imedi /  12 დეკემბერი 2019, 11:03 / სანდო წყარო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

უზენაესი სასამართლო

იურიდიული კომიტეტი

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის ტრიბუნასთან მივიდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. კომიტეტის დარბაზში ისევ ხმაურია. ოხანაშვილს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციან სიას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებენ. 

დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭს ფორმალურად მაინც უყრიან. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. 

პარლამენტთან კი საპროტესტო აქციები დილიდან მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

13 მაისი 2021, 11:25

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პირველად საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია

„2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად ვიღებთ ამ ორგანიზაციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს და აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება არის განსაკუთრებული და უპრეცედენტო, რადგან პირველად საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გივი მიქანაძე

13 მაისი 2021, 11:24

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი იქნება.

ალეკო ელისაშვილი

13 მაისი 2021, 11:23

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ამნისტიის საკითხზე შემუშავებელი ორი კანონპროექტის დაახლოება სრულიად შესაძლებელია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამნისტიის საკითხზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებელი კანონპროექტების დაახლოება სრულიად შესაძლებელია.

13 მაისი 2021, 11:18

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 6,813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,813 ადამიანს დაუდასტურდა, 346 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,135,886 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 47,333 პაციენტი ემსხვერპლა, 1,816,643 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

13 მაისი 2021, 11:16

მსოფლიო

TOI: ისრაელის არმია ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენს

ისრაელის არმიის მეთაურები ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

13 მაისი 2021, 11:10

მსოფლიო

რას უყვებიან „ქრონიკას“ ისრაელში მცხოვრები ქართველები

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განმარტებით, საელჩოსა და საკონსულოს საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივი კავშირი აქვს და ცხელი ხაზის მეშვეობით კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებს ინფორმაციისა და დახმარების მიღების შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში აქვთ.

კორონავირუსი

13 მაისი 2021, 11:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.43 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელიარის 2.43 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.56%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 4.79%. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 3 29 პაციენტი.

13 მაისი 2021, 11:06

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 903 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 903 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, სუნთქვის აპარატზე კი 196 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 მაისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 359 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

რეგულაციების დარღვევები

13 მაისი 2021, 10:59

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოავლინა

„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

13 მაისი 2021, 10:58

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4056-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 77343-მა მოქალაქემ გაიარა.

13 მაისი 2021, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.

13 მაისი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.

13 მაისი 2021, 10:49

თავდაცვა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

13 მაისი 2021, 10:43

ეკონომიკა

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდეს აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე შეძენილი ბიტკოინების გაყიდვას აპირებს.

13 მაისი 2021, 10:29

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 360,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,120 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 362,727 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 258,317 ათასი ადამიანი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 10:22

COVID19

რომელი ვაქცინით აიცრა ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტოები ჯანმოს დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

13 მაისი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,565,704 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,658 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 მაისი 2021, 10:08

რეგიონი

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.

ლაშა ჟვანია

13 მაისი 2021, 09:59

მსოფლიო

ლაშა ჟვანია: ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის

„დღეს არის 3 რეისი. ერთი ახლა სრულდება. სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის. მძიმე მდგომარეობა კი არის, მაგრამ არ არის იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება განახორციელოს ევაკუაცია“, - განაცხადა ჟვანიამ.