობს. მეუფე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოქმედებდეს.

Facebook

19 იანვარი 2020, 18:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა აშშ-ის პოლიციის მიერ აპლიკაცია Clearview-ს გამოყენების გამო გამოძიება დაიწყო

აპლიკაციას სულ ცოტა 600 დეპარტამენტი იყენებს. Clearview-სადმი წვდომა 2 ათასი დოლარი ღირს. მომხმარებელი სისტემაში ეჭვმიტანილის ფოტოს ტვირთავს, სისტემა კი მას სოცქსელებში, ღია წვდომაში გამოქვეყნებულ სურათებს ადარებს.

ვოთსაპი

19 იანვარი 2020, 18:33

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა

WhatsApp-ის მუშაობაში ხარვეზი დაფიქსირდა. მომხმარებლებს აპლიკაციაში გიფების, ფოტოების, ვიდეოების გაგზავნა და მიღება/ჩამოტვირთვის პრობლემა აქვთ, ასევე ხარვეზია ქსელში სტატუსის ატვირთვის დროს. პრობლემებია როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

შეტაკება ბეირუთი

19 იანვარი 2020, 18:25

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ლიბანის წითელმა ჯვარმა სამედიცინო დახმარება 220 ადამიანს გაუწია, 80 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია კი 114 დაშავებულს დაეხმარა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება 18 იანვარს მოხდა.

იემენი

19 იანვარი 2020, 18:21

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბანაკაზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია

იემენში, ქალაქ მარიბში სამხედროების საწვრთნელ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ ცოტა 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. ბანაკი დედაქალაქიდან 170 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

ვოლსკი კონგრესმენის წერილს კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილს მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.

მიანმარი

19 იანვარი 2020, 18:02

მსოფლიო

Facebook-მა ჩინეთის პრეზიდენტის სახელის არასწორი თარგმანის გამო მოიბოდიშა

სოციალური ქსელის მიერ სი ძინპინის სახელის უხეში თარგმანი ჩინეთის პრეზიდენტის მიერ მიანმარში ვიზიტის მეორე დღეს გამოჩნდა ქსელში, როდესაც ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დაიპოსტა. შაბათს სი ძინპინი მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.