Human Rights Watch-ის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობაც შეფასდა
ფოტო: Facebook
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი.
„2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია"- წერია აგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.
ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.
„სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს. ამ სამსახურმა ფუნქციონირება 2019 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო.
2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.
20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს.
ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.
240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.
ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.
პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს"- წერია ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ორგანიზაცია ეხება მედიის თავისუფლების საკითხს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში. გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად.
ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა.
აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროკურატურის „დაჩქარებულ“ მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომელიც შესაძლოა „მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.“
სექტემბერში გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი - „მთავარი არხი“ დააარსა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა.
ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი „დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს"- ვკითხულობთ ანგარიშში.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 10:30
თავდაცვა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.
24 სექტემბერი 2026, 10:29
კულტურა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ღონისძიება საზეიმოდ ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ანსამბლები და მეცნიერები ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ღონისძიების ფარგლებში დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება კონცერტი, დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული ანსამბლების მონაწილეობით.
24 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
კინოს სახლში ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული” პრემიერა გაიმართა
კინოსურათი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის ფონზე ვითარდება. ნინო მირცხულავას ნამუშევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
24 სექტემბერი 2026, 10:24
კულტურა
ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლოში გამოსვლისას ვაინშტაინმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. „გულწრფელად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მირიამ ჰეილიმ განიცადა. თუმცა იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩემი უდანაშაულობის შესახებ“, - აღნიშნა მან.
24 სექტემბერი 2026, 10:13
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
24 სექტემბერი 2026, 10:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
24 სექტემბერი 2026, 10:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. „მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
24 სექტემბერი 2026, 10:08
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
24 სექტემბერი 2026, 10:03
მსოფლიო
რუმინეთმა საზღვართან დრონების გამო ჰაერში გამანადგურებლები აწია
„ვითარების მონიტორინგისთვის 57-ე ავიაბაზიდან აფრინდა ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
24 სექტემბერი 2026, 10:01
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს
ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს დღეს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.
24 სექტემბერი 2026, 09:57
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამჯერად, კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე, სადაც 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
24 სექტემბერი 2026, 09:54
კულტურა
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა
პრემიერა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში - ახალი სეზონი ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გაიხსნა.
24 სექტემბერი 2026, 09:50
თავდაცვა
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.
24 სექტემბერი 2026, 09:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებდა, რომ მათი კანონი მათ ტერიტორიაზე ირღვეოდეს, მით უმეტეს, თუ ეს გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული
„ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ამ დრომდე არ უპასუხია.
24 სექტემბერი 2026, 09:42
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად
საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, - განაცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
24 სექტემბერი 2026, 09:42
ტექნოლოგიები
OpenAI-ის AI-აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდი გატეხა
ინციდენტი ივნისში მოხდა, როდესაც AI-აგენტი სამედიცინო ხარჯების შესახებ კვლევას ატარებდა. პორტალზე ბლოკირების შეხვედრისას, აგენტმა ავტონომიურად მოიფიქრა დამცავი ბარიერების გვერდის ავლა და საჯარო მონაცემებთან ერთად არასაჯარო ფაილებზეც მოიპოვა წვდომა.
24 სექტემბერი 2026, 09:35
პოლიტიკა
ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.
24 სექტემბერი 2026, 09:29
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა
„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
24 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამდღიანი სამიტი დაიწყო: აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს აეროპორტში პირადად დახვდა
„ჩინელი ერის დიდი აღორძინება და ამერიკის დიდებულების დაბრუნება შესაძლებელია გვერდიგვერდ მიმდინარეობდეს. ორივე ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.


