Imedi /  05 დეკემბერი 2019, 19:33 / სანდო წყარო

ზალკალიანი ეუთოში: ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანებმა შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ბედი გაიზიარონ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„უკვე 11 წელია, რაც ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგებზე. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ საგარო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში განაცხადა, სადაც დავით ზალკალიანი ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობს.

„იმის ნაცვლად, რომ ოკუპანტს გაეყვანა თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ის აგრძელებს ინტენსიურ მილიტარიზაციას, რაც კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს ვითარების ადგილზე.

უფრო მეტიც, რუსეთი კიდევ უფრო ღრმად მოიწევს წინ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით.

ბატონო მინისტრებო, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი.

„საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია.

ოქტომბერში საოკუპაციო ძალებმა დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეუიარაღებელი მონიტორები. სამწუხაროა, რომ მისიას ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების ბერკეტი.

ნებისმიერ დროს, ამ ადამიანებმა შეიძლება საოკუპაციო რეჟიმის სხვა მსხვერპლთა - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ბედი გაიზიარონ. ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდა.

იმ დროს როდესაც ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას ელოდება, ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილ ბევრ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლებიდან, სახლებიდან ანალოგიური წესით გამოძევება ემუქრება.

ბატონო თავმჯდომარევ, საქართველოს არასდროს უთქვამს უარი კონფლიქტის მშვიდობიანი წესით გადაწყვეტის პოლიტიკაზე. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საქართველო სრულად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, და იკისროს და შეასრულოს ეს ვალდებულება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 16:19

რეგიონი

28 თებერვლის ჩათვლით მდინარე ქსნისა და ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე მიმდინარე სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და 57-ე კმ-ზე მდინარე ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:17

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ

„გვაინტერესებდა სერიოზული მზაობა აქვს თუ არა ისევ „ქართულ ოცნებას“ და კომპრომისებისთვის არის თუ არა მზად. ვიცით რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ მითიური მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა, ეს პროცესი გაიწელა, გაიწელა პოლიტიკური კრიზისი, გაიჭედა ეს ქვეყანა და მართლა, ხალხის არის მიტოვებული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან იყო

„მე არ გამოვყოფ, არიან იქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებთანაც, პირდაპირ რომ გითხრათ, დიდი სურვილიც არ არსებობს კომუნიკაციის და შეიძლება შეგნებულადაც არ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თითქმის ყველასთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო და რაღაც ტიპის საუბრები არსებობს, მათ შორის შეთანხმების დეტალებზე“.

ჯო ბაიდენი

22 იანვარი 2021, 16:04

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს ნავალნის მოწამვლისა და ფედერალურ უწყებებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სრული შეფასება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და აშშ-ის ფედერალურ უწყებებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სრული შეფასება დაავალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ხათუნა ბურკაძე

22 იანვარი 2021, 15:56

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა. ამერიკის პოლიტიკური სისტემისათვის კრიზისი ერთგვარი საშუალებაცაა იმისათვის, რომ ვითარების სწორი შეფასების საფუძველზე ცვლილებები განახორციელოს და სისტემა გააუმჯობესოს, უფრო მედეგი გახადოს. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებებზე მიანიშნებს ის, რომ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ქალი პოლიტიკოსი, კამალა ჰარისი იკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რაც ისტორიას ცვლის.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 15:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნინო ლომჯარია

22 იანვარი 2021, 15:48

საზოგადოება

ომბუდსმენი მიესალმება სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას, რომ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დასაქმდნენ

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 15:44

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველომ გაიმარჯვა

„მოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და სიძულვილი გვერდზე გადავდოთ. ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე როგორც ერთი მოქალაქე მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი რა დოზით იყო ჩართული. თუ იყო ჩართული, მაშინ მასაც მადლობა და ნებისმიერს. აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან. ეს შესაბამისად ყველას, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

22 იანვარი 2021, 15:40

ეკონომიკა

GITA-სა და 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ კომპანიას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

კომპანიის მიზანია უნარჩენო წარმოებაში ინოვაციის შეტანის გზით საზოგადოებას შესთავაზოს არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში.

შარლ მიშელი

22 იანვარი 2021, 15:28

მსოფლიო

შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ნავალნის საქმეზე ტელეფონით ესაუბრა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარლ მიშელმა პუტინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს შეშფოთება ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მას ალექსეი ნავალნის უფლებები სრულად და უპირობოდ დაცვისკე მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს - ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით, გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შავლეგ მიშველაძე

22 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

BAG-ი: საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

22 იანვარი 2021, 14:58

საზოგადოება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 22 იანვარს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი 30-მდე დამარცხება

არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ესაა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები სასტიკად

ესაა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები სასტიკად, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 14:48

საზოგადოება

ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით - პირველი ჯგუფის ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან

ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც თურნავა აცხადებს, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება.

თამარ გაბუნია

22 იანვარი 2021, 14:41

COVID19

თამარ გაბუნია: ახლა პლატოს პერიოდში ვართ

თამარ გაბუნიას თქმით, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება. „ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 14:38

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საკმაოდ პოზიტიური, სტაბილური ეპიდვითარების მიუხედავად, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გათვალისწინებული

მიუხედავად, იმისა, რომ აჭარაში საკმაოდ პოზიტიური, სტაბილური ეპიდვითარება გვაქვს, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გათვალისწინებული, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 14:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია, თუმცა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტია „მოქალაქეებს“ სურს, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღოს, რაც მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია.