imedi /  04 დეკემბერი 2019, 23:24 / სანდო წყარო

ხუნდაძე: მაჟორიტარული მოდელის შესახებ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში 10-მა ადამიანმა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე მათი ინიციატივა არის  ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი, რაც მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.

"თქვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, რატომ გაგრძელდა დიდხანს. დიახაც, გაგრძელდა დიდხანს. სამწუხაროდ იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ კანონპროექტი იქნას ინიცირებული, იყოს განხილული. ჩვენს პრინციპულ დამოკიდებულებას არ შევცვლით და გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იყოს და მხადაჭერილი მათ მიერ და უკვე შემდეგ პარლამენტში განხილული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ხუნდაძემ ასევე თქვა, რომ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძე ამ საკითხის პრინციპული წინააღმდეგია.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს:

"მე დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი გვქონდა უმრავლესობის ლიდერთან და შიგნით გუნდში. ეს არის შიდა პარტიული საკითხები. თუმცა ერთ-ერთ მოთხოვნას გაგიმხელთ, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩაეყენებინა მას საქმის კურსში პარტიის ლიდერი, მაგრამ არ ვიცი ამას გააკეთებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ", - თქვა მან. 

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში კანონპროექტი ოპოზიციასაც აქვს დარეგისტრირებული. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს არის გაცემული მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:38

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

მან სანებართვო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. „ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი ძალის მქონე დაპირება და თითოეული ასეთი, უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ჯერ ერთი რთულია და შემდეგ, ძალიან ძვირი ჯდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ, რაც აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აპრილი 2021, 23:26

მსოფლიო

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

14 აპრილი 2021, 23:18

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა , მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:39

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:32

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

14 აპრილი 2021, 22:29

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

14 აპრილი 2021, 22:23

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აპრილი 2021, 22:18

მსოფლიო

ერდოღანი იტალიის პრემიერს: ვიდრე დიქტატორს მიწოდებთ, თქვენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეთ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთის ლიდერი დიქტატორად მოიხსენია.

14 აპრილი 2021, 22:14

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 15 აპრილს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზაბავრის, ვასაძის, ხიზანიშვილის, შეშელიძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

გრიგოლ ლილუაშვილი

14 აპრილი 2021, 21:49

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ სამსახურის 2020 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენტონი ბლინკენი

14 აპრილი 2021, 21:36

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

14 აპრილი 2021, 21:28

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ გამოიწვია

სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში მიმდინარე ელექტრონული აუქციონების დასრულებას მაღალი აქტივობის გამო ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

უილიამ ბერნსი

14 აპრილი 2021, 21:17

მსოფლიო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტებს არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს

საქართველოს დიდი ხანია ტერიტორიული კონფლიქტების გამოწვევა აქვს, მაგრამ ამას არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე. ამ გამოწვევის მიუხედავად, ნატოს არასდროს დაუხევია უკან და არ დაიხევს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.