imedi /  22 ნოემბერი 2019, 18:04 / სანდო წყარო

აკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს

აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვაცილებს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას. მივმართავ ყველას, უპირველესყოვლისა, მმართველი გუნდის იმ წევრებს, ვინც ამ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა - გამოვიყენოთ პლებისციტამდე თუ რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო საზოგადოებასთან სამუშაოდ, რათა ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის. ხალხი ბრძენია, საზოგადოება არის საკმარისად პოლიტიკურად მომწიფებული, რომ პოლიტიკური დემაგოგიისგან გამოარჩიოს ჭეშმარიტების მარცვალი, ანუ რატომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი“, - განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, როგორ ჩატარდება რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა რეფერენდუმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებას მოითხოვს, ზოიძემ აღნიშნა, რომ 2003 და 2005 წელს რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო გამოსავალი მოიძებნა, და იმედი გამოთქვა, რომ ამის საშუალება მოიძებნება ახლაც.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  

18 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ

ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 11:50

მსოფლიო

საუდის არაბეთმა და ომანმა ირანზე ისრაელის თავდასხმა დაგმეს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ აღმაშფოთებელი აგრესია გამოავლინა.

13 ივნისი 2025, 11:44

სპორტი

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ გამარჯვებით დაიწყო - შენგელია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

ბოლონიელებმა „ბრეშას“ უმასპინძლეს და 90:87 დაამარცხეს. შედეგიანი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას - მან 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და ამ მაჩვენებლებით, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი კვლავ ბოლონიაში, 14 ივნისს გაიმართება.

13 ივნისი 2025, 11:39

რეგიონი

შიდა ქართლში 400 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

13 ივნისი 2025, 11:25

პოლიტიკა

აქცია პოლონეთის საელჩოსთან - შეკრებილები, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების ლობირებასთან დაკავშირებით, დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.

13 ივნისი 2025, 11:19

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 11:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს კრიმინალის მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში

„ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის სიმრავლის გამო დაიწყო მხარდამჭერების მოგროვების კამპანია, რათა საქართველოს შეუჩერდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

13 ივნისი 2025, 11:14

პოლიტიკა

პოლონეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე: მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. გამოვიდეს ბატონი და შანტაჟის და მუქარის ენის გამო საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში

პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.

ნიკა გვარამია

13 ივნისი 2025, 11:09

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 11:01

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 10:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

13 ივნისი 2025, 10:54

მსოფლიო

Reuters: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა

ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:42

საზოგადოება

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

დავით სონღულაშვილი

13 ივნისი 2025, 10:39

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.

13 ივნისი 2025, 10:33

საზოგადოება

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

13 ივნისი 2025, 10:23

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:03

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა

ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54

ჯანდაცვა

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35

საზოგადოება

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.